ქართულ ბაზარზე უმსხვილესი ამერიკული ბიზნეს-კომპანია შემოვიდა

© photo: Sputnikთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2021
გამოწერა
საქართველოს ბაზარზე პრესტიჟული უცხოური კომპანიის შემოსვლა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით მოხდა
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. საქართველოში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით უმსხვილესი ამერიკული ბიზნეს-სერვისების კომპანია Concentrix შემოვიდა.
Concentrix მომსახურებას მსოფლიოს უმსხვილეს ბრენდებს აწვდის ტურიზმის, ტელეკომუნიკაციების, ელექტრონული ვაჭრობის, საბანკო და სხვა სექტორებში. ამ მიმართულებით მოქმედ კომპანიებს შორის ის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესია და მსოფლიოს მასშტაბით 250 ათასზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
„საქართველოს Concentrix-ის ოჯახში გაწევრიანება კომპანიის გაფართოვების სტრატეგიის მნიშნველოვანი ნაწილია, რომელიც კომპანიას საკუთარი გლობალური დაფარვის ზონის გაზრდაში დაეხმარება“, - ნათქვამია Concentrix-ის ოფიციალურ განცხადებაში.
კომპანია Formula Construction-ის ქარხანა - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2021
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე საქართველოში: ახალი სტატისტიკა
კომპანია მსოფლიო ბრენდებს მომსახურებას დისტანციურად საქართველოდან მიაწვდის. Concentrix-მა უკვე დაიწყო თანამშრომლების პირველი ნაკადის აყვანა და ეს პროცესი სამომავლოდაც ეტაპობრივად გაგრძელდება.
„ჩვენ მოუთმენლად ველით ახალი ქართველი კოლეგების მიღებას Concentrix-ის ოჯახში და მზად ვართ ვიყოთ გამორჩეული დამსაქმებელი, რომელიც ზრუნავს მის თანამშრომლებსა და საზოგადოებაზე“, - განაცხადა საქართველოსა და ბულგარეთის ლოკაციების დირექტორმა, პაველ პაულამ.
ბიზნეს-პროცესების აუთსორსინგის მიმართულებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ 2020-2022 წლის სტრატეგიული მიზნების ნაწილია და სააგენტო აქტიურად მუშაობს აღნიშნული მიმართულებით, როგორც კომპანიებთან პირდაპირი კომუნიკაციის, ასევე მარკეტინგის და გლობალურ დონეზე მნიშვნელოვან წყაროებში საქართველოს შესახებ ინფორმაციის ინტეგრირების კუთხით, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
ყველა ახალი ამბავი
0