https://sputnik-georgia.com/20230127/----------274337008.html
საქართველომ და დიდმა ბრიტანეთმა საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
საქართველომ და დიდმა ბრიტანეთმა საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
Sputnik საქართველო
დიდ ბრიტანეთთან შეთანხმების ორმხრივად გაფორმების საჭიროება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ დადგა. 27.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-27T23:05+0400
2023-01-27T23:05+0400
2023-01-27T23:05+0400
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/1b/274334989_0:0:871:489_1920x0_80_0_0_41a227a3cb7d5058aa24844b52a2fccd.jpg
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საჰაერო კომუნიკაციების შესახებ", რომელიც ხელს შეუწყობს რეგულარული ავიაგადაზიდვების განხორციელებას და ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარებას, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.ორი ქვეყნის მთავრობებს შორის შეთანხმებას ლონდონში ხელი მოაწერა არველაძემ და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ავიაციის, საზღვაო ნავიგაციისა და უსაფრთხოების მინისტრმა ბარონესა ვერემ.დოკუმენტი უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მერვე რაუნდის ფარგლებში გაფორმდა.საჰაერო მიმოსვლის შეთანხმების თანახმად, ავიასაწარმოებს საშუალება ექნტბათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტარიფები, ტევადობა და სიხშირე, საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც განხორციელდება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა.საქართველო დიდ ბრიტანეთთან პირდაპირი ავიარეისების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს>>>ასევე, შეთანხმების პროექტით დარეგულირდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ფრენის უსაფრთხოება და საავიაციო უშიშროება, უფლებების მინიჭება, ავიაგადამზიდველების დანიშვნა, ჩიკაგოს კონვენციის გამოყენება, ავიაკომპანიების მიერ ერთობლივი კოდექსების გამოყენება და ა.შ.საქართველოს მსგავსი ტიპის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს მრავალ პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის: ისრაელთან, ჩინეთთან, კორეის რესპუბლიკასთან, ინდოეთთან, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებთან, ბაჰრეინთან, კატართან და ა.შ.დიდ ბრიტანეთთან შეთანხმების ორმხრივად გაფორმების საჭიროება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ დადგა.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/1b/274334989_67:0:720:490_1920x0_80_0_0_b11479fac16d87964967170cc0823f42.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დიდი ბრიტანეთი , ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა
საქართველო, დიდი ბრიტანეთი , ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა
საქართველომ და დიდმა ბრიტანეთმა საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
დიდ ბრიტანეთთან შეთანხმების ორმხრივად გაფორმების საჭიროება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ დადგა.
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საჰაერო კომუნიკაციების შესახებ", რომელიც ხელს შეუწყობს რეგულარული ავიაგადაზიდვების განხორციელებას და ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარებას, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.
ორი ქვეყნის მთავრობებს შორის შეთანხმებას ლონდონში ხელი მოაწერა არველაძემ და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ავიაციის, საზღვაო ნავიგაციისა და უსაფრთხოების მინისტრმა ბარონესა ვერემ.
დოკუმენტი უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მერვე რაუნდის ფარგლებში გაფორმდა.
საჰაერო მიმოსვლის შეთანხმების თანახმად, ავიასაწარმოებს საშუალება ექნტბათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტარიფები, ტევადობა და სიხშირე, საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც განხორციელდება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა.
ასევე, შეთანხმების პროექტით დარეგულირდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ფრენის უსაფრთხოება და საავიაციო უშიშროება, უფლებების მინიჭება, ავიაგადამზიდველების დანიშვნა, ჩიკაგოს კონვენციის გამოყენება, ავიაკომპანიების მიერ ერთობლივი კოდექსების გამოყენება და ა.შ.
საქართველოს მსგავსი ტიპის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს მრავალ პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის: ისრაელთან, ჩინეთთან, კორეის რესპუბლიკასთან, ინდოეთთან, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებთან, ბაჰრეინთან, კატართან და ა.შ.
დიდ ბრიტანეთთან შეთანხმების ორმხრივად გაფორმების საჭიროება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ დადგა.