რამდენით გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში 2022 წელს

© photo: Sputnik / Ilya Naymushin / გადასვლა მედიაბანკშიელექტროგადამცემი ხაზები
ელექტროგადამცემი ხაზები - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2023
გამოწერა
გამომუშავებული ელექტროენერგიის დიდი წილი ჰიდროსადგურებზე მოდის – 10,8 მლრდ კვტ/სთ.
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოში 2022 წელს მოიხმარეს 14,8 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 3,8%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) განცხადებაში.
გასულ წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 12,7%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს.
გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის – 10,8 მლრდ კვტ/სთ. თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია დაახლოებით 3,4 მლრდ კვტ/სთ, ქართლის ქარის სადგურმა კი 87,49 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა.
გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. იმპორტმა 1,5 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა.
საქართველოში 2023 წელს ახალი ელექტროსადგურები ამუშავდება>>
საქართველომ 2022 წელს რუსეთიდან შემოიტანა დაახლოებით 1,3 მლრდ კვტ/სთ, სომხეთიდან – 138,5 მლნ კვტ/სთ, აზერბაიჯანიდან – 129,5 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია.
საანგარიშო პერიოდში ექსპორტმა 971,02 მლნ კვტ/სთ შეადგინა.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანა: პროექტის ანალიზი 2023 წელს დასრულდება>>
მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 14,3 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 13%-ით მეტი იყო. საკუთარმა გამომუშავებამ 12,6 მლრდ კვტ/სთ შეადგინა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0