საქართველოს სამი დიდი ბანკი ოფიციალურად გახდა სისტემური ბანკი

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2023
გამოწერა
სისტემური მნიშვნელობის ბანკებად აღიარეს „თიბისი ბანკი“, „საქართველოს ბანკი“ და „ლიბერთი ბანკი“.
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. საქართველოში 14-დან სამი კომერციული ბანკი სისტემური მნიშვნელობის ბანკებად აღიარეს.
სისტემური მნიშვნელობის ბანკები უმნიშვნელოვანესი საფინანსო ინსტიტუტებია, რომლებზეც მთელი საბანკო სისტემის სტაბილურობაა დამოკიდებული. რადგან მათ გაკოტრებას შეიძლება მძიმე შედეგები ჰქონდეს როგორც საბანკო სისტემის, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის, სავალდებულოა, რომ მათი საქმიანობა შეესაბამებოდეს სახელმწიფოსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სისტემური მნიშვნელობის ბანკებად აღიარეს „თიბისი ბანკი“ (TBC Bank), „საქართველოს ბანკი“ და „ლიბერთი ბანკი“ (Liberty Bank).
ამ ბანკებისთვის დადგინდა სისტემური ბუფერი, რაშიც, მათი სისტემური მნიშვნელობის კრიტერიუმებიდან გამომდინარე, შედის კლიენტების დეპოზიტების რიცხვი, ბანკების შემოსავალი, ბანკთაშორისო სისტემების აქტივები, ფილიალების, დეპოზიტარებისა და მსესხებელთა რაოდენობა და ინვესტიციები კაპიტალში.
„თიბისი ბანკისა“ და „საქართველოს ბანკისთვის“ სისტემური კაპიტალის ბუფერი იქნება თითოეულისთვის 2,5%, ხოლო „ლიბერთი ბანკისთვის“ – 1%.
საქართველოს ბანკებში ახალი წესები ამოქმედდა>>
ამასთან, სისტემური კაპიტალის ბუფერი შეიძლება შეიცვალოს სისტემური მნიშვნელობის კრიტერიუმების მნიშვნელოვანი ცვლილებებიდან გამომდინარე.
ასევე ბრძანებით დადგინდა სისტემურობის ბუფერის ზედა ზღვარი, რომელიც მიმდინარე ეტაპზე შეადგენს 2,5%-ს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ცალკეული ბანკის დეპოზიტების კონცენტრაცია სისტემაში აღემატება 40%-ს, აღნიშნული ბანკისთვის სისტემურობის ბუფერის ზედა ზღვარი გაიზრდება 3%-მდე. იმისთვის, რომ სისტემურობის ბუფერის ზედა ზღვარი კვლავ დაუბრუნდეს 2,5%-ს, ბანკმა ბრძანებაში გაწერილი მეთოდოლოგიის შესაბამისად დეპოზიტების წილი უნდა შეამციროს, რათა არ აღემატებოდეს 40%-ს.
ეროვნული ბანკის ბრძანების ზედა ზღვართან დაკავშირებული ნორმა 1 აპრილიდან ამოქმედდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0