https://sputnik-georgia.com/20230128/gaero-dst-is-qveynebisa-da-saqartvelos-ertoblivi-msp-2023-wels-1-procentit-semcirdeba-274341550.html
გაერო: დსთ-ის ქვეყნებისა და საქართველოს ერთობლივი მშპ 2023 წელს 1%-ით შემცირდება
გაერო: დსთ-ის ქვეყნებისა და საქართველოს ერთობლივი მშპ 2023 წელს 1%-ით შემცირდება
გაეროს ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის ეკონომიკამ გასულ წელს მოსალოდნელზე უკეთესი შედეგი აჩვენა 28.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-28T10:33+0400
2023-01-28T10:33+0400
2023-01-28T10:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
დსთ
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
გაერო
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23135/78/231357848_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_8bd0c891e7dff933b8c1c263164e762f.jpg
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს მთლიანობაში 3,3%-ით შემცირდა, ნათქვამია გაეროს მოხსენებაში „მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები“.აღინიშნა, რომ 2023 წელს თანამეგობრობის ქვეყნებისა და საქართველოს მთლიანი მშპ კიდევ 1%-ით შემცირდება, შემდეგ კი, 2024 წელს, 2,3%-ით გაიზრდება.დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ რეგიონის მთლიანი შიდა პროდუქტის შეფასება მოცემულია უკრაინის გათვალისწინების გარეშე, რომლისთვისაც „პროგნოზი არ არის ხელმისაწვდომი“.იქვე ნათქვამია, რომ 2022 წელს უკრაინული წარმოების თითქმის მესამედი დაიკარგა, ხოლო რუსეთის ეკონომიკის შემცირება გავლენას ახდენს დსთ-ს დანარჩენ ქვეყნებსა და საქართველოზე მიგრაციის, ფულადი გზავნილებისა და ნედლეულზე ფასების გზით.„ბიუჯეტური სივრცე ძირითადად შეზღუდულია, რაც ზღუდავს სახელმწიფო ხარჯების უნარს ზრდის სტიმულირებისთვის. უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები, სავარაუდოდ, გააგრძელებს დსთ-ს ქვეყნებში სავაჭრო და ფინანსური ნაკადების და მსოფლიო ეკონომიკაში მათი ინტეგრაციის საერთო ჩარჩოების ფორმირებას“, - ნათქვამია ანგარიშში.გაეროს კვლევის მიხედვით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის შეფასებები და პროგნოზები გაიზარდა. კერძოდ, გაეროს შეფასებით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 10,8%-ით, წინა ანგარიშით გათვალისწინებული 4,4%-ის ნაცვლად, ხოლო 2023 წელს ეკონომიკური ზრდა იქნება 5,2%-ის დონეზე, მაშინ როცა წინა პროგნოზი 4%-ს შეადგენდა.წყარო - გაეროს ანგარიში
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23135/78/231357848_188:0:1313:844_1920x0_80_0_0_640eadc13661632af5d944a103b31437.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, დსთ , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, გაერო
ახალი ამბები, საქართველო, დსთ , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, გაერო
გაერო: დსთ-ის ქვეყნებისა და საქართველოს ერთობლივი მშპ 2023 წელს 1%-ით შემცირდება
გაეროს ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის ეკონომიკამ გასულ წელს მოსალოდნელზე უკეთესი შედეგი აჩვენა
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს მთლიანობაში 3,3%-ით შემცირდა, ნათქვამია გაეროს მოხსენებაში „მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები“.
აღინიშნა, რომ 2023 წელს თანამეგობრობის ქვეყნებისა და საქართველოს მთლიანი მშპ კიდევ 1%-ით შემცირდება, შემდეგ კი, 2024 წელს, 2,3%-ით გაიზრდება.
დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ რეგიონის მთლიანი შიდა პროდუქტის შეფასება მოცემულია უკრაინის გათვალისწინების გარეშე, რომლისთვისაც „პროგნოზი არ არის ხელმისაწვდომი“.
იქვე ნათქვამია, რომ 2022 წელს უკრაინული წარმოების თითქმის მესამედი დაიკარგა, ხოლო რუსეთის ეკონომიკის შემცირება გავლენას ახდენს დსთ-ს დანარჩენ ქვეყნებსა და საქართველოზე მიგრაციის, ფულადი გზავნილებისა და ნედლეულზე ფასების გზით.
„ბიუჯეტური სივრცე ძირითადად შეზღუდულია, რაც ზღუდავს სახელმწიფო ხარჯების უნარს ზრდის სტიმულირებისთვის. უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები, სავარაუდოდ, გააგრძელებს დსთ-ს ქვეყნებში სავაჭრო და ფინანსური ნაკადების და მსოფლიო ეკონომიკაში მათი ინტეგრაციის საერთო ჩარჩოების ფორმირებას“, - ნათქვამია ანგარიშში.
გაეროს კვლევის მიხედვით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის შეფასებები და პროგნოზები გაიზარდა. კერძოდ, გაეროს შეფასებით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 10,8%-ით, წინა ანგარიშით გათვალისწინებული 4,4%-ის ნაცვლად, ხოლო 2023 წელს ეკონომიკური ზრდა იქნება 5,2%-ის დონეზე, მაშინ როცა წინა პროგნოზი 4%-ს შეადგენდა.