30 იანვარს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© photo: Sputnik / Alexander Kryajev / Vladimir Sergeev / გადასვლა მედიაბანკშივარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2023
გამოწერა
გაეცანით 30 იანვარს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ
21-31 იანვარი
ამ პერიოდში მერწყულის ნიშნით იბადებიან – 21 იანვარი – 19 თებერვალი.
21 იანვარი – 31 იანვარი მერწყულის ნიშნის პირველი დეკადაა.
ამ პერიოდში დაბადებულებს ვენერა მფარველობს. ეს ადამიანები მორცხვი და დელიკატური არიან.
მნიშვნელოვანი წლებია: 12, 22, 32, 42, 52.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ნეგო (უკვდავა).
პლიტვიცეს ჩანჩქერი - Sputnik საქართველო, 1920, 21.01.2021
მერწყული – რთული, ორიგინალური, თავისუფლებისმოყვარე – ზოგადი დახასიათება
ისინი ყოველთვის ელეგანტურნი და მშვენიერნი არიან. მათგან ენერგია უწყვეტად მოედინება, მათ ოპტიმიზმს კი საზღვრები არა აქვს. მათში ჩადებულია მძლავრი ცხოვრებისეული პოტენციალი, ამიტომ იოლად წყვეტენ დავებს, საქმეებს, ლახავენ ბარიერებს. აქვთ მშვიდობისმოყვარე და მხიარული ხასიათი, ამით გარშემომყოფებს თავის მიმართ სიმპათიით განაწყობენ.
30 იანვარს დაბადებულები
30 იანვარს დაბადებულები თავიანთ ბედს თვითონ ჭედავენ. და ეს ბედი უნიკალური იქნება, რადგან ამ დღეს საოცარი, ნიჭიერი ადამიანები იბადებიან. მათში უზარმაზარი შემოქმედებითი პოტენციალია. მისი რეალიზების საშუალებას კი თავად ბედი მისცემს, მაგრამ შეძლებს თუ არა ადამიანი, ჩაეჭიდოს იღბლიან მომენტს და მაქსიმალურად გამოხატოს თავისი ნიჭი და უნარები, ეს სხვა საკითხია. მათი ცხოვრებისეული გზა, კეთილდღეობა, წარმატება მთლიანად მათ არჩევანზეა დამოკიდებული.
როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა>>
30 იანვარს დიდებული ხელმძღვანელები იბადებიან. მათ იციანი თავიანთი საქმე, შეუძლიათ ლიდერობა, სწავლება, ოსტატურად წარმოჩინება საკუთარი იდეებისა და აზრების და მათი სწორად მიმართვა. არიან ძალზე კომუნიკაბელური და აქვთ დიდი პასუხისმგებლობა, ეს კი ლიდერის წოდებაზე პრეტენდენტობისთვის საუკეთესო თვისებებია როგორც ოჯახური, ისე პოლიტიკური პარტიისა თუ ბიზნეს–კომპანიის კუთხით.
როგორც წესი, ამ დღეს დაბადებულები მაღალზნეობრიობით გამოირჩევიან, თუმცა, გარეგნულად შეიძლება დესპოტურ ადამიანებს ჩამოგავდნენ. ისინი ბედნიერებას პოულობენ, როდესაც რაიმეს ნულიდან იწყებენ და ის მწვერვალამდე აჰყავთ. თუ უკვე ჩამოყალიბებული სტრუქტურის ხელმძღვანელობას სთავაზობენ, ჯერ აფასებენ არსებულ მდგომარეობას და პერსპექტივებს უკვე მერე საზღვრავენ. ჯანსაღი აზრი საკუთარ საუკეთესო თვისებად მიაჩნიათ.
შავი კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2022
რას გვიმზადებს კურდღელი: 2023 წელი ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით
ამ დღეს დაბადებულებს კრიზისები არ აშინებთ, რადგან ამას რაღაც კატასტროფულად და უჩვეულო მოვლენად არ აღიქვამენ. ცხოვრების სხვადასხვა ვითარებას უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ეტაპისთვის მოსამზადებელ გამოცდილებად და ცოდნის მიღების შესაძლებლობად აფასებენ. ისინი ძალზე კატეგორიული არიან საკუთარი სიმართლის დაცვისას. თუ შორსმჭვრეტელობას არ გამოიჩენენ, ბევრ შეცდომას დაუშვებენ და საეჭვო ვითარებებში აღმოჩნდებიან.
