https://sputnik-georgia.com/20230129/revia-kazakovas-dueti-evropis-cempionatze-finetsi-mocekvave-wyvilebis-ateulsi-moxvda-274358148.html
რევია-კაზაკოვას დუეტი ევროპის ჩემპიონატზე ფინეთში მოცეკვავე წყვილების ათეულში მოხვდა
რევია-კაზაკოვას დუეტი ევროპის ჩემპიონატზე ფინეთში მოცეკვავე წყვილების ათეულში მოხვდა
Sputnik საქართველო
საქართველოს წარმომადგენლები პირველად მოხვდნენ ევროპის უძლიერეს მოციგურავეთა ათეულში 29.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-29T13:05+0400
2023-01-29T13:05+0400
2023-01-29T13:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/13/264600556_0:0:2835:1594_1920x0_80_0_0_b6b5dd881bc394ee23ec9a58335714df.jpg
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. ფინეთის ქალაქ ესპოოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოციგურავეებმა გიორგი რევიამ და მარია კაზაკოვამ მოცეკვავე წყვილებს შორის მერვე ადგილი დაიკავეს.ფინეთმა კონტინენტურ პირველობას მეოთხედ უმასპინძლა. წელს მასში 35 ქვეყნიდან 131 მოციგურავე მონაწილეობდა: 30 გოგონა, 29 ვაჟი, 13 სპორტული და 23 მოცეკვავე წყვილი. ევროპის ჩემპიონატი 28 იანვარს მოცეკვავე დუეტების თავისუფალი პროგრამით დასრულდა.კაზაკოვა-რევიას წყვილმა ჯამში 175,82 ქულა დააგროვა, რაც მერვე შედეგი იყო. საქართველოს წარმომადგენლები ზრდასრულთა შეჯიბრებებში ევროპის უძლიერესი მოციგურავეების ათეულში პირველად შევიდნენ. კაზაკოვასა და რევიას შედეგის წყალობით, საქართველომ უფლება მოიპოვა, მომდევნო წელს ცეკვებში ორი წყვილით წარდგეს.პირველი ადგილი იტალიელმა წყვილმა შარლენ ჯინიარმა - მარკო ფაბრიმ - 210.44 დაიკავა, მეორეზეა დუეტი დიდი ბრიტანეთიდან ლაილა ფირი - ლუის გიბსონი - 207.89, მესამე ადგილი დაიკავეს ტურნირის მასპინძლებმა - ულია ტურკილა - მატიას ვერსლუისმა - 198.21.ქართველი მოციგურავე ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონია - ვიდეო >>ვაჟთა შორის ინდივიდუალურ სრიალში ქართველმა მოციგურავემ ნიკა ეგაძემ 220,65 ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილი დაიკავა.გუშინ კი საქართველოსთვის პირველი ოქრო ფიგურული სრიალის განვითარების ისტორიაში მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ მოიპოვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/13/264600556_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_668310a0edde8277df98b67df73222c2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
რევია-კაზაკოვას დუეტი ევროპის ჩემპიონატზე ფინეთში მოცეკვავე წყვილების ათეულში მოხვდა
საქართველოს წარმომადგენლები პირველად მოხვდნენ ევროპის უძლიერეს მოციგურავეთა ათეულში
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. ფინეთის ქალაქ ესპოოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოციგურავეებმა გიორგი რევიამ და მარია კაზაკოვამ მოცეკვავე წყვილებს შორის მერვე ადგილი დაიკავეს.
ფინეთმა კონტინენტურ პირველობას მეოთხედ უმასპინძლა. წელს მასში 35 ქვეყნიდან 131 მოციგურავე მონაწილეობდა: 30 გოგონა, 29 ვაჟი, 13 სპორტული და 23 მოცეკვავე წყვილი. ევროპის ჩემპიონატი 28 იანვარს მოცეკვავე დუეტების თავისუფალი პროგრამით დასრულდა.
კაზაკოვა-რევიას წყვილმა ჯამში 175,82 ქულა დააგროვა, რაც მერვე შედეგი იყო. საქართველოს წარმომადგენლები ზრდასრულთა შეჯიბრებებში ევროპის უძლიერესი მოციგურავეების ათეულში პირველად შევიდნენ. კაზაკოვასა და რევიას შედეგის წყალობით, საქართველომ უფლება მოიპოვა, მომდევნო წელს ცეკვებში ორი წყვილით წარდგეს.
პირველი ადგილი იტალიელმა წყვილმა შარლენ ჯინიარმა - მარკო ფაბრიმ - 210.44 დაიკავა, მეორეზეა დუეტი დიდი ბრიტანეთიდან ლაილა ფირი - ლუის გიბსონი - 207.89, მესამე ადგილი დაიკავეს ტურნირის მასპინძლებმა - ულია ტურკილა - მატიას ვერსლუისმა - 198.21.
ვაჟთა შორის ინდივიდუალურ სრიალში ქართველმა მოციგურავემ ნიკა ეგაძემ 220,65 ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილი დაიკავა.
გუშინ კი საქართველოსთვის პირველი ოქრო ფიგურული სრიალის განვითარების ისტორიაში მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ მოიპოვა.