https://sputnik-georgia.com/20220727/sagadasaxado-dokumentebis-gayalbeba-finansurma-policiam-otxi-piri-daakava-268884103.html
საგადასახადო დოკუმენტების გაყალბება: ფინანსურმა პოლიციამ ოთხი პირი დააკავა
საგადასახადო დოკუმენტების გაყალბება: ფინანსურმა პოლიციამ ოთხი პირი დააკავა
Sputnik საქართველო
ყალბი საგადასახადო დოკუმენტებით კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკანონოდ 310.714 ლარის ოდენობის დღგ ჩაითვალეს. 27.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-27T13:38+0400
2022-07-27T13:38+0400
2022-08-01T19:59+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24632/42/246324203_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_89d12bc8b9cbc970dc17bb8d97fd8962.jpg
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ოთხი ადამიანი მისცა.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები 2019 წლის განმავლობაში შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ყიდულობდნენ ქართული წარმოშობის ხორბალს, შემდეგ მის რეალიზაციას ახდენდნენ, როგორც რუსული წარმოშობის ხორბალს, ამით კი შემძენი კომპანიები იღებდნენ დღგ-ის ყალბ ჩათვლებს.უწყების ცნობით, დადგინდა, რომ აღნიშნული ოპერაციების შედეგად კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკანონოდ მიიღეს 310.714 ლარის ოდენობის დღგ-ის ჩათვლა.გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგადასახადო შემოწმებების შედეგად დღგ-ის აღნიშნული ყალბი ჩათვლები სრულად იქნა გაუქმებული.ბრალდებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24632/42/246324203_277:0:2500:1667_1920x0_80_0_0_baacde32999f6fb87ed9b568d7993509.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში
საგადასახადო დოკუმენტების გაყალბება: ფინანსურმა პოლიციამ ოთხი პირი დააკავა
13:38 27.07.2022 (განახლებულია: 19:59 01.08.2022) ყალბი საგადასახადო დოკუმენტებით კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკანონოდ 310.714 ლარის ოდენობის დღგ ჩაითვალეს.
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ოთხი ადამიანი მისცა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები 2019 წლის განმავლობაში შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ყიდულობდნენ ქართული წარმოშობის ხორბალს, შემდეგ მის რეალიზაციას ახდენდნენ, როგორც რუსული წარმოშობის ხორბალს, ამით კი შემძენი კომპანიები იღებდნენ დღგ-ის ყალბ ჩათვლებს.
უწყების
ცნობით, დადგინდა, რომ აღნიშნული ოპერაციების შედეგად კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკანონოდ მიიღეს 310.714 ლარის ოდენობის დღგ-ის ჩათვლა.
გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგადასახადო შემოწმებების შედეგად დღგ-ის აღნიშნული ყალბი ჩათვლები სრულად იქნა გაუქმებული.
ბრალდებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.