https://sputnik-georgia.com/20230112/qutaisis-aeroporti-titqmis-srulad-aris-datvirtuli-273888157.html
ქუთაისის აეროპორტი თითქმის სრულად არის დატვირთული
ქუთაისის აეროპორტი თითქმის სრულად არის დატვირთული
Sputnik საქართველო
აეროპორტი დეკემბერში 85 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის დეკემბერთან შედარებით 3%-ით მეტია. 12.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-12T21:13+0400
2023-01-12T21:13+0400
2023-01-12T22:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ტურიზმი საქართველოში
ავიამიმოსვლა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0b/263511032_42:0:2414:1334_1920x0_80_0_0_af30810b7f8e92e5d7cf1758976482a8.jpg
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. 2022 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 94%-ით აღდგა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.გაერთიანების ინფორმაციით, გასულ წელს აეროპორტი მოემსახურა 822.486 მგზავრს, ხოლო 2019 წელს – 873.907 მგზავრს.მგზავრთნაკადის გარდა, აეროპორტს აქვს დადებითი ტენდენცია ფრენების აღდგენის კუთხითაც – 112%-ით. 2022 წელს აეროპორტმა შეასრულა 3220 ფრენა, რაც 1,1%-ით მეტია 2019 წლის, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით.რაც შეეხება 2022 წლის დეკემბრის მაჩვენებლებს, აეროპორტი მოემსახურა 85 ათას მგზავრს, რაც 2019 წლის დეკემბერთან შედარებით 3%-ით მეტია.თბილისისა და ბათუმის აეროპორტებმა საერთაშორისო სერტიფიკატი მიიღეს >>ასევე გასულ თვეში ქუთაისის აეროპორტმა 306 რეისი შეასრულა, რაც 6%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.ამ ეტაპზე ქუთაისის აეროპორტში ფრენებს ხუთი ავიაკომპანია 17 ქვეყანაში 28 მიმართულებით ახორციელებს.ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია, ამიტომ პანდემიით მძიმედ დაზარალებული ინდუსტრიის მხარდასაჭერად საქართველომ დაიწყო ეტაპობრივი შეზღუდვების მოხსნა და საზღვრების გახსნა.თბილისის აეროპორტი მიმდინარე წელს 3 მილიონამდე მგზავრით დაასრულებს >>საქართველოში რეგულარული ავიამიმოსვლა 2021 წლის 1 თებერვლიდან აღდგა.2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 185,5%-ით გაიზარდა და 4,9 მილიონი შეადგინა.2022 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველომ 56%-ით აღადგინა 2019 წლის მაჩვენებლები, როდესაც ქვეყანას ტურიზმის პიკი ჰქონდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0b/263511032_635:0:2414:1334_1920x0_80_0_0_496cf20b93a3167a21d081beaf2499d5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ტურიზმი საქართველოში, ავიამიმოსვლა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ტურიზმი საქართველოში, ავიამიმოსვლა საქართველოში
ქუთაისის აეროპორტი თითქმის სრულად არის დატვირთული
21:13 12.01.2023 (განახლებულია: 22:58 12.01.2023) აეროპორტი დეკემბერში 85 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის დეკემბერთან შედარებით 3%-ით მეტია.
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. 2022 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 94%-ით აღდგა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
გაერთიანების ინფორმაციით, გასულ წელს აეროპორტი მოემსახურა 822.486 მგზავრს, ხოლო 2019 წელს – 873.907 მგზავრს.
მგზავრთნაკადის გარდა, აეროპორტს აქვს დადებითი ტენდენცია ფრენების აღდგენის კუთხითაც – 112%-ით. 2022 წელს აეროპორტმა შეასრულა 3220 ფრენა, რაც 1,1%-ით მეტია 2019 წლის, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით.
რაც შეეხება 2022 წლის დეკემბრის მაჩვენებლებს, აეროპორტი მოემსახურა 85 ათას მგზავრს, რაც 2019 წლის დეკემბერთან შედარებით 3%-ით მეტია.
ასევე გასულ თვეში ქუთაისის აეროპორტმა 306 რეისი შეასრულა, რაც 6%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ამ ეტაპზე ქუთაისის აეროპორტში ფრენებს ხუთი ავიაკომპანია 17 ქვეყანაში 28 მიმართულებით ახორციელებს.
ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია, ამიტომ პანდემიით მძიმედ დაზარალებული ინდუსტრიის მხარდასაჭერად საქართველომ დაიწყო ეტაპობრივი შეზღუდვების მოხსნა და საზღვრების გახსნა.
საქართველოში რეგულარული ავიამიმოსვლა 2021 წლის 1 თებერვლიდან აღდგა.
2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 185,5%-ით გაიზარდა და 4,9 მილიონი შეადგინა.
2022 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველომ 56%-ით აღადგინა 2019 წლის მაჩვენებლები, როდესაც ქვეყანას ტურიზმის პიკი ჰქონდა.