https://sputnik-georgia.com/20230131/berlinshi-mwvane-kvireulis-gamofenaze-16-kompania-monawileobda-274411005.html
საერთაშორისო გამოფენაში „მწვანე კვირეული" 16-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა
საერთაშორისო გამოფენაში „მწვანე კვირეული" 16-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა
გამოფენის მონაწილე ქართული კომპანიების უმეტესობა სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარები არიან. 31.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-31T13:00+0400
2023-01-31T13:00+0400
2023-01-31T15:45+0400
საქართველო
გერმანია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24753/48/247534873_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_bd964d394a024e76f5b2a7438f4c09e1.jpg
თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. ბერლინში სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში „მწვანე კვირეული 2023" 16-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს განცხადებაში.გამოფენა, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგში მიღწევებს, საკვები პროდუქტების წარმოებასა და მებაღეობას ეძღვნება, 1926 წლიდან ტარდება. ქართულმა კომპანიებმა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაზე მოხვედრა სახელმწიფოს მხარდაჭერით შეძლეს.გამოფენაში უშუალო მონაწილეობა მიიღო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, რომელმაც საქართველოს სტენდთან სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის სტუმრებს უმასპინძლა.ოთარ შამუგიამ ქართულ სტენდთან სხვადასხვა ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრებს უმასპინძლა. მეწარმეებმა, თავის მხრივ, დამთვალიერებლებს ქართული ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, ნატურალური წვენები, თაფლი და სხვა ქართული პროდუქცია გააცნეს. გამოფენის ფარგლებში შამუგიამ გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალურ მინისტრთან ჯემ ოსდემირთან, ბერლინის მერ ფრანცისკა გიფისთან, ევროკომისართან სოფლის მეურნეობის მიმართულებით იანუშ ვოჩიეჩოვსკისთან და ლიეტუველ, ლატვიელ, თურქ, პოლონელ, უნგრელ და უზბეკ კოლეგებთან გამართა შეხვედრები.განხილვის მთავარი თემები ქვეყნებს შორის აღნიშნულ დარგში თანამშრომლობის გაგრძელება, ფიტოსანიტარიის, ვეტერინარიის მიმართულებები და სხვა საკითხები იყო.ბერლინის საერთაშორისო გამოფენაში წელს 72 ქვეყნის 1,4 ათასზე მეტი კომპანია მონაწილეობდა, დამთვალიერებელთა რაოდენობამ კი 400 ათასს გადააჭარბა.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24753/48/247534873_240:0:1680:1080_1920x0_80_0_0_cbda00fce785ca5288d50d439a437818.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, გერმანია , გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გერმანია , გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საერთაშორისო გამოფენაში „მწვანე კვირეული" 16-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა
13:00 31.01.2023 (განახლებულია: 15:45 31.01.2023) გამოფენის მონაწილე ქართული კომპანიების უმეტესობა სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარები არიან.
თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. ბერლინში სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში „მწვანე კვირეული 2023" 16-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს განცხადებაში.
გამოფენა, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგში მიღწევებს, საკვები პროდუქტების წარმოებასა და მებაღეობას ეძღვნება, 1926 წლიდან ტარდება. ქართულმა კომპანიებმა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაზე მოხვედრა სახელმწიფოს მხარდაჭერით შეძლეს.
გამოფენაში უშუალო მონაწილეობა მიიღო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, რომელმაც საქართველოს სტენდთან სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის სტუმრებს უმასპინძლა.
„ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტია. შესაბამისად, ვთანამშრომლობთ საერთაშორისო მაღალი კლასის მარკეტინგულ კომპანიებთან, რითაც ხელს ვუწყობთ ჩვენს მეწარმეებს, საკუთარი პროდუქციით წარმოდგენილი იყვნენ მსოფლიო მასშტაბით ყველა მნიშვნელოვან გამოფენაზე. ჩვენი მიზანია ქართული აგრარული პროდუქცია გავხადოთ მოთხოვნადი“, – განაცხადა შამუგიამ.
ოთარ შამუგიამ ქართულ სტენდთან სხვადასხვა ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრებს უმასპინძლა. მეწარმეებმა, თავის მხრივ, დამთვალიერებლებს ქართული ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, ნატურალური წვენები, თაფლი და სხვა ქართული პროდუქცია გააცნეს.
გამოფენის ფარგლებში შამუგიამ გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალურ მინისტრთან ჯემ ოსდემირთან, ბერლინის მერ ფრანცისკა გიფისთან, ევროკომისართან სოფლის მეურნეობის მიმართულებით იანუშ ვოჩიეჩოვსკისთან და ლიეტუველ, ლატვიელ, თურქ, პოლონელ, უნგრელ და უზბეკ კოლეგებთან გამართა შეხვედრები.
განხილვის მთავარი თემები ქვეყნებს შორის აღნიშნულ დარგში თანამშრომლობის გაგრძელება, ფიტოსანიტარიის, ვეტერინარიის მიმართულებები და სხვა საკითხები იყო.
ბერლინის საერთაშორისო გამოფენაში წელს 72 ქვეყნის 1,4 ათასზე მეტი კომპანია მონაწილეობდა, დამთვალიერებელთა რაოდენობამ კი 400 ათასს გადააჭარბა.