ბავშვები, რომლებიც საკუთარ თავზე მეტად გიყვარს, და საიდუმლო, რომელსაც დამსახურება უნდა

© courtesy of Tamar Kutateladzeთამარ ქუთათელაძე
თამარ ქუთათელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2023
გამოწერა
„მოსწავლეებს ორი უმთავრესი მოთხოვნა აქვთ: ობიექტურობა და ცოდნა. დანარჩენი აქედან გამომდინარეობს“ – ასე ფიქრობს თბილისის 128-ე საშუალო სკოლის ქართულის ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ ქუთათელაძე, რომელსაც მენტორის უმაღლესი პროფესიული სტატუსი აქვს მინიჭებული.
პირველი გაკვეთილი სადამრიგებლო კლასში 20 წლის წინ ჩაატარა. მას შემდეგ სულ იზრდება იმ მოსწავლეების რაოდენობა, ვისთვისაც ის ყველაზე საყვარელი მასწავლებელია.
© photo: courtesy of Tamar Kutateladze / FBთამარ ქუთათელაძე
თამარ ქუთათელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2022
თამარ ქუთათელაძე
- ქალბატონო თამარ, რომელია ის მთავარი თვისება, რის მიხედვითაც პედაგოგი მოსწავლეების საყვარელი მასწავლებელი ხდება?
- მთავარი მაინც ის არის, რომ ობიექტური და გულწრფელი იყო. შემდეგ ცოდნა, რომელსაც მუდმივად ამდიდრებ. სიყვარულს რაც შეეხება, მე ყველა ბავშვი განურჩევლად მიყვარს. არ არსებობს შეცდომა, რომელსაც ბავშვს ვერ ვაპატიებ. ისინი ჩემი ციცინათელები არიან და მინდა გითხრათ, რომ დღემდე მინათებენ.
© photo: courtesy of Tamar Kutateladze / FB თამარ ქუთათელაძე
 თამარ ქუთათელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2022
თამარ ქუთათელაძე
- რჩევებს თუ იღებთ მათგან?
- მოსწავლეებს ყოველთვის გულისყურით ვუსმენ, ხშირად გაოცებულიც დავრჩენილვარ მათი რჩევით. ეს რჩევები ხან მეხმარება, ხან - ვერა, ზუსტად ისეთი პროპორციით, როგორც მე ვეხმარები მათ. მთავარია, ეს პროცესი არ გაწყდეს. ასე რომ, მათთვის არაფერი მიმიცია იმაზე მეტი, ვიდრე მიმიღია.
- რა უშლით ხელს მოსწავლეებს იმაში, რომ გაკვეთილზე უფრო თავისუფლად იგრძნონ თავი?
- მოსწავლეები გაცილებით თავისუფლად იქნებოდნენ გაკვეთილზე, ნიშნები რომ არ იწერებოდეს, საბაზო საფეხურის ჩათვლით მაინც. მეორე და უმნიშვნელოვანესი პრობლემა არის მოსწავლეთა რაოდენობა კლასში; მესამეა მასწავლებლის კვალიფიკაციის რეგულაციები, სკოლა უკეთესი იქნება, თუ მასწავლებელი გააცნობიერებს ცოდნის მიღების უწყვეტობის აუცილებლობას. მეოთხე – მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. შესაცვლელი ბევრია, მაგრამ შესაძლებლობაა მწირი. მართალია, ვთვლი, რომ თანამედროვე პროგრამა ზედმეტად გადატვირთულია, მაგრამ მოსწავლეების ფსიქო-ემოციური განვითარების ხელშესაწყობად მაინც დიდი რაოდენობით ვასწავლიდი სამ მწერალს: ჯემალ ქარჩხაძეს, ოთარ ჭილაძესა და გოდერძი ჩოხელს.
