PACE-ს რეზოლუცია საქართველოზე: პროგრესი არის, მაგრამ საჭიროა მუშაობის გაგრძელება

© PACE official websiteევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2023
გამოწერა
ორგანიზაცია საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს, შეასრულონ დარჩენილი რეკომენდაციები.
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) მიესალმება საქართველოს მიერ ვალდებულებებისა და დანაპირების შესრულებაში მიღწეულ პროგრესს, ნათქვამია PACE-ს სესიაზე გუშინ მიღებულ რეზოლუციაში.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ.
როგორც PACE-ს დოკუმენტშია აღნიშნული, ასამბლეა კვლავ შეშფოთებულია ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციით, რომელიც გავლენას ახდენს რეფორმებზე და დაინტერესებული მხარეების რეფორმებში მონაწილეობაზე, რაც აუცილებელია საქართველოს შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაციისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს საკითხზე გადაწყვეტილებას 2023 წლის ბოლოს მიიღებენ>>
ასამბლეა ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, ჩაატაროს სასამართლო სისტემის რეფორმის დეტალური დამოუკიდებელი შეფასება შემდგომი რეფორმების მიმართულებების განსაზღვრის მიზნით „ქვეყანაში ნამდვილი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფისთვის“.
რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ აუცილებელია დაძაბულობის შემცირება ქართულ მედიასივრცეში.
PACE მოუწოდებს მთავრობას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებისკენ, რათა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რისკენაც ის სამართლიანად მიისწრაფვის, აღნიშნულია რეზოლუაციაში.
ევროკავშირი საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს, ხოლო ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა შემოდგომაზე იქნება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0