https://sputnik-georgia.com/20230130/ras-itvlian-sabanko-seqtorshi-274373909.html
არის თუ არა ახალი რეკორდი? ანუ რას ითვლიან საბანკო სექტორში
არის თუ არა ახალი რეკორდი? ანუ რას ითვლიან საბანკო სექტორში
Sputnik საქართველო
კომერციული ბანკების მზარდი შემოსავლები და მოგება, გაძვირებული კრედიტები და დაბალი კონკურენცია. ფაქტები, პროგნოზები და შეფასებები. 30.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-30T13:19+0400
2023-01-30T13:19+0400
2023-01-30T17:24+0400
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ანალიტიკა
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830379_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_0be70c7d00f138e15b39f5787aab5e17.jpg
წინამდებარე სტატიაში საბანკო სექტორის გასული წლის თავგადასავალს გიამბობთ. სათქმელი ბევრია და ეს ერთი სტატია ვერ დაიტევს. ამიტომ ამჯერად თქვენს ყურადღებას მხოლოდ ორიოდე საკითხზე გავამახვილებ, უფრო დეტალურად კი თებერვლის დასაწყისში მოგახსენებთ, მას შემდეგ, რაც სტატისტიკურ მონაცემებს სიღრმისეულად გავეცნობი.ეროვნული ბანკის მიერ ამ დროისათვის გასაჯაროებული სტატისტიკური მონაცემებით ირკვევა, რომ კომერციულმა ბანკებმა გასული წელიც შთამბეჭდავი მოგებით დაასრულეს. გაუჭირდებოდათ?! − შესაძლოა, ირონიული ტონით ჩაილაპარაკოს მკითხველმა და, კაცმა რომ თქვას, მართალიც იქნება. არახალია, უკვე მრავალი წელია საბანკო სექტორის შემოსავლებიც და მოგებაც რეკორდულად მზარდია. გამონაკლისი 2020 წელი იყო, როდესაც COVID-19-ის პანდემიის თანმდევი გამოწვევების, მათ შორის, პირველ რიგში, ეკონომიკური კრიზისის გამო კომერციულმა ბანკებმა პირველი კვარტალი 486 მილიონი ლარის ზარალით, საფინანსო წელი კი მხოლოდ 99,26 მილიონი ლარის მოგებით დაასრულეს. აღნიშნული მაჩვენებელი 2019 წლის მონაცემზე 89,6 პროცენტით ნაკლები იყო. ამავე დროს, შემცირებული მოგების მიუხედავად, კომერციული ბანკების ჯამური აქტივები წლიურ ჭრილში 22 პროცენტით გაიზარდა. ასე რომ, საბანკო სექტორმა კრიზისულ ვითარებას მეტ-ნაკლებად მარტივად აუღო ალღო. მომდევნო პერიოდში კი საბანკო სექტორში პროცესი კიდევ უფრო პოზიტიურად წარიმართა და დღეს არავინ უარყოფს, რომ საბანკო სფერო კვლავაც ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გასულ წელს კომერციული ბანკებმა 7,5 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღეს. წმინდა მოგება კი 2,088 მილიარდი ლარი იყო. ეს რეკორდული მაჩვენებელია, რომელიც 2021 წლის ასევე რეკორდულ შედეგზე 6 მილიონი ლარით მეტია. მოგების მოცულობით საბანკო სექტორის რეიტინგს სათავეში უდგას „საქართველოს ბანკი“, რომლის მოგებამ 924,3 მილიონი ლარი შეადგინა. პირველი ხუთეულის მომდევნო პოზიციები კი ასე გამოიყურება: „თიბისი ბანკი“ − 893,5 მილიონი ლარი; „ლიბერთი ბანკი“ − 66,9 მილიონი ლარი; „ბაზის ბანკი“ − 54,3 მილიონი ლარი; „ქართუ ბანკი“ − 52,8 მილიონი ლარი.სტატისტიკური მონაცემების ზედაპირული ანალიზიც კი ქვეყანაში ოლიგოპოლიური საბანკო სისტემის არსებობაზე მიანიშნებს. თავად განსაჯეთ, კომერციული ბანკების მთლიანი მოგების 88 პროცენტი ორ უმსხვილეს საფინანსო სტრუქტურაზე − „საქართველოს ბანკსა“ და „თიბისი ბანკზე“ ნაწილდება. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 85 პროცენტი იყო. აქვე უნდა ითქვას, რომ გასული წლისგან განსხვავებით, იმავე 2021 წელს რეიტინგის სათავეში „თიბისი ბანკი“ იყო, „საქართველოს ბანკს“ მეორე პოზიცია ეკავა. გარდა ამისა, მესამე ადგილზე „პროკრედიტ ბანკი“ იყო, რომელიც გასული წლის მონაცემებით მხოლოდ მეექვსეა. პირველ ხუთეულში ის „ქართუ ბანკმა“ ჩაანაცვლა.