https://sputnik-georgia.com/20230126/xucisvili-saqartvelo-sabajo-infrastruqturis-ganvitarebis-dacqarebas-apirebs-274298181.html
ლაშა ხუციშვილი: საქართველო საბაჟო ინფრასტრუქტურის განვითარების დაჩქარებას აპირებს
ლაშა ხუციშვილი: საქართველო საბაჟო ინფრასტრუქტურის განვითარების დაჩქარებას აპირებს
Sputnik საქართველო
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, განაცხადა მინისტრმა. 26.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-26T19:59+0400
2023-01-26T19:59+0400
2023-01-26T22:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22882/62/228826294_0:61:1201:736_1920x0_80_0_0_53b10e2655145cf061697491c3e00ec4.jpg
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. საქართველოს მთავრობის სტრატეგიული ამოცანა ქვეყნის საბაჟო ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენება და სწრაფი განვითარებაა, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მებაჟის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც ამ მიმართულებით სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს.მინისტრის თქმით, საერთაშორისო ლოგისტიკური ჯაჭვი სერიოზულ ცვლილებებს განიცდის. პანდემიისა და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად ევრაზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის მნიშვნელობა კიდევ უფრო აქტუალური გახდა.ევროპის ქვეყნებს გაუჩნდათ ალტერნატიული გზების აუცილებლობა არა მხოლოდ ენერგორესურსების, არამედ სხვა ტვირთების მიწოდების კუთხით. შუა დერეფანს ამ ყველაფრის უზრუნველყოფა შეუძლია. შუა დერეფანი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც გადის ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვის აკვატორიაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოზე და შემდეგ თურქეთსა და ევროპის ქვეყნებზე.საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.გარდა ამისა, მინისტრი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებს ქვეყანაში არსებული საბაჟო-გამშვები პუნქტების რეაბილიტაციისთვის. მაგალითად, 2022 წელს საქართველო-სომხეთის საზღვარზე გაიხსნა „ნინოწმინდის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის ახალი შენობა. 2023 წელს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე გაიხსნება „ლაგოდეხის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22882/62/228826294_0:0:981:736_1920x0_80_0_0_5ae54d57fd993bcc42d6c3d258b3d6ff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი: საქართველო საბაჟო ინფრასტრუქტურის განვითარების დაჩქარებას აპირებს
19:59 26.01.2023 (განახლებულია: 22:29 26.01.2023) საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. საქართველოს მთავრობის სტრატეგიული ამოცანა ქვეყნის საბაჟო ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენება და სწრაფი განვითარებაა, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მებაჟის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც ამ მიმართულებით სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს.
„სულ უფრო და უფრო იზრდება ევრაზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის როლი, მნიშვნელოვნად გაზრდილია სატრანსპორტო ნაკადი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. ივარაუდება, რომ ტვირთების მოცულობა შუა დერეფანში რამდენჯერმე გაიზრდება“, – განაცხადა ხუციშვილმა.
მინისტრის თქმით, საერთაშორისო ლოგისტიკური ჯაჭვი სერიოზულ ცვლილებებს განიცდის. პანდემიისა და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად ევრაზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის მნიშვნელობა კიდევ უფრო აქტუალური გახდა.
ევროპის ქვეყნებს გაუჩნდათ ალტერნატიული გზების აუცილებლობა არა მხოლოდ ენერგორესურსების, არამედ სხვა ტვირთების მიწოდების კუთხით. შუა დერეფანს ამ ყველაფრის უზრუნველყოფა შეუძლია. შუა დერეფანი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც გადის ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვის აკვატორიაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოზე და შემდეგ თურქეთსა და ევროპის ქვეყნებზე.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.
„მიმდინარეობს საავტომობილო გზების მშენებლობის მასშტაბური პროექტი, რომლის ძირითადი ნაწილი 2024 წლისთვის დასრულდება. იმავდროულად ხდება რკინიგზის რეაბილიტაცია, პორტისა და საჰაერო ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების განვითარება“, – განაცხადა ხუციშვილმა.
გარდა ამისა, მინისტრი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებს ქვეყანაში არსებული საბაჟო-გამშვები პუნქტების რეაბილიტაციისთვის. მაგალითად, 2022 წელს საქართველო-სომხეთის საზღვარზე გაიხსნა „ნინოწმინდის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის ახალი შენობა. 2023 წელს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე გაიხსნება „ლაგოდეხის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა.