https://sputnik-georgia.com/20230126/samegrelosi-qarisxlis-sedegad-dazianebuli-infrastruqturis-ardgena-daiwyo-274279793.html
სამეგრელოში ქარიშხლის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დაიწყო
სამეგრელოში ქარიშხლის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დაიწყო
ქარიშხლის შედეგების აღმოსაფხვრელად სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონისთვის 5,3 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. 26.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-26T15:07+0400
2023-01-26T15:07+0400
2023-01-26T20:30+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
სამეგრელო
სვანეთი
გურია
იმერეთი
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/1a/274275828_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_43215e3b7833fd930699b3c8a852f366.jpg
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში დაიწყო საცხოვრებელი სახლებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენა, რაც ქარიშხლის დროს დაზიანდა, იუწყება რეგიონის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.დასავლეთ საქართველოს იანვრის დასაწყისში ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს, რომელმაც მნიშვნელოვნად დააზიანა ინფრასტრუქტურა სამ რეგიონში, სერიოზული ტრავმა მიიღო რამდენიმე ადამიანმა, ერთი კი დაიღუპა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში აღდგენითი სამუშაოებისთვის 5,3 მლნ ლარზე მეტი გამოიყო.ძლიერმა ქარმა რეგიონში დაახლოებით 40 მრავალსართულიანი სახლის სახურავი დააზიანა. კორპუსების გარდა, დაზიანდა კერძო სახლების სახურავებიც.ადმინისტრაციის მონაცემებით, რეგიონში მთლიანობაში მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებულია 2,4 ათასი სახლის სახურავი. მოსახლეობის დაზიანებული სახლების აღსადგენად მთავრობამ დაახლოებით 1,5 მლნ ლარი გამოყო. მთავრობა აუცილებელ თანხას გასცემს როგორც სამშენებლო მასალის შესაძენად, ისე მუშახელის ხელფასებისთვის.აღდგენითი სამუშაოები დაიწყო ასევე იმერეთში, სამტრედიაში, სადაც ქარიშხალმა ასევე დააზიანა საცხოვრებელი სახლები.სამტრედიაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს>>სამტრედიაში აღდგენითი სამუშაოებისთვის 1,4 მლნ ლარი გამოიყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 15 მრავალსართულიანი სახლის სახურავების სრული აღდგენა, ხოლო ნაწილობრივ რემონტს 17 მრავალსართულიან სახლში აკეთებენ. დაახლოებით 250 ოჯახი კერძო სახლების რემონტისთვის თუნუქის სახურავს მიიღებს.პროცესი მანამ გაგრძელდება, სანამ ყველა დაზარალებული ოჯახი არ დაკმაყოფილდება.უფრო ადრე საქართველოს მთავრობაში განაცხადეს, რომ ქარიშხლის მიერ მიყენებული ზარალის ოდენობა სამ რეგიონში – სამეგრელო–ზემო სვანეთში, გურიასა და იმერეთში 20 მლნ ლარს აღწევს.უამინდობის შედეგების სალიკვიდაციოდ პრემიერმა ღარიბაშვილმა სპეციალური შეხვედრა გამართა გუბერნატორებთან, სადაც პრობლემების მოგვარების გეგმა განიხილეს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
სამეგრელო
სვანეთი
გურია
იმერეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/1a/274275828_240:0:1680:1080_1920x0_80_0_0_e051d8fccf8a76c13840eb75d3bce8c2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, სამეგრელო , სვანეთი , გურია , იმერეთი , ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება
საქართველო, საქართველოს რეგიონები, სამეგრელო , სვანეთი , გურია , იმერეთი , ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება
სამეგრელოში ქარიშხლის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დაიწყო
15:07 26.01.2023 (განახლებულია: 20:30 26.01.2023) ქარიშხლის შედეგების აღმოსაფხვრელად სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონისთვის 5,3 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში დაიწყო საცხოვრებელი სახლებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენა, რაც ქარიშხლის დროს დაზიანდა, იუწყება რეგიონის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
დასავლეთ საქართველოს იანვრის დასაწყისში ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს, რომელმაც მნიშვნელოვნად დააზიანა ინფრასტრუქტურა სამ რეგიონში, სერიოზული ტრავმა მიიღო რამდენიმე ადამიანმა, ერთი კი დაიღუპა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში აღდგენითი სამუშაოებისთვის 5,3 მლნ ლარზე მეტი გამოიყო.
ძლიერმა ქარმა რეგიონში დაახლოებით 40 მრავალსართულიანი სახლის სახურავი დააზიანა. კორპუსების გარდა, დაზიანდა კერძო სახლების სახურავებიც.
ადმინისტრაციის მონაცემებით, რეგიონში მთლიანობაში მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებულია 2,4 ათასი სახლის სახურავი. მოსახლეობის დაზიანებული სახლების აღსადგენად მთავრობამ დაახლოებით 1,5 მლნ ლარი გამოყო. მთავრობა აუცილებელ თანხას გასცემს როგორც სამშენებლო მასალის შესაძენად, ისე მუშახელის ხელფასებისთვის.
აღდგენითი სამუშაოები დაიწყო ასევე იმერეთში, სამტრედიაში, სადაც ქარიშხალმა ასევე დააზიანა საცხოვრებელი სახლები.
სამტრედიაში აღდგენითი სამუშაოებისთვის 1,4 მლნ ლარი გამოიყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 15 მრავალსართულიანი სახლის სახურავების სრული აღდგენა, ხოლო ნაწილობრივ რემონტს 17 მრავალსართულიან სახლში აკეთებენ. დაახლოებით 250 ოჯახი კერძო სახლების რემონტისთვის თუნუქის სახურავს მიიღებს.
პროცესი მანამ გაგრძელდება, სანამ ყველა დაზარალებული ოჯახი არ დაკმაყოფილდება.
უფრო ადრე საქართველოს მთავრობაში განაცხადეს, რომ ქარიშხლის მიერ მიყენებული ზარალის ოდენობა სამ რეგიონში – სამეგრელო–ზემო სვანეთში, გურიასა და იმერეთში 20 მლნ ლარს აღწევს.
უამინდობის შედეგების სალიკვიდაციოდ პრემიერმა ღარიბაშვილმა სპეციალური შეხვედრა გამართა გუბერნატორებთან, სადაც პრობლემების მოგვარების გეგმა განიხილეს.