ერთი სიტყვით, საბანკო სექტორს წლებია წარმატებული თავგადასავალი აქვს. სწორედ ამ მიზეზითა და საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდის მოტივით მთავრობამ, სამი წლის წინ დაპირებული ე.წ. ესტონური მოდელის ამოქმედების ნაცვლად, კომერციულ ბანკებს მოგების გადასახადი 15 პროცენტიდან 20 პროცენტამდე გაუზარდა. საბანკო სექტორს დამძიმებული საგადასახადო წნეხი მომავალში მოელის, ცვლილება გასულ წელზე არ ვრცელდება, თუმცა აკადემიური წრეების წარმომადგენლები კომერციული ბანკების მომგებიანობის პერსპექტივას მთავრობის გადაწყვეტილების გათვალისწინებით აფასებენ. უმრავლესობის აზრით, საბანკო სფეროში კონკურენცია დაბალია და მთავრობამ, გადასახადების გაზრდის ნაცვლად, სწორედ ამაზე უნდა იზრუნოს.„თუ კომერციულ ბანკებს დიდი ხნის განმავლობაში განსაკუთრებული მოგება აქვთ, ეს ნიშნავს, რომ საბანკო სექტორში შედარებით დაბალია კონკურენცია და მთავრობამ პირველ რიგში არა გადასახადების გაზრდას, არამედ კონკურენციის გაღვივებას უნდა შეუწყოს ხელი. მარტივი მოცემულობაა, რომ სფეროში, სადაც მაღალი კონკურენციაა, კოლოსალური მოგება ვერ იარსებებს. დღეს კი მთავრობა და ეროვნული ბანკი საბანკო სექტორში ფულის შემოსვლას ბარიერებს უქმნიან, რაც კონკურენციის ზრდას ხელს არ უწყობს“, − აცხადებს ანალიტიკოსი გიგა ბედინეიშვილი.საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის შეფასებით, კომერციული ბანკებისთვის მოგების გადასახადის 5 პროცენტით გაზრდამ საბანკო სექტორს საგადასახადო ტვირთი დაუმძიმა, ამავე პერიოდს ემთხვევა აღრიცხვიანობის საერთაშორისო სტანდარტზე გადასვლა, რაც საგადასახადო კუთხით ასევე დამატებითი წნეხი იქნება. შესაბამისად, ხარჯის ზრდა კაპიტალზე ზეწოლას გამოიწვევს, რაც იმას ნიშნავს, რომ საბანკო სექტორის ზრდის ტემპის არსებულ დონეზე შესანარჩუნებლად კომერციულ ბანკებს დამატებითი კაპიტალის მოზიდვა მოუწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ზრდის ტემპი შენელდება.საბანკო სექტორის მოგების უდიდესი ნაწილი საპროცენტო შემოსავლებზე მოდის. გასულ წელს ფიზიკური და იურიდიული პირების სესხებიდან კომერციულმა ბანკებმა ჯამში 4,83 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღეს. საბანკო სექტორის მიზანი ფინანსური რესურსის იაფად მოზიდვა და ძვირად გასხვისებაა. კაცმა რომ თქვას, ის ამ ამოცანას თავს ღირსეულად ართმევს. შედეგად, საბანკო სექტორის მომხმარებლები დეპოზიტებზე დაბალ და სესხებზე მაღალ საპროცენტო განაკვეთებს უჩივიან, თუმცა კომერციული ბანკების დებიტორებისთვის მთავარი გამოწვევა საკრედიტო რესურსზე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთებია.გასული წლის ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეროვნულ ვალუტაში დაკრედიტება 15,6 პროცენტიდან 16,4 პროცენტამდე, ხოლო უცხოურ ვალუტაში გასაცემი სესხები 6,1 პროცენტიდან 7,1 პროცენტამდე გაძვირდა. საპროცენტო განაკვეთების ზრდის ტენდენცია გრძელდება. ანალიტიკოსთა შეფასებით, სესხების გაძვირების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი მონეტარული პოლიტიკის გლობალურად გამკაცრებაა.COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ეკონომიკური კრიზისით განპირობებული მზარდი ინფლაციის შესაკავებლად ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ რეფინანსირების განაკვეთი 3 პროცენტიდან 3,25 პროცენტამდე გაზარდა. როგორც ამას აკადემიურ წრეებში ვარაუდობდნენ, ამ გადაწყვეტილებამ მსოფლიოს მასშტაბით და, მათ შორის, საქართველოს საკრედიტო ბაზარზე ამერიკული დოლარი გააძვირა. ეროვნული ბანკის მიერ 2021 წლის მარტიდან რეფინანსირების განაკვეთის 8,5 პროცენტიდან 11 პროცენტამდე გაზრდას ეროვნული ვალუტაში გაცემულ და გასაცემ სესხებზე პროცენტის მომატება მოჰყვა.