https://sputnik-georgia.com/20230130/lavrovi-ass-evrokavsirma-diplomatiis-kultura-dakarges-274379574.html
ლავროვი: ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიის კულტურა დაკარგეს
ლავროვი: ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიის კულტურა დაკარგეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. რუსეთს არ უთქვამს უარი ევროპასთან უსაფრთხოების თემაზე დიალოგზე, შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ კი დიპლომატიის კულტურა დაკარგეს... 30.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-30T15:32+0400
2023-01-30T15:32+0400
2023-07-20T15:49+0400
რუსეთი
პოლიტიკა
ახალი ამბები
აშშ
ევროკავშირი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/18/268831192_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_dc5fdb6647eb3e9a48d87ca645c7df89.jpg
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. რუსეთს არ უთქვამს უარი ევროპასთან უსაფრთხოების თემაზე დიალოგზე, შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ კი დიპლომატიის კულტურა დაკარგეს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.მისი თქმით, მოსკოვი არ კარგავს იმედს, რომ ევროპაში გამოჩნდებიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს დაეყრდნობიან და არა „ოკეანის გაღმელთა“ ინტერესებს. ამასთან, ლავროვის აზრით, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა „დიპლომატიისა და მოლაპარაკებების კულტურა დაკარგეს“, ვინაიდან ისინი „გამუდმებით ცალმხრივი სარგებლის მიღებას ცდილობენ, საპირისპირო მხარის ინტერესების გაუთვალისწინებლად“.სერგეი ლავროვმა აღნიშნული განცხადებები 2022 წელს რუსული დიპლომატიის მუშაობის შედეგების შეფასებისას გააკეთა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
აშშ
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/18/268831192_261:0:2992:2048_1920x0_80_0_0_157b1d72825745f153a4e7ec3c81fd0f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, პოლიტიკა, ახალი ამბები, აშშ , ევროკავშირი , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, პოლიტიკა, ახალი ამბები, აშშ , ევროკავშირი , მსოფლიოს ახალი ამბები
ლავროვი: ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიის კულტურა დაკარგეს
15:32 30.01.2023 (განახლებულია: 15:49 20.07.2023) თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. რუსეთს არ უთქვამს უარი ევროპასთან უსაფრთხოების თემაზე დიალოგზე, შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ კი დიპლომატიის კულტურა დაკარგეს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, მოსკოვი არ კარგავს იმედს, რომ ევროპაში გამოჩნდებიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს დაეყრდნობიან და არა „ოკეანის გაღმელთა“ ინტერესებს.
„ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი ევროპელ პარტნიორებთან თანაბარუფლებიან დიალოგზე და არც უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრის გზების ძიებაზე. ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ, ადრე თუ გვიან, ევროპაში ვიხილავთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც შეძლებენ დაეყრდნონ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს და არ იქნებიან გამეცადინებულები იმაზე, რომ ოკეანის გაღმა ვინეს ასიამოვნონ. მაშინ უკვე მოლაპარაკებაც შესაძლებელი იქნება“, — აღნიშნა რუსმა მინისტრმა.
ამასთან, ლავროვის აზრით, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა „დიპლომატიისა და მოლაპარაკებების კულტურა დაკარგეს“, ვინაიდან ისინი „გამუდმებით ცალმხრივი სარგებლის მიღებას ცდილობენ, საპირისპირო მხარის ინტერესების გაუთვალისწინებლად“.
„სწორედ ამ მიზეზით არ მიიღეს მათ სათანადოდ 2021 წლის დეკემბერში ჩვენ მიერ წამოყენებული წინადადებები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. მათ ამჯობინეს ევროპის კონტინენტზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხარჯზე კოლოსალური პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და ადამიანური რესურსები რუსეთთან ღია კონფრონტაციისთვის მოეხმარებინათ“, — მიაჩნია რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს.
სერგეი ლავროვმა აღნიშნული განცხადებები 2022 წელს რუსული დიპლომატიის მუშაობის შედეგების შეფასებისას გააკეთა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.