https://sputnik-georgia.com/20230130/avstriis-kancleri-saqartvelo-zalian-swori-mimartulebit-midis-274395408.html
ავსტრიის კანცლერი: საქართველო ძალიან სწორი მიმართულებით მიდის
ავსტრიის კანცლერი: საქართველო ძალიან სწორი მიმართულებით მიდის
Sputnik საქართველო
კარლ ნეჰამერმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებს შთამბეჭდავი უწოდა. 30.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-30T20:33+0400
2023-01-30T20:33+0400
2023-01-30T23:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავსტრია
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/1e/274392599_0:94:1600:994_1920x0_80_0_0_ba9247263962451bd16f766b9e917da1.jpg
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და აღნიშნა, რომ ქვეყანა ძალიან სწორი მიმართულებით მიდის.საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად თითქმის ყველა პირობა შესრულებულია და მხოლოდ რამდენიმე კანონპროექტი ელოდება ვენეციის კომისიის შეფასებას.ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ.მისი თქმით, ევროინტეგრაცია, მით უმეტეს დღევანდელ დროს, არის ძალზედ მნიშვნელოვანი, რადგან ლაპარაკია არა მხოლოდ გეოსტრატეგიულ მნიშვნელობაზე, არამედ, მათ შორის, ეკონომიკურ მნიშვნელობაზეც. რეკომენდაციების შესრულება მოიტანს ძალიან ბევრ ცვლილებას შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც.კრიზისი, ელექტროკაბელი და თბილისის ამბიციები - ღარიბაშვილი ავსტრიის კანცლერთან შეხვედრაზე >>ამასთან მან აღნიშნა, რომ ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის უნდა იყოს თანაბარი ამოსავალი პირობები. არ უნდა იყოს ერთგვარი შემოკლებული გზით მიზნის მიღწევის შესაძლებლობა.პრემიერებმა ასევე უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი მიმოიხილეს.„საქართველო მართლაც განსაკუთრებულ სიტუაციაშია, ამაზე პრემიერ-მინისტრმაც გაამახვილა ყურადღება. ავსტრიაში საქართველოს ელჩი ყოველთვის მიუთითებს საქართველოს განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე“, – განაცხადა ნეჰამერმა.მიუხედავად ამისა, მისი თქმით, საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის მიერ დაწესებულ ყველა ფინანსურ სანქციას რუსეთის წინააღმდეგ.ამასთან მან რუსეთის მოქალაქეების „ძალიან დიდ ნაკადს“ ნამდვილი გამოწვევა უწოდა, რომელიც საქართველოს დაატყდა.ნეჰამერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ავსტრია, ისევე, როგორც მთელი ევროკავშირი, სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ასევე საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა.„საქართველოს ეკონომიკური განვითარების მონაცემები შთამბეჭდავია“, – განაცხადა ნეჰამერმა და აღნიშნა, რომ საუბარია ეკონომიკური ბაზრის, ტურიზმის, ენერგეტიკის განვითარებაზე.ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება – 2021 წელს იყო 10,5%, 2022 წელს – 10%.როგორ შეიცვალა საქართველო ბოლო 10 წელიწადში? თალაკვაძე ქვეყნის წარმატებებზე PACE-ს სესიაზე >>„საქართველო ავსტრიისთვის მართლაც რომ ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. არსებობს ბევრი მიმზიდველი შესაძლებლობა, რათა მოხდეს, მათ შორის, ავსტრიელი ინვესტორების მოზიდვა“, – განაცხადა ნეჰამერმა.მან მაგალითად მოიყვანა Healthy Water-ის (რომელიც აწარმოებს „ნაბეღლავის“ მინერალურ წყალს და წყაროს წყალს „ბახმარო“) და სასმელების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია Rauch-ის წარმატებული თანამშრომლობა. Healthy Water საქართველოში Rauch-ის პარტნიორი და ოფიციალური წარმომადგენელია.
საქართველო
ავსტრია
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/1e/274392599_76:0:1524:1086_1920x0_80_0_0_d7fac5b9a5e28c8b1b1385c1f09b3f29.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავსტრია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ავსტრია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ავსტრიის კანცლერი: საქართველო ძალიან სწორი მიმართულებით მიდის
20:33 30.01.2023 (განახლებულია: 23:01 30.01.2023) კარლ ნეჰამერმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებს შთამბეჭდავი უწოდა.