დარწმუნებული ვარ, მკითხველს სესხების გაძვირების მიზეზებზე საუბრის ნაცვლად პერსპექტივა უფრო აინტერესებს, კერძოდ, როდის დაიკლებს კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთის დაწევის შესაძლებლობა მას შემდეგ გაჩნდება, როდესაც ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ ინფლაციას შემცირების ტრენდი აქვს. ეს როდის იქნება? − ჩამეძიება მკითხველი. ამას დრო გვიჩვენებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა თებერვლის პირველსავე დღეს არის ჩანიშნული. დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ეროვნულ ბანკში. მოგეხსენებათ, სწორედ რეფინანსირების განაკვეთის მოცულობა განსაზღვრავს კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაში დაკრედიტების საპროცენტო განაკვეთს.საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ვარაუდით, ამ ეტაპზე რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება მოსალოდნელი არ არის.„ვფიქრობ, რომ უახლოეს სხდომაზე მონეტარული პოლიტიკა არ გამკაცრდება, რადგან რეფინანსირების განაკვეთი ისედაც მაღალია. არსებობს მოლოდინი, რომ ზაფხულის შემდეგ ინფლაცია დაიკლებს და ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა ექნება, რეფინანსირების განაკვეთი შეამციროს“, − აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.როდის გაიაფდება ამერიკულ დოლარში დაკრედიტება? ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს უკვე დამოკიდებულია, თუ როდის დაიწყებს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას. არის აზრთა სხვადასხვაობა. ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის Financial Times-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, ფედერალური რეზერვის მიერ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას მიმდინარე წელს არ უნდა ველოდოთ. მეტიც, როგორც ირკვევა, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის ღია ბაზრის კომიტეტის წევრების უმეტესობის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლოს რეფინანსირების განაკვეთი, სულ მცირე 5 პროცენტის ნიშნულს მიაღწევს. არსებობს საწინააღმდეგო ვარაუდიც. ექსპერტთა ერთი ნაწილის შეფასებით, რეფინანსირების განაკვეთი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 4,9 პროცენტს მიაღწევს, რაც პიკური მაჩვენებელი იქნება. შემდეგ თანდათან დაიკლებს და დეკემბრისთვის 4,4 პროცენტამდე შემცირდება.დღეისათვის სულ ეს იყო. ვნახოთ, საბანკო სექტორში, კერძოდ, საკრედიტო ბაზარზე როგორ განვითარდება პროცესები...სამსონ ხონელი
https://sputnik-georgia.com/20230120/noembris-inflacia-272725515.html
https://sputnik-georgia.com/20230114/2022-wlis-ekonomika-da-piansebi-ciprebshi-273926550.html
https://sputnik-georgia.com/20230112/ratom-izrdeba-problemuri-sesxebi-272664034.html
https://sputnik-georgia.com/20230103/sanam-fuls-isesxebt-272626300.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830379_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_05ae0375a032b9e4f1395382089cf7e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ანალიტიკა, მიმოხილვები
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ანალიტიკა, მიმოხილვები
არის თუ არა ახალი რეკორდი? ანუ რას ითვლიან საბანკო სექტორში
13:19 30.01.2023 (განახლებულია: 17:24 30.01.2023) კომერციული ბანკების მზარდი შემოსავლები და მოგება, გაძვირებული კრედიტები და დაბალი კონკურენცია. ფაქტები, პროგნოზები და შეფასებები.
