გახარიას პარტიის კავშირი „ნაცმოძრაობასთან“ დადასტურდა - შალვა პაპუაშვილი

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2023
გამოწერა
„ნაციონალური მოძრაობის“ და გახარიას პარტიის თანამშრომლობა მხოლოდ ხელს უშლის რეგიონებში პროექტების რეალიზაციას, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. დადასტურდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კავშირი ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიასთან „საქართველოსთვის“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი მუმლაძემ მანამდე განაცხადა, რომ 2021 წელს თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ რამდენიმე ქალაქში ადგილობრივ დონეზე „ნაცმოძრაობა“ გახარიას პარტიასთან კოალიციაში შევიდა. მუმლაძის თქმით, ნებისმიერი პოლიტიკური ალიანსი იყო კატასტროფა და ასევე მიუღებელი „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლისთვის.

„ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობდით და რასაც უარყოფდნენ, ახლა დასტურდება... ვსაუბრობდით იმ ალიანსზე, რომელიც არსებობდა გიორგი გახარიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის და ახლა ამასაც ადასტურებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობისა“ და გახარიას პარტიის წევრების თანამშრომლობა მხოლოდ ხელს უშლის რეგიონებში პროექტების რეალიზაციას.
პარტია „საქართველოსთვის“ 2021 წლის მაისში გიორგი გახარიამ დააფუძნა, რომელმაც „ქართული ოცნების“ რიგები დატოვა. პარტიისთვის პირველივე არჩევნებში მან მესამე შედეგი აჩვენა და ქვეყნის თითქმის ყველა საკრებულოში მიიღო ადგილი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0