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და აღნიშნა, რომ ქვეყანა ძალიან სწორი მიმართულებით მიდის.
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად თითქმის ყველა პირობა შესრულებულია და მხოლოდ რამდენიმე კანონპროექტი ელოდება ვენეციის კომისიის შეფასებას.
„საქართველო ძალიან სწორი მიმართულებით მიდის და ჩემი მხრიდან აღგითქვათ დახმარება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ნეჰამერმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ.
„ჩვენ დღეს პრესკონფერენციამდე გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ამ თემაზე. ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ იმაზე, თუ რისი გაკეთებაა აუცილებელი ამ მიმართულებით წარმატების მისაღწევად... ცხადია, რომ ამის გაკეთება ყოველთვის მარტივი არ არის, მაგრამ ნამდვილად ღირს ამ მიმართულებით სვლა“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.
მისი თქმით, ევროინტეგრაცია, მით უმეტეს დღევანდელ დროს, არის ძალზედ მნიშვნელოვანი, რადგან ლაპარაკია არა მხოლოდ გეოსტრატეგიულ მნიშვნელობაზე, არამედ, მათ შორის, ეკონომიკურ მნიშვნელობაზეც. რეკომენდაციების შესრულება მოიტანს ძალიან ბევრ ცვლილებას შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც.
„პოლიტიკურად იმ ადამიანებისთვის, ვისაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება, ეს ყოველთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. მე ბატონ პრემიერ-მინისტრს შევთავაზე ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა ყველა მიმართულებით, რა მიმართულებითაც ამის საჭიროება იქნება“, – განაცხადა ნეჰამერმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის უნდა იყოს თანაბარი ამოსავალი პირობები. არ უნდა იყოს ერთგვარი შემოკლებული გზით მიზნის მიღწევის შესაძლებლობა.
პრემიერებმა ასევე უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი მიმოიხილეს.
„საქართველო მართლაც განსაკუთრებულ სიტუაციაშია, ამაზე პრემიერ-მინისტრმაც გაამახვილა ყურადღება. ავსტრიაში საქართველოს ელჩი ყოველთვის მიუთითებს საქართველოს განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე“, – განაცხადა ნეჰამერმა.
მიუხედავად ამისა, მისი თქმით, საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის მიერ დაწესებულ ყველა ფინანსურ სანქციას რუსეთის წინააღმდეგ.
„სწორედ ამიტომ შემიძლია ვთქვა, მე მიხარია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის მიერ დაწესებულ ყველა ფინანსურ სანქციას, ეს მართლაც მარტივი არ არის, რადგან ზეწოლა საქართველოზე ძალიან დიდია“, – განაცხადა ნეჰამერმა.
ამასთან მან რუსეთის მოქალაქეების „ძალიან დიდ ნაკადს“ ნამდვილი გამოწვევა უწოდა, რომელიც საქართველოს დაატყდა.
ნეჰამერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ავსტრია, ისევე, როგორც მთელი ევროკავშირი, სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ასევე საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა.
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების მონაცემები შთამბეჭდავია“, – განაცხადა ნეჰამერმა და აღნიშნა, რომ საუბარია ეკონომიკური ბაზრის, ტურიზმის, ენერგეტიკის განვითარებაზე.
ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება – 2021 წელს იყო 10,5%, 2022 წელს – 10%.
„საქართველო ავსტრიისთვის მართლაც რომ ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. არსებობს ბევრი მიმზიდველი შესაძლებლობა, რათა მოხდეს, მათ შორის, ავსტრიელი ინვესტორების მოზიდვა“, – განაცხადა ნეჰამერმა.
მან მაგალითად მოიყვანა Healthy Water-ის (რომელიც აწარმოებს „ნაბეღლავის“ მინერალურ წყალს და წყაროს წყალს „ბახმარო“) და სასმელების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია Rauch-ის წარმატებული თანამშრომლობა. Healthy Water საქართველოში Rauch-ის პარტნიორი და ოფიციალური წარმომადგენელია.