ბიუჯეტი 230 ათასი ლარით დააზარალეს - პასუხისგებაში ხუთი ადამიანი მისცეს

© Pixabay / jackmac34დოკუმენტები საქაღალდეში
დოკუმენტები საქაღალდეში - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2023
გამოწერა
ამ ეტაპზე მათ მიერ ბიუჯეტში ზიანის ასანაზღაურებლად შეტანილია 170.000 ლარი.
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და საბაჟო წესების დარღვევის ფაქტებზე ხუთი პირი პასუხისგებაში მისცა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მათი კომპანიების სახელით ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თითქოსდა განახორციელეს მარცვლეულის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები, რა გზითაც უსაფუძვლოდ შეიქმნეს 150.961 ლარის ოდენობის დღგ-ის ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომ გამოიყენეს მიმდინარე გადასახადების დასაფარად.

ამავდროულად, 2022 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში ბრალდებულებმა ორი კომპანიის სახელით საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემები შეიტანეს, რა გზითაც საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 447.742 ლარის საბაჟო ღირებულების 476.347 კილოგრამი არადეკლარირებული ხორბალი.

შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა ჯამში დაახლოებით 231.000 ლარის ზიანი.
საგადასახადო დოკუმენტების გაყალბება: ფინანსურმა პოლიციამ ოთხი პირი დააკავა>>

ამ ეტაპზე ბრალდებული მხარის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ზიანის ასანაზღაურებლად შეტანილია 170.000 ლარი.
უწყების ცნობით, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილებისა და სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების უზრუნველსაყოფად.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით (ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება, ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, გულგრილობა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით.
ყველა ახალი ამბავი
0