https://sputnik-georgia.com/20230129/batumsi-42-wlis-qalis-gardacvaleba-saqmis-axali-detalebi-274351749.html
ბათუმში 42 წლის ქალის მკვლელობა: საქმის ახალი დეტალები
ბათუმში 42 წლის ქალის მკვლელობა: საქმის ახალი დეტალები
მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ბრალდებულსა და მსხვერპლს შორის ბათუმის ერთ-ერთ კაფეში კონფლიქტი მოხდა 29.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-29T00:03+0400
2023-01-29T00:03+0400
2023-01-29T00:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
ბათუმი
აჭარა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/02/269114426_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_6a086e1ad5ea629e7bb5e952c7475d79.jpg
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. გენერალურმა პროკურატურამ გადააკვალიფიცირა 42 წლის გორელი ქალის თვითმკვლელობის საქმე - გამოძიება უკვე მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის ინფორმაციაში.ქალის ცხედარი 26 იანვარს ბათუმის ერთ-ერთი სასტუმროს აბაზანაში ნახეს. თავდაპირველად შსს-მ სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრა. ქალის ოჯახი ამტკიცებდა, რომ ის მოკლულია.მეორე დღეს, 27 იანვარს შსს-მ ეჭვმიტანილი დააკავა. სისხლის სამართლის საქმე „ძალადობის“ და „განზრახ მკვლელობის“ მუხლებით აღიძრა.გამოძიების ვერსიით, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თანმხლებ ქალს. მომხდარი ძალადობის შემდგომ, დაზარალებული ქალი და ბრალდებული ერთად წავიდნენ ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში. იმავე დღეს, რამდენიმე საათის შემდგომ, ქალი ამ სასტუმროს ნომრის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს.შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. აქტიურად მიმდინარეობს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
საქართველო
ბათუმი
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/02/269114426_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_a18e989d1d4b7b3bc1fdc28b9c1a05eb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, ბათუმი , აჭარა
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, ბათუმი , აჭარა
ბათუმში 42 წლის ქალის მკვლელობა: საქმის ახალი დეტალები
მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ბრალდებულსა და მსხვერპლს შორის ბათუმის ერთ-ერთ კაფეში კონფლიქტი მოხდა
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. გენერალურმა პროკურატურამ გადააკვალიფიცირა 42 წლის გორელი ქალის თვითმკვლელობის საქმე - გამოძიება უკვე მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის ინფორმაციაში.
ქალის ცხედარი 26 იანვარს ბათუმის ერთ-ერთი სასტუმროს აბაზანაში ნახეს. თავდაპირველად შსს-მ სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრა. ქალის ოჯახი ამტკიცებდა, რომ ის მოკლულია.
მეორე დღეს, 27 იანვარს შსს-მ ეჭვმიტანილი დააკავა. სისხლის სამართლის საქმე „ძალადობის“ და „განზრახ მკვლელობის“ მუხლებით აღიძრა.
გამოძიების ვერსიით, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თანმხლებ ქალს. მომხდარი ძალადობის შემდგომ, დაზარალებული ქალი და ბრალდებული ერთად წავიდნენ ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში. იმავე დღეს, რამდენიმე საათის შემდგომ, ქალი ამ სასტუმროს ნომრის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. აქტიურად მიმდინარეობს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.