https://sputnik-georgia.com/20230127/xucisvili-saqartvelos-sazrvrebze-aucilebelia-erti-gacerebis-principis-danergva-274305372.html
ლაშა ხუციშვილი: საქართველოს საზღვრებზე აუცილებელია „ერთი გაჩერების“ პრინციპის დანერგვა
ლაშა ხუციშვილი: საქართველოს საზღვრებზე აუცილებელია „ერთი გაჩერების“ პრინციპის დანერგვა
Sputnik საქართველო
არსებობს სრული პოლიტიკური მზადყოფნა, რომ ქვეყნებმა განახორციელონ საბაჟო ადმინისტრირების ერთობლივი მექანიზმების გამოყენება, განაცხადა მინისტრმა. 27.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-27T10:42+0400
2023-01-27T10:42+0400
2023-01-27T16:19+0400
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/05/251652152_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_4e3786cc196b15d7587cb26b2fb570cd.jpg
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარტნიორი ქვეყნების, კერძოდ, აზერბაიჯანის, თურქეთისა და სომხეთის საზღვრებზე აუცილებელია „ერთი გაჩერების“ პრინციპის დანერგვა, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ხუციშვილმა ერთობლივ გამშვებ პუნქტებზე და გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის პროექტებზე ისაუბრა.მინისტრის აზრით, შემდგომში უკვე შესაძლებელი იქნება ამ პრინციპის სხვა ქვეყნებში დანერგვაც.„საქართველოში ყველა საავტომობილო გამშვებ პუნქტზე დანერგილია ერთი გაჩერების პრინციპი, მაგრამ, ცხადია, მიწოდების გლობალური ჯაჭვისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო ცალკეულ ქვეყანაში არსებული მოდერნიზებული ფორმალობები, არამედ მთლიანად შუა დერეფნის გამტარუნარიანობა, მოქნილობა და პროგნოზირებადობა“, – განაცხადა ხუციშვილმა.ლაშა ხუციშვილი: საქართველო საბაჟო ინფრასტრუქტურის განვითარების დაჩქარებას აპირებს>>როგორც მინისტრმა განმარტა, საქართველოს საბაჟო უკვე ცვლის წინასწარ ელექტრონულ მონაცემებს არა მარტო ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებთან, არამედ ასევე უკრაინასთან და უზბეკეთთან.მისი თქმით, შესაბამისად, დღის წესრიგში დგას სხვა ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციებიდან მიღებული მონაცემების უფრო ეფექტიანად გამოყენების ამოცანა როგორც რისკების მართვის, ისე მომსახურების გაუმჯობესების კუთხით.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/05/251652152_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_a3d5424769fab6a8710954c90d7e666c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველოს ეკონომიკა
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველოს ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი: საქართველოს საზღვრებზე აუცილებელია „ერთი გაჩერების“ პრინციპის დანერგვა
10:42 27.01.2023 (განახლებულია: 16:19 27.01.2023) არსებობს სრული პოლიტიკური მზადყოფნა, რომ ქვეყნებმა განახორციელონ საბაჟო ადმინისტრირების ერთობლივი მექანიზმების გამოყენება, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარტნიორი ქვეყნების, კერძოდ, აზერბაიჯანის, თურქეთისა და სომხეთის საზღვრებზე აუცილებელია „ერთი გაჩერების“ პრინციპის დანერგვა, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ხუციშვილმა ერთობლივ გამშვებ პუნქტებზე და გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის პროექტებზე ისაუბრა.
„არსებობს სრული პოლიტიკური მზადყოფნა, რომ ქვეყნებმა განახორციელონ საბაჟო ადმინისტრირების ერთობლივი მექანიზმების გამოყენება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით კავკასია უზარმაზარი პოტენციალის მქონე რეგიონია, სადაც შესაძლებელია ერთობლივი გამშვები პუნქტების ან პუნქტის ერთობლივი მართვის პრინციპების საუკეთესო პრაქტიკა შეიქმნას“, – განაცხადა ხუციშვილმა.
მინისტრის აზრით, შემდგომში უკვე შესაძლებელი იქნება ამ პრინციპის სხვა ქვეყნებში დანერგვაც.
„საქართველოში ყველა საავტომობილო გამშვებ პუნქტზე დანერგილია ერთი გაჩერების პრინციპი, მაგრამ, ცხადია, მიწოდების გლობალური ჯაჭვისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო ცალკეულ ქვეყანაში არსებული მოდერნიზებული ფორმალობები, არამედ მთლიანად შუა დერეფნის გამტარუნარიანობა, მოქნილობა და პროგნოზირებადობა“, – განაცხადა ხუციშვილმა.
როგორც მინისტრმა განმარტა, საქართველოს საბაჟო უკვე ცვლის წინასწარ ელექტრონულ მონაცემებს არა მარტო ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებთან, არამედ ასევე უკრაინასთან და უზბეკეთთან.
მისი თქმით, შესაბამისად, დღის წესრიგში დგას სხვა ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციებიდან მიღებული მონაცემების უფრო ეფექტიანად გამოყენების ამოცანა როგორც რისკების მართვის, ისე მომსახურების გაუმჯობესების კუთხით.