https://sputnik-georgia.com/20230129/nacmozraobis-tavmjdomaris-arcevnebi-amomrcevelta-76-5-ma-arcevani-ukve-gaaketa-274364705.html
„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები - ამომრჩეველთა აქტივობა
„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები - ამომრჩეველთა აქტივობა
Sputnik საქართველო
მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის არჩევნები ორშაბათს, 30 იანვარს 10:00 საათზე დასრულდება. 29.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-29T23:08+0400
2023-01-29T23:08+0400
2023-01-29T23:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24325/19/243251965_0:0:2016:1134_1920x0_80_0_0_77af298b05aa3f03aa03a601c28ab659.jpg
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. 29 იანვარს, დღის ბოლოსთვის საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში 40 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 76%-ზე მეტია.„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე რეგისტრაცია გაიარეს: პარტიის მოქმედმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ, პარტიის აქტიურმა წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა, პარტიის ყოფილმა წევრმა ნონა მამულაშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაციის „მოძრაობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი მუმლაძემ.მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის არჩევნები ორშაბათს, 30 იანვარს 10:00 საათზე დასრულდება. შედეგები იმავე დღეს, 12:00 საათზე გამოცხადდება.პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, დღეს შესაძლებელი გახდა უნიკალური კოდების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება, რომელიც პარტიის 4000 ამომრჩეველს შეექმნა. მათ კოდები 19 საათისთვის მიიღეს და თავიანთ კანდიდატის სასარგებლოდ ხმის მიცემას შეძლებენ.თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს ხმის მიცემასთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა და მას არ მიუღია ვერიფიკაციის კოდი, შეუძლია დარეკოს ცხელ ხაზზე - 0322 47 11 55.კენჭისყრის პროცესში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებული იყო 49.756 ადამიანი, თუმცა გაფილტვრის შემდეგ არჩევნებზე დაიშვა 49.638 ადამიანი, ანუ პირველადი სიიდან ამოღებულია 118 ადამიანი.თავმჯდომარეობის ძირითადი კანდიდატების - ნიკა მელიას და ლევან ხაბეიშვილის შტაბებში აცხადებენ თავიანთი კანდიდატების გამარჯვებაზე, თანაც დიდი სხვაობით.კენჭისყრა სპეციალურ პორტალზე მიმდინარეობს. კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად, თითოეულ რეგისტრირებულ ამომრჩეველს შეჰყავს სისტემაში პირადი მონაცემები, რომელიც რეგისტრაციის დროს მიუთითა, შემდეგ იღებს სპეციალურ კოდს, რომელიც აძლევს წვდომას უშუალოდ კენჭისყრაზე.კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ ამომრჩეველი იღებს პირად კოდს, რომელიც ადასტურებს, რომ მისი ხმა რეგისტრირებულია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24325/19/243251965_159:0:1671:1134_1920x0_80_0_0_1133925aad88e6ee0fccb0b77d4ff81e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები - ამომრჩეველთა აქტივობა
23:08 29.01.2023 (განახლებულია: 23:10 29.01.2023) მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის არჩევნები ორშაბათს, 30 იანვარს 10:00 საათზე დასრულდება.
თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. 29 იანვარს, დღის ბოლოსთვის საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში 40 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 76%-ზე მეტია.
„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე რეგისტრაცია გაიარეს: პარტიის მოქმედმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ, პარტიის აქტიურმა წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა, პარტიის ყოფილმა წევრმა ნონა მამულაშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაციის „მოძრაობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი მუმლაძემ.
მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის არჩევნები ორშაბათს, 30 იანვარს 10:00 საათზე დასრულდება. შედეგები იმავე დღეს, 12:00 საათზე გამოცხადდება.
პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, დღეს შესაძლებელი გახდა უნიკალური კოდების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება, რომელიც პარტიის 4000 ამომრჩეველს შეექმნა. მათ კოდები 19 საათისთვის მიიღეს და თავიანთ კანდიდატის სასარგებლოდ ხმის მიცემას შეძლებენ.
თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს ხმის მიცემასთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა და მას არ მიუღია ვერიფიკაციის კოდი, შეუძლია დარეკოს ცხელ ხაზზე - 0322 47 11 55.
კენჭისყრის პროცესში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებული იყო 49.756 ადამიანი, თუმცა გაფილტვრის შემდეგ არჩევნებზე დაიშვა 49.638 ადამიანი, ანუ პირველადი სიიდან ამოღებულია 118 ადამიანი.
თავმჯდომარეობის ძირითადი კანდიდატების - ნიკა მელიას და ლევან ხაბეიშვილის შტაბებში აცხადებენ თავიანთი კანდიდატების გამარჯვებაზე, თანაც დიდი სხვაობით.
კენჭისყრა სპეციალურ პორტალზე მიმდინარეობს. კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად, თითოეულ რეგისტრირებულ ამომრჩეველს შეჰყავს სისტემაში პირადი მონაცემები, რომელიც რეგისტრაციის დროს მიუთითა, შემდეგ იღებს სპეციალურ კოდს, რომელიც აძლევს წვდომას უშუალოდ კენჭისყრაზე.
კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ ამომრჩეველი იღებს პირად კოდს, რომელიც ადასტურებს, რომ მისი ხმა რეგისტრირებულია.