https://sputnik-georgia.com/20230123/zamtris-sezoni-chavarda-alaverdashvili-274170726.html
ალავერდაშვილი: ზამთრის ტურისტული სეზონი ჩავარდა
ალავერდაშვილი: ზამთრის ტურისტული სეზონი ჩავარდა
Sputnik საქართველო
ბაკურიანსა და გუდაურს ტურისტები ტოვებენ, რისი მიზეზიც თოვლის ნაკლებობაა. 23.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-23T19:00+0400
2023-01-23T19:00+0400
2023-01-23T21:32+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/01/250759791_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_fa7dfe4eb747bf6421e6bfa7f046dbd3.jpg
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. კლიმატური პირობების გამო საქართველოს ზამთრის კურორტებზე ტურისტული სეზონი ჩავარდა, განაცხადა საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის ხელმძღვანელმა შალვა ალავერდაშვილმა.მისი თქმით, ვიზიტორების დიდმა ნაწილმა, ვინც ბაკურიანსა და გუდაურში უნდა ჩასულიყო, ჯავშნის გაუქმება და თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა.მისი თქმით, ვერ ხერხდება უცხოელ ინსტრუქტორებთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრა. კერძოდ, კანონმდებლობით, პირს ნებისმიერი ქვეყნიდან შეუძლია ჩამოვიდეს საქართველოში და აქ ინსტრუქტორად დაიწყოს მუშაობა.„ბევრი ინსტრუქტორი ჩამოვიდა, რამდენიმეს საერთაშორისო ლიცენზიაც აქვს. ამის წინააღმდეგ წავიდნენ ადგილობრივი ინსტრუქტორები, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ტურისტების ნაკლებობაა. როდესაც ბევრი ტურისტია, ინსტრუქტორებთან გადანაწილება ხდება, ინსტრუქტორები დაკავებული არიან და ეს პრობლემა ასე მძაფრად არ დგება", – განაცხადა ალავერდაშვილმა.მისი თქმით, 2023 წლის ერთ-ერთი გამოწვევა სასტუმროებში დასაქმებული პერსონალის ნაკლებობაც იქნება.როგორც ალავერდაშვილმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია სიახლის დანერგვა, რომლის მიხედვითაც 48 საათის ნაცვლად 40-საათიანი სამუშაო ლიმიტი დაწესდა. მისი განცხადებით, როცა ადამიანი სამუშაოდ კურორტზე მიდის, მან იცის, რომ იქ 2-3 თვე იმუშავებს, შესაბამისად, მზადაა მეტი იმუშაოს და ამაზე წინასწარ ეთანხმება დამსაქმებელს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/01/250759791_113:0:1248:851_1920x0_80_0_0_002499b29e27a456b4c2d87af89affef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
ალავერდაშვილი: ზამთრის ტურისტული სეზონი ჩავარდა
19:00 23.01.2023 (განახლებულია: 21:32 23.01.2023) ბაკურიანსა და გუდაურს ტურისტები ტოვებენ, რისი მიზეზიც თოვლის ნაკლებობაა.
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. კლიმატური პირობების გამო საქართველოს ზამთრის კურორტებზე ტურისტული სეზონი ჩავარდა, განაცხადა საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის ხელმძღვანელმა შალვა ალავერდაშვილმა.
მისი თქმით, ვიზიტორების დიდმა ნაწილმა, ვინც ბაკურიანსა და გუდაურში უნდა ჩასულიყო, ჯავშნის გაუქმება და თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა.
„წელს ისრაელიდან პირველად იწყებოდა ზამთრის ტურიზმის მიმართულებით განვითარება.15 ათას ებრაელ ტურისტს ველოდებოდით. სამწუხაროდ, ეს სეზონი ჩავარდა. დამსვენებლების უმრავლესობამ უკან გამოითხოვა ის თანხა, რაც სასტუმროებში ჰქონდა ჩარიცხული", – განაცხადა ალავერდაშვილმა მედიაცენტრ „მთავარში".
მისი თქმით, ვერ ხერხდება უცხოელ ინსტრუქტორებთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრა. კერძოდ, კანონმდებლობით, პირს ნებისმიერი ქვეყნიდან შეუძლია ჩამოვიდეს საქართველოში და აქ ინსტრუქტორად დაიწყოს მუშაობა.
„ბევრი ინსტრუქტორი ჩამოვიდა, რამდენიმეს საერთაშორისო ლიცენზიაც აქვს. ამის წინააღმდეგ წავიდნენ ადგილობრივი ინსტრუქტორები, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ტურისტების ნაკლებობაა. როდესაც ბევრი ტურისტია, ინსტრუქტორებთან გადანაწილება ხდება, ინსტრუქტორები დაკავებული არიან და ეს პრობლემა ასე მძაფრად არ დგება", – განაცხადა ალავერდაშვილმა.
მისი თქმით, 2023 წლის ერთ-ერთი გამოწვევა სასტუმროებში დასაქმებული პერსონალის ნაკლებობაც იქნება.
როგორც ალავერდაშვილმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია სიახლის დანერგვა, რომლის მიხედვითაც 48 საათის ნაცვლად 40-საათიანი სამუშაო ლიმიტი დაწესდა. მისი განცხადებით, როცა ადამიანი სამუშაოდ კურორტზე მიდის, მან იცის, რომ იქ 2-3 თვე იმუშავებს, შესაბამისად, მზადაა მეტი იმუშაოს და ამაზე წინასწარ ეთანხმება დამსაქმებელს.