წინამდებარე სტატიაში საბანკო სექტორის გასული წლის თავგადასავალს გიამბობთ. სათქმელი ბევრია და ეს ერთი სტატია ვერ დაიტევს. ამიტომ ამჯერად თქვენს ყურადღებას მხოლოდ ორიოდე საკითხზე გავამახვილებ, უფრო დეტალურად კი თებერვლის დასაწყისში მოგახსენებთ, მას შემდეგ, რაც სტატისტიკურ მონაცემებს სიღრმისეულად გავეცნობი.
ეროვნული ბანკის მიერ ამ დროისათვის გასაჯაროებული სტატისტიკური მონაცემებით ირკვევა, რომ კომერციულმა ბანკებმა გასული წელიც შთამბეჭდავი მოგებით დაასრულეს. გაუჭირდებოდათ?! − შესაძლოა, ირონიული ტონით ჩაილაპარაკოს მკითხველმა და, კაცმა რომ თქვას, მართალიც იქნება. არახალია, უკვე მრავალი წელია საბანკო სექტორის შემოსავლებიც და მოგებაც რეკორდულად მზარდია. გამონაკლისი 2020 წელი იყო, როდესაც COVID-19-ის პანდემიის თანმდევი გამოწვევების, მათ შორის, პირველ რიგში, ეკონომიკური კრიზისის გამო კომერციულმა ბანკებმა პირველი კვარტალი 486 მილიონი ლარის ზარალით, საფინანსო წელი კი მხოლოდ 99,26 მილიონი ლარის მოგებით დაასრულეს. აღნიშნული მაჩვენებელი 2019 წლის მონაცემზე 89,6 პროცენტით ნაკლები იყო. ამავე დროს, შემცირებული მოგების მიუხედავად, კომერციული ბანკების ჯამური აქტივები წლიურ ჭრილში 22 პროცენტით გაიზარდა. ასე რომ, საბანკო სექტორმა კრიზისულ ვითარებას მეტ-ნაკლებად მარტივად აუღო ალღო. მომდევნო პერიოდში კი საბანკო სექტორში პროცესი კიდევ უფრო პოზიტიურად წარიმართა და დღეს არავინ უარყოფს, რომ საბანკო სფერო კვლავაც ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გასულ წელს კომერციული ბანკებმა 7,5 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღეს. წმინდა მოგება კი 2,088 მილიარდი ლარი იყო. ეს რეკორდული მაჩვენებელია, რომელიც 2021 წლის ასევე რეკორდულ შედეგზე 6 მილიონი ლარით მეტია. მოგების მოცულობით საბანკო სექტორის რეიტინგს სათავეში უდგას „საქართველოს ბანკი“, რომლის მოგებამ 924,3 მილიონი ლარი შეადგინა. პირველი ხუთეულის მომდევნო პოზიციები კი ასე გამოიყურება: „თიბისი ბანკი“ − 893,5 მილიონი ლარი; „ლიბერთი ბანკი“ − 66,9 მილიონი ლარი; „ბაზის ბანკი“ − 54,3 მილიონი ლარი; „ქართუ ბანკი“ − 52,8 მილიონი ლარი.
