https://sputnik-georgia.com/20210925/rogor-seicvala-fasebi-samrewvelo-produqciaze-saqartvelosi-axali-statistika-259881993.html
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე საქართველოში: ახალი სტატისტიკა
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე საქართველოში: ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
ერთ წელიწადში ფასები ძირითადად გაიზარდა გადამამუშავებელი მრეწველობის, ასევე კვების პროდუქტებზე. 25.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-25T10:30+0400
2021-09-25T10:30+0400
2021-09-25T10:30+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/07/251663192_0:103:1000:666_1920x0_80_0_0_2177bfeb16f3bea03128c53e00e8d588.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. 2021 წლის აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16,4%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 16,7%-ით, მათ შორის სურსათზე – 16,5%-ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები 1,1%-ით შემცირდა.მიმდინარე წლის აგვისტოში, ივლისთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 1,2%-ით გაიზარდა.ადგილობრივი წარმოებაფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე აგვისტოში 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით, 18,3%-ით გაიზარდა.ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 38,3%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში – 19,4%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 18,4%-ით.ექსპორტი და იმპორტიექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13,7%-ით გაიზარდა.სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 19,2%-ით შემცირდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 16,72%-ით, მათ შორის ქიმიურ პროდუქციაზე – 16,9%-ით, ლითონის ნაკეთობაზე – 45,1%-ით.საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 20,8%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 20,8%-ით გაძვირდა.სამომხმარებლო ფასებიწლიური ინფლაციის დონემ 2021 წლის აგვისტოში 12,8% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს). სურსათზე ფასები წლიური 16,2%-ით გაიზარდა. აგვისტოში, ივლისთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,7% შეადგინა.
https://sputnik-georgia.com/20210904/saqartvelosi-rekordulad-marali-fasebia-ra-seacerebs-inflacias-qveyanasi-259309746.html
https://sputnik-georgia.com/20210924/mseneblobis-rirebuleba-izrdeba-statistika-259850759.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/07/251663192_140:93:904:666_1920x0_80_0_0_f4f4a000975e47af634143519c1bf340.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე საქართველოში: ახალი სტატისტიკა
ერთ წელიწადში ფასები ძირითადად გაიზარდა გადამამუშავებელი მრეწველობის, ასევე კვების პროდუქტებზე.
თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. 2021 წლის აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16,4%-ით გაიზარდა, ნათქვამია
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 16,7%-ით, მათ შორის სურსათზე – 16,5%-ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები 1,1%-ით შემცირდა.
მიმდინარე წლის აგვისტოში, ივლისთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 1,2%-ით გაიზარდა.
ფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე აგვისტოში 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით, 18,3%-ით გაიზარდა.
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 38,3%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში – 19,4%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 18,4%-ით.
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13,7%-ით გაიზარდა.
24 სექტემბერი 2021, 09:41
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 19,2%-ით შემცირდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 16,72%-ით, მათ შორის ქიმიურ პროდუქციაზე – 16,9%-ით, ლითონის ნაკეთობაზე – 45,1%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 20,8%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 20,8%-ით გაძვირდა.
წლიური ინფლაციის დონემ 2021 წლის აგვისტოში 12,8% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს). სურსათზე ფასები წლიური 16,2%-ით გაიზარდა. აგვისტოში, ივლისთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,7% შეადგინა.