https://sputnik-georgia.com/20230128/enm-is-tavmjdomaris-arcevnebi-kenwisyra-aqtiur-rejimsi-mimdinareobs-274348427.html
ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნები - კენჭისყრა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნები - კენჭისყრა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად თითქმის 50 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა 28.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-28T19:07+0400
2023-01-28T19:07+0400
2023-01-28T19:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1d/249840420_328:104:1308:655_1920x0_80_0_0_75fe6eb622721c5cf7cf95513d7b9c75.jpg
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატების მხარდასაჭერად2 საათსა და15 წუთში ხმა მისცა9.363-მა ადამიანმა, განაცხადა ბრიფინგზე პარტიის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელმა კობა ნაყოფიამ.„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე რეგისტრაცია გაიარეს: პარტიის მოქმედმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ, პარტიის აქტიურმა წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა, პარტიის ყოფილმა წევრმა ნონა მამულაშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაციის „მოძრაობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი მუმლაძემ.მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის არჩევნები ორ დღეს გაგრძელდება. საბოლოო შედეგები 30 იანვარს 12:00 საათზე გამოცხადდება.არჩევნებში მონაწილეობის მიღებას 49.638 ადამიანი შეძლებს, განაცხადა ნაყოფიამ.ამასთან მან არ გამორიცხა, რომ სიაში მოხვდნენ არამხოლოდ პარტიის მხარდამჭერები, მაგრამ ეს ერთეული შემთხვევები იქნება. პარტიის პოლიტსაბჭოს თქმით, კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლას შეეცადნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც წარმოადგენდნენ სხვა პოლიტიკურ პარტიებს და პარლამენტის ზოგიერთი წევრიც.„მაგრამ ეს ამბავი, მათთვის სამწუხაროდ, არ გამოვიდა“, - განაცხადა ნაყოფიამ.ამასთან მან აღნიშნა, რომ კენჭისყრა 10:00 საათის ნაცვლად დაიწყო 10:30 საათზე ტექნიკური პრობლემების გამო, რომლებიც ამ დროისთვის აღმოფხვრილია.კენჭისყრა სპეციალურ პორტალზე მიმდინარეობს. კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად, თითოეულ რეგისტრირებულ ამომრჩეველს შეჰყავს სისტემაში პირადი მონაცემები, რომელიც რეგისტრაციის დროს მიუთითა, შემდეგ იღებს სპეციალურ კოდს, რომელიც აძლევს წვდომას უშუალოდ კენჭისყრაზე.კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ ამომრჩეველი იღებს პირად კოდს, რომელიც ადასტურებს, რომ მისი ხმა რეგისტრირებულია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1d/249840420_108:0:1836:1296_1920x0_80_0_0_1231f04b2d15a0d9abf714b99959b703.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნები - კენჭისყრა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად თითქმის 50 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატების მხარდასაჭერად2 საათსა და15 წუთში ხმა მისცა9.363-მა ადამიანმა, განაცხადა ბრიფინგზე პარტიის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელმა კობა ნაყოფიამ.
„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე რეგისტრაცია გაიარეს: პარტიის მოქმედმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ, პარტიის აქტიურმა წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა, პარტიის ყოფილმა წევრმა ნონა მამულაშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაციის „მოძრაობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი მუმლაძემ.
მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის არჩევნები ორ დღეს გაგრძელდება. საბოლოო შედეგები 30 იანვარს 12:00 საათზე გამოცხადდება.
არჩევნებში მონაწილეობის მიღებას 49.638 ადამიანი შეძლებს, განაცხადა ნაყოფიამ.
„დარეგისტრირებული იყო 49.756 ადამიანი, თუმცა შემდეგ გაფილტვრის ჯგუფმა იმუშავა და არჩევნებზე დაიშვა 49 638 ადამიანი, ანუ პირველადი სიიდან ამოღებულია მხოლოდ 118 ადამიანი“, - განაცხადა ნაყოფიამ.
ამასთან მან არ გამორიცხა, რომ სიაში მოხვდნენ არამხოლოდ პარტიის მხარდამჭერები, მაგრამ ეს ერთეული შემთხვევები იქნება. პარტიის პოლიტსაბჭოს თქმით, კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლას შეეცადნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც წარმოადგენდნენ სხვა პოლიტიკურ პარტიებს და პარლამენტის ზოგიერთი წევრიც.
„მაგრამ ეს ამბავი, მათთვის სამწუხაროდ, არ გამოვიდა“, - განაცხადა ნაყოფიამ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ კენჭისყრა 10:00 საათის ნაცვლად დაიწყო 10:30 საათზე ტექნიკური პრობლემების გამო, რომლებიც ამ დროისთვის აღმოფხვრილია.
კენჭისყრა სპეციალურ პორტალზე მიმდინარეობს. კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად, თითოეულ რეგისტრირებულ ამომრჩეველს შეჰყავს სისტემაში პირადი მონაცემები, რომელიც რეგისტრაციის დროს მიუთითა, შემდეგ იღებს სპეციალურ კოდს, რომელიც აძლევს წვდომას უშუალოდ კენჭისყრაზე.
კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ ამომრჩეველი იღებს პირად კოდს, რომელიც ადასტურებს, რომ მისი ხმა რეგისტრირებულია.