სტატისტიკური მონაცემების ზედაპირული ანალიზიც კი ქვეყანაში ოლიგოპოლიური საბანკო სისტემის არსებობაზე მიანიშნებს. თავად განსაჯეთ, კომერციული ბანკების მთლიანი მოგების 88 პროცენტი ორ უმსხვილეს საფინანსო სტრუქტურაზე − „საქართველოს ბანკსა“ და „თიბისი ბანკზე“ ნაწილდება. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 85 პროცენტი იყო. აქვე უნდა ითქვას, რომ გასული წლისგან განსხვავებით, იმავე 2021 წელს რეიტინგის სათავეში „თიბისი ბანკი“ იყო, „საქართველოს ბანკს“ მეორე პოზიცია ეკავა. გარდა ამისა, მესამე ადგილზე „პროკრედიტ ბანკი“ იყო, რომელიც გასული წლის მონაცემებით მხოლოდ მეექვსეა. პირველ ხუთეულში ის „ქართუ ბანკმა“ ჩაანაცვლა.
ერთი სიტყვით, საბანკო სექტორს წლებია წარმატებული თავგადასავალი აქვს. სწორედ ამ მიზეზითა და საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდის მოტივით მთავრობამ, სამი წლის წინ დაპირებული ე.წ. ესტონური მოდელის ამოქმედების ნაცვლად, კომერციულ ბანკებს მოგების გადასახადი 15 პროცენტიდან 20 პროცენტამდე გაუზარდა. საბანკო სექტორს დამძიმებული საგადასახადო წნეხი მომავალში მოელის, ცვლილება გასულ წელზე არ ვრცელდება, თუმცა აკადემიური წრეების წარმომადგენლები კომერციული ბანკების მომგებიანობის პერსპექტივას მთავრობის გადაწყვეტილების გათვალისწინებით აფასებენ. უმრავლესობის აზრით, საბანკო სფეროში კონკურენცია დაბალია და მთავრობამ, გადასახადების გაზრდის ნაცვლად, სწორედ ამაზე უნდა იზრუნოს.
„თუ კომერციულ ბანკებს დიდი ხნის განმავლობაში განსაკუთრებული მოგება აქვთ, ეს ნიშნავს, რომ საბანკო სექტორში შედარებით დაბალია კონკურენცია და მთავრობამ პირველ რიგში არა გადასახადების გაზრდას, არამედ კონკურენციის გაღვივებას უნდა შეუწყოს ხელი. მარტივი მოცემულობაა, რომ სფეროში, სადაც მაღალი კონკურენციაა, კოლოსალური მოგება ვერ იარსებებს. დღეს კი მთავრობა და ეროვნული ბანკი საბანკო სექტორში ფულის შემოსვლას ბარიერებს უქმნიან, რაც კონკურენციის ზრდას ხელს არ უწყობს“, − აცხადებს ანალიტიკოსი გიგა ბედინეიშვილი.
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის შეფასებით, კომერციული ბანკებისთვის მოგების გადასახადის 5 პროცენტით გაზრდამ საბანკო სექტორს საგადასახადო ტვირთი დაუმძიმა, ამავე პერიოდს ემთხვევა აღრიცხვიანობის საერთაშორისო სტანდარტზე გადასვლა, რაც საგადასახადო კუთხით ასევე დამატებითი წნეხი იქნება. შესაბამისად, ხარჯის ზრდა კაპიტალზე ზეწოლას გამოიწვევს, რაც იმას ნიშნავს, რომ საბანკო სექტორის ზრდის ტემპის არსებულ დონეზე შესანარჩუნებლად კომერციულ ბანკებს დამატებითი კაპიტალის მოზიდვა მოუწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ზრდის ტემპი შენელდება.
საბანკო სექტორის მოგების უდიდესი ნაწილი საპროცენტო შემოსავლებზე მოდის. გასულ წელს ფიზიკური და იურიდიული პირების სესხებიდან კომერციულმა ბანკებმა ჯამში 4,83 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღეს. საბანკო სექტორის მიზანი ფინანსური რესურსის იაფად მოზიდვა და ძვირად გასხვისებაა. კაცმა რომ თქვას, ის ამ ამოცანას თავს ღირსეულად ართმევს. შედეგად, საბანკო სექტორის მომხმარებლები დეპოზიტებზე დაბალ და სესხებზე მაღალ საპროცენტო განაკვეთებს უჩივიან, თუმცა კომერციული ბანკების დებიტორებისთვის მთავარი გამოწვევა საკრედიტო რესურსზე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთებია.
