https://sputnik-georgia.com/20230128/ra-xdeba-saqartvelos-zamtris-kurortebze-oficialuri-uwyebis-pasuxi-274351279.html
რა ხდება საქართველოს ზამთრის კურორტებზე - ოფიციალური უწყების პასუხი
რა ხდება საქართველოს ზამთრის კურორტებზე - ოფიციალური უწყების პასუხი
Sputnik საქართველო
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე პრაქტიკულად არ არის ბუნებრივი თოვლი, ტრასებისთვის ხელოვნურ გათოვლიანებას იყენებენ 28.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-28T22:38+0400
2023-01-28T22:38+0400
2023-01-28T22:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ზამთრის კურორტები
ტურიზმი საქართველოში
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/02/264904044_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_48007d7aa6265cdb8c26927aaf8b034d.jpg
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთის ტრასების სააგენტოში უარყვეს ოპოზიციური ტელევიზიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უწყების არასაკმარისი მომზადების გამო გუდაურსა და ბაკურიანში ზამთრის სათხილამურო სეზონი ჩავარდა.ოპოზიციური მედიასაშუალებების ნაწილმა გამოაქვეყნა ინფორმაცია საქართველოს ზამთრის კურორტებზე ტურისტული სეზონი ჩავარდნის შესახებ. სასტუმროების და ტუროპერატორების წარმომადგენლებმა ხელისუფლება უმოქმედობაში და ასევე იმაში დაადანაშაულეს, რომ კურორტზე დროულად არ იქნა გამოყენებული ხელოვნური გათოვლიანების სისტემა.2022 წლის 21 დეკემბრიდან სააგენტოს გუნდი 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა იმისთვის, რომ მოემზადებინა სასრიალო ტრასები, აღნიშნეს უწყებაში. შესაბამისად, პირველ ეტაპზე, ხელოვნური თოვლის დაგროვების შედეგად, მიმდინარე წლის 11 იანვარს გაიხსნა სნოუპარკის ტრასა, ხოლო 13 იანვარს – გუდაურას სასრიალო ტრასა.ალავერდაშვილი: ზამთრის ტურისტული სეზონი ჩავარდა >>„მიმდინარე პერიოდში ბუნებრივი კლიმატი გვაძლევს საშუალებას, რომ გუდაურისა და სნოუპარკის ტრასებმა სრულყოფილად იფუნქციონიროს – ხელოვნური გათოვლიანების სისტემები ჩართულია და სასრიალო ტრასები იდეალურად არის მომზადებული“, - ნათქვამია განცხადებაში.გარდა ამისა, სააგენტოში აღნიშნეს, რომ ბაკურიანში, სადაც წელს ფრისტალის მსოფლიო ჩემპიონატი უნდა გაიმართოს, უკვე დამონტაჟებულია 29 კმ-ნი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა.სააგენტოს ინფორმაციით, ბაკურიანში აქტიურად მიმდინარეობს საშეჯიბრო ტრასების გათოვლიანება, მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში აშენებულია სამი ახალი საბაგირო, ასევე წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი, რომლებიც აუცილებელია ხელოვნური გათოვლიანების სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის.საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა).ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი, როგორც წესი, დეკემბრის მეორე ნახევარში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/02/264904044_234:0:2799:1924_1920x0_80_0_0_b2f04081a93a2a96a856bfaf9dedd292.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ზამთრის კურორტები , ტურიზმი საქართველოში, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ზამთრის კურორტები , ტურიზმი საქართველოში, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება
რა ხდება საქართველოს ზამთრის კურორტებზე - ოფიციალური უწყების პასუხი
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე პრაქტიკულად არ არის ბუნებრივი თოვლი, ტრასებისთვის ხელოვნურ გათოვლიანებას იყენებენ
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთის ტრასების სააგენტოში უარყვეს ოპოზიციური ტელევიზიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უწყების არასაკმარისი მომზადების გამო გუდაურსა და ბაკურიანში ზამთრის სათხილამურო სეზონი ჩავარდა.
ოპოზიციური მედიასაშუალებების ნაწილმა გამოაქვეყნა ინფორმაცია საქართველოს ზამთრის კურორტებზე ტურისტული სეზონი ჩავარდნის შესახებ. სასტუმროების და ტუროპერატორების წარმომადგენლებმა ხელისუფლება უმოქმედობაში და ასევე იმაში დაადანაშაულეს, რომ კურორტზე დროულად არ იქნა გამოყენებული ხელოვნური გათოვლიანების სისტემა.
„გვსურს, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ბუნებრივი თოვლის არმოსვლის გამო, გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების პროცესი დაიწყო მაშინვე, როგორც კი კლიმატურმა პირობებმა მოგვცა ამის შესაძლებლობა (ხელოვნური გათოვლიანებისთვის აუცილებელია დაბალი, მინუს ტემპერატურა)“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
2022 წლის 21 დეკემბრიდან სააგენტოს გუნდი 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა იმისთვის, რომ მოემზადებინა სასრიალო ტრასები, აღნიშნეს უწყებაში. შესაბამისად, პირველ ეტაპზე, ხელოვნური თოვლის დაგროვების შედეგად, მიმდინარე წლის 11 იანვარს გაიხსნა სნოუპარკის ტრასა, ხოლო 13 იანვარს – გუდაურას სასრიალო ტრასა.
„მიმდინარე პერიოდში ბუნებრივი კლიმატი გვაძლევს საშუალებას, რომ გუდაურისა და სნოუპარკის ტრასებმა სრულყოფილად იფუნქციონიროს – ხელოვნური გათოვლიანების სისტემები ჩართულია და სასრიალო ტრასები იდეალურად არის მომზადებული“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, სააგენტოში აღნიშნეს, რომ ბაკურიანში, სადაც წელს ფრისტალის მსოფლიო ჩემპიონატი უნდა გაიმართოს, უკვე დამონტაჟებულია 29 კმ-ნი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა.
„უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი პროექტი ერთიან კონტრაქტში მსოფლიოს მასშტაბით არ განხორციელებულა“, - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, ბაკურიანში აქტიურად მიმდინარეობს საშეჯიბრო ტრასების გათოვლიანება, მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში აშენებულია სამი ახალი საბაგირო, ასევე წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი, რომლებიც აუცილებელია ხელოვნური გათოვლიანების სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის.
საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა).
ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი, როგორც წესი, დეკემბრის მეორე ნახევარში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.