© photo: courtesy of Tamar Kutateladze / FBთამარ ქუთათელაძე მოსწავლეებთან ერთად
თამარ ქუთათელაძე მოსწავლეებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2022
თამარ ქუთათელაძე მოსწავლეებთან ერთად
- რამდენად გახსნილები არიან თქვენთან და რამდენად განდობენ თავის საიდუმლოს?
- ჩვენი ურთიერთობა, როგორც წესი, ჩემი შეცდომების თხრობით იწყება ხოლმე. მაგალითად, ვიხსენებ, თუ როგორ ვიპარავდი ბავშვობაში მეზობლის ბავშვებთან ერთად ბოთლებს მაღაზიიდან და მერე უკანვე ვაბარებდით, რომ გოზინაყი გვეყიდა. მათ ეცინებათ ასეთ ისტორიებზე, მაგრამ სამაგიეროდ საკუთარ შეცდომებზე საუბარი აღარ უჭირთ. რადგან ხვდებიან, რომ მეც მათნაირი ვარ.
© photo: courtesy of Tamar Kutateladze / FB თამარ ქუთათელაძე
 თამარ ქუთათელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2022
თამარ ქუთათელაძე
- რა არის საჭირო იმისთვის, რომ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობა შედგეს?
- მე ვფიქრობ, რაიმე შუალედის ძებნა ურთიერთობაში თავისთავად გაკარგვინებს ოქროს შუალედს. ის ბუნებრივად უნდა გაჩნდეს, არ უნდა იყო უპირატესი ადამიანის მდგომარეობაში. ასეთ შემთხვევაში ბავშვი თავად ტოვებს შენ და მას შორის სივრცეს, რომელიც იმით აივსება, რაც დაიმსახურე – იქნება ეს სიყვარული, სიძულვილი, თუ სულაც არაფერი. აქედან ყველაზე მძიმე „არაფერია“, რადგან ამ შემთხვევაში მასწავლებელი, როგორც პიროვნება, დაკარგულია.
© photo: courtesy of Tamar Kutateladze / FBთამარ ქუთათელაძე მოსწავლეებთან ერთად
თამარ ქუთათელაძე მოსწავლეებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2022
თამარ ქუთათელაძე მოსწავლეებთან ერთად
- რას ურჩევთ ხოლმე მოსწავლეებს?
- ყველას ერთ რჩევას ვაძლევ: ირწმუნონ, რომ ყველაფერი შეუძლიათ ცხოვრებაში, რომ შესაძლებლობები უკიდეგანოა. მთავარია, ნებისმიერ გარემოებაში დარჩნენ ადამიანებად! კიდევ მერაბ მამარდაშვილის სიტყვებს ვუმეორებ, რომ წინააღმდეგობების გადალახვის დროს ადამიანი მეორედ და უკვე ნამდვილად იბადება. ასე ვეხმარებით ერთმანეთს მე და ჩემი ბავშვები, რომლებიც საკუთარ თავზე მეტად მიყვარს.
© photo: courtesy of Tamar Kutateladzeთამარ ქუთათელაძე - თბილისის №128 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
თამარ ქუთათელაძე - სსიპ ქალაქ თბილისის №128 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2022
თამარ ქუთათელაძე - თბილისის №128 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
- რომელია ცხოვრებისგან მიღებული ამბავი, რომელმაც გამოგაწრთოთ?
- ცხოვრებამ მთელი სერიოზულობით, ზედმეტად მკაცრადაც გამწვრთნა ჯერ კიდევ მაშინ, როცა რვა წლის ვიყავი. ოჯახის წევრების ტრაგიკულმა დაღუპვამ მეტწილად განაპირობა ჩემი დამოკიდებულება ყველაზე დაუცველი ადამიანების მიმართ და ეს ამბავი უკვე ქვეცნობიერში მაქვს. ამის გამო მუდმივად ვცდილობ მათ დაცვას მოსალოდნელი, სავარაუდო უსიამოვნებებისგან, რომლებიც, სამწუხაროდ, რეალურადაც აქვთ და ექნებათ კიდეც ცხოვრებაში.
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0