https://sputnik-georgia.com/20230127/saqartvelosa-d-chinets-shoris-aviamimosvl-agdga-274331860.html
სამი წლის შემდეგ პირველად: საქართველოსა და ჩინეთს შორის ავიამიმოსვლა აღდგა
სამი წლის შემდეგ პირველად: საქართველოსა და ჩინეთს შორის ავიამიმოსვლა აღდგა
Sputnik საქართველო
ჩინეთი საქართველოს ტურისტული სექტორისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 27.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-27T21:04+0400
2023-01-27T21:04+0400
2023-01-27T22:42+0400
საქართველო
ჩინეთი
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/13/251772762_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_8ef8d67edaf4d1666f2edbdbba15678b.jpg
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ჩინეთის ერთ-ერთმა წამყვანმა ავიაკომპანია China Southern Airlines-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განაახლა, იუწყება თბილისის აეროპორტის მმართველი კომპანია TAV Georgia-ს პრეს-სამსახური.27 იანვარს, სამი წლის მანძილზე პირველად, ავიაკომპანიამ რეისი ურუმჩი–თბილისი–ურუმჩი შეასრულა.China Southern Airlines-მა საქართველოს მიმართულებით ფრენები COVID-19 ინფექციასთან დაკავშირებული პანდემიის გამო 2020 წლის იანვარში შეაჩერა. ბოლო რეგულარული რეისი საქართველოს მიმართულებით 2020 წლის 23 იანვარს განხორციელდა.რეგულარული რეისები ურუმჩისა და თბილისს შორის ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე – 2023 წლის 25 მარტამდე კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ პარასკევს შესრულდება. ავიაკომპანია ზაფხულის სეზონში რეისების რაოდენობის გაზრდას გეგმავს. დღეისათვის იგი ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ახორციელებს პირდაპირ რეისებს ჩინეთის მიმართულებით. 2020 წლამდე China Southern Airlines რეისებს ასევე ასრულებდა თბილისი-ურუმჩი-პეკინის მიმართულებით.თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მართვას ამიერიდან ფრანგული კომპანია განახორციელებს>>>ჩინეთიდან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს TAV Georgia-ს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა.როგორც ადრე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, ჩინეთი საქართველოს ტურისტული სექტორის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა – ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტები გამოირჩევიან მხარჯველუნარიანობით.პირდაპირი რეისები ხელს შეუწყობს მეტი ჩინელი ტურისტის ჩამოსვლას, ასევე დადებითად აისახება 2023 წელს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარების დინამიკაზე, აღნიშნავენ კომპანიაში.2022 წელს საქართველოს ჩინეთის დაახლოებით 7,4 ათასი მოქალაქე ეწვია, რაც 69,1%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით და 112,8%-ით მეტი 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით, თუმცა, 84,6%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით.2020 წელს ჩინელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში დაახლოებით 4,4 ათასი იყო, 2021 წელს – 3,5 ათასი. 2019 წლის პანდემიამდელ პერიოდში ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობამ 48 ათასზე მეტი ადამიანი შეადგინა.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/13/251772762_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_fb7d9395d2accb5e77f950c379b623c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ჩინეთი, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
სამი წლის შემდეგ პირველად: საქართველოსა და ჩინეთს შორის ავიამიმოსვლა აღდგა
21:04 27.01.2023 (განახლებულია: 22:42 27.01.2023) ჩინეთი საქართველოს ტურისტული სექტორისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ჩინეთის ერთ-ერთმა წამყვანმა ავიაკომპანია China Southern Airlines-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განაახლა, იუწყება თბილისის აეროპორტის მმართველი კომპანია TAV Georgia-ს პრეს-სამსახური.
27 იანვარს, სამი წლის მანძილზე პირველად, ავიაკომპანიამ რეისი ურუმჩი–თბილისი–ურუმჩი შეასრულა.
China Southern Airlines-მა საქართველოს მიმართულებით ფრენები COVID-19 ინფექციასთან დაკავშირებული პანდემიის გამო 2020 წლის იანვარში შეაჩერა. ბოლო რეგულარული რეისი საქართველოს მიმართულებით 2020 წლის 23 იანვარს განხორციელდა.
რეგულარული რეისები ურუმჩისა და თბილისს შორის ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე – 2023 წლის 25 მარტამდე კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ პარასკევს შესრულდება. ავიაკომპანია ზაფხულის სეზონში რეისების რაოდენობის გაზრდას გეგმავს. დღეისათვის იგი ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ახორციელებს პირდაპირ რეისებს ჩინეთის მიმართულებით. 2020 წლამდე China Southern Airlines რეისებს ასევე ასრულებდა თბილისი-ურუმჩი-პეკინის მიმართულებით.
ჩინეთიდან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს TAV Georgia-ს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა.
როგორც ადრე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, ჩინეთი საქართველოს ტურისტული სექტორის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა – ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტები გამოირჩევიან მხარჯველუნარიანობით.
პირდაპირი რეისები ხელს შეუწყობს მეტი ჩინელი ტურისტის ჩამოსვლას, ასევე დადებითად აისახება 2023 წელს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარების დინამიკაზე, აღნიშნავენ კომპანიაში.
2022 წელს საქართველოს ჩინეთის დაახლოებით 7,4 ათასი მოქალაქე ეწვია, რაც 69,1%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით და 112,8%-ით მეტი 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით, თუმცა, 84,6%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით.
2020 წელს ჩინელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში დაახლოებით 4,4 ათასი იყო, 2021 წელს – 3,5 ათასი. 2019 წლის პანდემიამდელ პერიოდში ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობამ 48 ათასზე მეტი ადამიანი შეადგინა.