გასული წლის ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეროვნულ ვალუტაში დაკრედიტება 15,6 პროცენტიდან 16,4 პროცენტამდე, ხოლო უცხოურ ვალუტაში გასაცემი სესხები 6,1 პროცენტიდან 7,1 პროცენტამდე გაძვირდა. საპროცენტო განაკვეთების ზრდის ტენდენცია გრძელდება. ანალიტიკოსთა შეფასებით, სესხების გაძვირების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი მონეტარული პოლიტიკის გლობალურად გამკაცრებაა.
COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ეკონომიკური კრიზისით განპირობებული მზარდი ინფლაციის შესაკავებლად ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ რეფინანსირების განაკვეთი 3 პროცენტიდან 3,25 პროცენტამდე გაზარდა. როგორც ამას აკადემიურ წრეებში ვარაუდობდნენ, ამ გადაწყვეტილებამ მსოფლიოს მასშტაბით და, მათ შორის, საქართველოს საკრედიტო ბაზარზე ამერიკული დოლარი გააძვირა. ეროვნული ბანკის მიერ 2021 წლის მარტიდან რეფინანსირების განაკვეთის 8,5 პროცენტიდან 11 პროცენტამდე გაზრდას ეროვნული ვალუტაში გაცემულ და გასაცემ სესხებზე პროცენტის მომატება მოჰყვა.
დარწმუნებული ვარ, მკითხველს სესხების გაძვირების მიზეზებზე საუბრის ნაცვლად პერსპექტივა უფრო აინტერესებს, კერძოდ, როდის დაიკლებს კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთის დაწევის შესაძლებლობა მას შემდეგ გაჩნდება, როდესაც ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ ინფლაციას შემცირების ტრენდი აქვს. ეს როდის იქნება? − ჩამეძიება მკითხველი. ამას დრო გვიჩვენებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა თებერვლის პირველსავე დღეს არის ჩანიშნული. დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ეროვნულ ბანკში. მოგეხსენებათ, სწორედ რეფინანსირების განაკვეთის მოცულობა განსაზღვრავს კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაში დაკრედიტების საპროცენტო განაკვეთს.
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ვარაუდით, ამ ეტაპზე რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება მოსალოდნელი არ არის.
„ვფიქრობ, რომ უახლოეს სხდომაზე მონეტარული პოლიტიკა არ გამკაცრდება, რადგან რეფინანსირების განაკვეთი ისედაც მაღალია. არსებობს მოლოდინი, რომ ზაფხულის შემდეგ ინფლაცია დაიკლებს და ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა ექნება, რეფინანსირების განაკვეთი შეამციროს“, − აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.
როდის გაიაფდება ამერიკულ დოლარში დაკრედიტება? ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს უკვე დამოკიდებულია, თუ როდის დაიწყებს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას. არის აზრთა სხვადასხვაობა. ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის Financial Times-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, ფედერალური რეზერვის მიერ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას მიმდინარე წელს არ უნდა ველოდოთ. მეტიც, როგორც ირკვევა, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის ღია ბაზრის კომიტეტის წევრების უმეტესობის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლოს რეფინანსირების განაკვეთი, სულ მცირე 5 პროცენტის ნიშნულს მიაღწევს. არსებობს საწინააღმდეგო ვარაუდიც. ექსპერტთა ერთი ნაწილის შეფასებით, რეფინანსირების განაკვეთი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 4,9 პროცენტს მიაღწევს, რაც პიკური მაჩვენებელი იქნება. შემდეგ თანდათან დაიკლებს და დეკემბრისთვის 4,4 პროცენტამდე შემცირდება.
დღეისათვის სულ ეს იყო. ვნახოთ, საბანკო სექტორში, კერძოდ, საკრედიტო ბაზარზე როგორ განვითარდება პროცესები...