https://sputnik-georgia.com/20230127/19-devnil-ojaxs-sacxovrebeli-partebi-gadaecema-274335671.html
19 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა
19 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა
Sputnik საქართველო
მიმდინარე წელს დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით როგორც თბილისში, ისე რეგიონებში მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. 27.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-27T22:00+0400
2023-01-27T22:00+0400
2023-01-27T22:55+0400
საქართველო
თბილისი დღეს
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24847/47/248474797_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_b93914bd1e375a2bddc86a8489165b91.jpg
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში 19 დევნილ ოჯახს ოთხოთახიანი ბინები გადაეცემა. ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.დევნილი ოჯახებისთვის სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება.ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამის ფარგლებში 2022-2025 წლებში ახალ საცხოვრებელს 13 ათასამდე დევნილი ოჯახი მიიღებს.ოფიციალური სტატისტიკით, სახელმწიფომ საცხოვრებელი ფართით 43.809 დევნილი ოჯახი უნდა დააკმაყოფილოს. საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24847/47/248474797_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_96431c1d4a2ece2359f264fcce99e27a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
19 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა
22:00 27.01.2023 (განახლებულია: 22:55 27.01.2023) მიმდინარე წელს დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით როგორც თბილისში, ისე რეგიონებში მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში 19 დევნილ ოჯახს ოთხოთახიანი ბინები გადაეცემა. ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
„სრულად გარემონტებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი ფართები მრავალსულიან ოჯახებზე განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა", – ნათქვამია განცხადებაში.
დევნილი ოჯახებისთვის სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამის ფარგლებში 2022-2025 წლებში ახალ საცხოვრებელს 13 ათასამდე დევნილი ოჯახი მიიღებს.
ოფიციალური სტატისტიკით, სახელმწიფომ საცხოვრებელი ფართით 43.809 დევნილი ოჯახი უნდა დააკმაყოფილოს.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.