https://sputnik-georgia.com/20230130/nacmozraobis-tavmjdomaris-archevnebshi-levan-xbeishvilma-gaimarjva-274372105.html
„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტისთვის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა
„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტისთვის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა
Sputnik საქართველო
შიდაპარტიულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 40 ათასზე მეტმა ადამიანმა. 30.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-30T11:11+0400
2023-01-30T11:11+0400
2023-02-01T12:44+0400
საქართველო
პოლიტიკა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/1e/274372475_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_dd0c63fbcfa695878ed76ef8e59d4273.jpg
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. საქართველოს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურმა წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა პარტიის თავმჯდომარის პოსტისთვის არჩევნებში გაიმარჯვა.შიდაპარტიული არჩევნები 28 იანვრის 10:00 საათზე დაიწყო და 30 იანვრის 10:00 საათზე დასრულდა.კენჭისყრის შედეგების თანახმად, ხაბეიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 52,5% მიიღო, მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, პარტიის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ კი – 40%.რაც შეეხება არჩევნებში მონაწილე კიდევ ორ კანდიდატს, პარტიის ყოფილმა წევრმა, წარსულში პარტიის თბილისის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნონა მამულაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 3,73% მიიღო, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციის „მოძრაობა საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი მუმლაძემ – 3,68%. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის კობა ნაყოფიას ინფორმაციით, არჩევნებში 41.264-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. სულ დარეგისტრირებული იყო 49.638 ამომრჩეველი.ლევან ხაბეიშვილი პარტიის რადიკალური ფრთის წარმომადგენელია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/1e/274372475_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_3f3619bde82191a7dc6a7e06eb2b5898.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია
საქართველო, პოლიტიკა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია
„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტისთვის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა
11:11 30.01.2023 (განახლებულია: 12:44 01.02.2023) შიდაპარტიულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 40 ათასზე მეტმა ადამიანმა.
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. საქართველოს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურმა წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა პარტიის თავმჯდომარის პოსტისთვის არჩევნებში გაიმარჯვა.
შიდაპარტიული არჩევნები 28 იანვრის 10:00 საათზე დაიწყო და 30 იანვრის 10:00 საათზე დასრულდა.
კენჭისყრის შედეგების თანახმად, ხაბეიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 52,5% მიიღო, მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, პარტიის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ კი – 40%.
რაც შეეხება არჩევნებში მონაწილე კიდევ ორ კანდიდატს, პარტიის ყოფილმა წევრმა, წარსულში პარტიის თბილისის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნონა მამულაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 3,73% მიიღო, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციის „მოძრაობა საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი მუმლაძემ – 3,68%.
პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის კობა ნაყოფიას ინფორმაციით, არჩევნებში 41.264-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. სულ დარეგისტრირებული იყო 49.638 ამომრჩეველი.
ლევან ხაბეიშვილი პარტიის რადიკალური ფრთის წარმომადგენელია.