რამდენი დასვენების დღე ექნებათ მოსწავლეებს სასწავლო წლის ბოლომდე

© Sputnik / STRINGER სასწავლო პეოცესის განახლება თელავში
სასწავლო პეოცესის განახლება თელავში - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2023
გამოწერა
2022/2023 სასწავლო წელი საქართველოს სკოლებში 15 ივნისს დასრულდება
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. 2022/2023 სასწავლო წლის მეორე სემესტრში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლების მოსწავლეებს დამატებით ხუთდღიანი დასვენება ექნებათ.
ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლებში მეორე სემესტრი 16 იანვარს დაიწყო და 15 ივნისამდე გაგრძელდება.
მეორე სემესტრში თითქმის ყველა სახელმწიფო დღესასწაული სამუშაო დღეებს დაემთხვა, ამიტომ მეორე სემესტრში სკოლის მოსწავლეებს დამატებით ხუთი დასვენების დღე ექნებათ.
გარდა ამისა, სკოლის მოსწავლეებს სააღდგომო არდადეგები ელოდება, რომელიც საქართველოში წელს 14-დან 17 აპრილამდე გრძელდება.
საქართველოში სულ 2302 სკოლაა, აქედან 2086 საჯაროა. სკოლებში სწავლობს 633,3 ათასი მოსწავლე, აქედან 569,6 ათასი საჯარო სკოლებში სწავლობს.
ყველა ახალი ამბავი
0