ავიაკომპანია Uzbekitstan Airways ქუთაისის აეროპორტში ოპერირებას გეგმავს

© courtesy of UN Studioქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2023
გამოწერა
Uzbekistan Airways - უზბეკეთის მთავარი ავიაკომპანიაა, რომელიც ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის მიმართულებებით დაფრინავს.
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. უახლოეს მომავალში უზბეკური ავიაკომპანია Uzbekitstan Airways ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყებას განიხილავს, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
Uzbekistan Airways – უზბეკეთის მთავარი ავიაკომპანიაა, რომელიც ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის მიმართულებებით ასრულებს ფრენებს. მათ შორის მაღალი დატვირთვით ოპერირებს თბილისსა და ბათუმში.
ქუთაისში ოპერირების შესაძლებლობებზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ საქართველოში ავიაკომპანია Uzbekitstan Airways-ის წარმომადგენელთან სერგეი შიროვთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

,,მივესალმებით, რომ Uzbekitstan Airways უახლოეს მომავალში განიხილავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შემოსვლას. ჩვენთვის ნებისმიერი მიმართულება და ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა ქარქაშაძემ.

მისი თქმით, ცენტრალური აზიიდან მგზავრთნაკადის ზრდის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავიაკომპანიისთვის საკმაოდ მიმზიდველია. ამის წარმატებული მაგალითია ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2 წელზე მეტია 4 მიმართულებით წარმატებით ოპერირებს.
„იმედი გვაქვს, რომ ავიაკომპანიის მხრიდან განხილვის ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ კიდევ ერთ ახალ ავიაკომპანიას ვიხილავთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში", – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
ქუთაისის აეროპორტი თითქმის სრულად არის დატვირთული>>
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც კომპანიის საავიაციო ბიზნესის განვითარების მენეჯერი ვაკო ჭილაშვილი ესწრებოდა, გადაწყდა, რომ Uzbekistan Airways ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან თბილისის მიმართულებით ტაშკენტიდან კიდევ ერთ სიხშირეს დაამატებს. ავიაკომპანია ფრენებს A 321neo-ს ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0