ხანდახან, საკუთარი მშვენიერი იმიჯის შესანარჩუნებლად, მზად არიან ეგოისტური პრინციპები მსხვერპლად შესწირონ. და თუ მათ პიროვნებებში ინტროვერტულობა ჭარბობს, მთავარი მიზნისთვის საკუთარი სიმართლის უგულებელყოფა შეუძლიათ. ამას იმდენად ოსტატურად აკეთებენ, რომ ბევრი ვერავინ ამჩნევს. ზოგიერთი, თავისი სოციალური წონასწორობის შესანარჩუნებლად, ისეთ აბლაბუდაში შეიძლება გაეხვიოს, ობობასაც რომ არ დაესიზმრება. ამას პირადი, ოჯახის ან სოციალური ჯგუფის ინტერესების დაცვით ხსნიან; და ხანდახან ეს სიმართლეა.
ზოდიაქოს ერთნაირი ნიშნების სასიყვარულო შეთავსებადობა>>
თუმცა, 30 იანვარს დაბადებულები, პირადი ამბიციების დაკმაყოფილების გზაზე, ხშირად პატიოსანი გზიდანაც უხვევენ. ფინანსურ სფეროში ისინი მოხერხებულობასა და პრაქტიკულობას ამჟღავნებენ, მაგრამ მოღალატეობას მათ ვერ დასწამებ. გარედან მათ იდეალისტებად აღიქვამენ და ეს სახე საჭირო ადამიანებს იზიდავს. ამ სახეს ჰარმონიულად რომ შეერწყან, ამ დღეს დაბადებულებს უწევთ იყვნენ მოქნილები, მოთოკონ თავიანთი შური და გამოამჟღავნონ კეთილგანწყობა. თუმცა, საკუთარ კარტებს ბოლომდე არავისთან ახსნიან არც ბიზნესში და ცხოვრების არც სხვა რომელიმე სფეროში.
მიუხედავად ამისა, ამ დღეს დაბადებულები ნდობას აღიქვამენ, როგორც ურთიერთობების უმნიშვნელოვანეს ნაწილს და მათთვის მძიმეა, ყველაფერი თავში შეინახონ და არავის ენდონ. მათ უღირთ, გაამართლონ სხვისი ნდობა – ეს ხომ ძვირად ფასობს. და საერთოდ, რა საჭიროა, შეიქმნა არახელსაყრელი პირობები, თუ შესაძლებელია, რომ სწორ გზას მიჰყვე.
ჯანსაღი საკვები - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა უნდა გაითვალისწინოთ
ჯანმრთელობა
30 იანვარს დაბადებულები უნდა გაუფრთხილდნენ სისხლძარღვოვან სისტემასა და ქვედა კიდურებს; ამიტომ ნებისმიერი დაავადების პირველივე ნიშნებს ყურადღება უნდა დაუთმონ. რადგან 30 იანვარს დაბადებულები აქტიური ადამიანები არიან, დასვენებაზე უარის თქმა არ ღირს. როდესაც ასაკში შევლენ, სადილის შემდეგ მოსვენება და ძილი ნამდვილად არ აწყენთ. თავი უნდა შეიკავონ ალკოჰოლისგან და ხორცის მიღებისგან, რათა საკუთარი ბუნების აგრესიული იმპულსები არ გააღვივონ. ფიზიკური დატვირთვებიდან მათთვის კარგია ცურვა, სიარული, ძუნძულით სირბილი.
რჩევა:
იმიჯის შენარჩუნებას სჯობს, ბუნებრივი იყოთ. გაამხილეთ საკუთარი იდეები, ოცნებები, მისწრაფებები, რომ ადამიანებმა უკეთ გაგიგონ. იგრძენით თქვენი სურვილები და დაუთმეთ პირად ცხოვრებას მეტი დრო.
ყველა ახალი ამბავი
0