https://sputnik-georgia.com/20230125/samtrediashi-dazianebuli-inprastruqturis-agdgena-mimdinareobs-274231872.html
სამტრედიაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
სამტრედიაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
იანვრის შუა რიცხვებში ძლიერმა ქარმა დასავლეთ საქართველოს რეგიონებში პრობლემები შექმნა. 25.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-25T12:22+0400
2023-01-25T12:22+0400
2023-01-25T17:20+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს რეგიონები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/12/274025098_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_7ae88ff0d7020cbfba8e187d8d693877.jpg
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. სამტრედიაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რისთვისაც 1,4 მლნ ლარია გამოყოფილი, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".ამ ეტაპზე სახურავის სრული რეაბილიტაცია უტარდება 15 მრავალსართულიან, ხოლო ნაწილობრივი რეაბილიტაცია - 17 მრავალსართულიან კორპუსს. ამასთან, დაახლოებით 250-მდე ოჯახს გადაეცემა თუნუქი სახურავის შესაკეთებლად. მთლიანობაში იმერეთში ძლიერმა ქარმა ნაწილობრივ ან მთლიანად დააზიანა 4 ათასზე მეტი კერძო სახლის სახურავი, ასევე 380-მდე მრავალსართულიანი შენობა და 200-მდე სახელმწიფო შენობა-ნაგებობა.იანვრის შუა რიცხვებში დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი იყო, რომელმაც რეგიონებში ინფრასტრუქტურა დააზიანა. სტიქიის შედეგად რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა, ერთი კი დაიღუპა.წაქცეული ხეები და ბოძები: ძლიერმა ქარმა დასავლეთ საქართველოში პრობლემები შექმნა>>>როგორც ადრე საქართველოს მთავრობაში განაცხადეს, საქართველოს სამ რეგიონში – სამეგრელო–ზემო სვანეთში, გურიასა და იმერეთში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 20 მილიონ ლარს მიაღწია.პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით 19,695 მლნ ლარი გამოიყო. გარდა ამისა, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე კომპენსაციის გაცემის მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კიდევ 1,470 მლნ ლარი გამოიყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/12/274025098_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_36a7e0022140bf20039f5a283c336f13.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, საზოგადოება, ახალი ამბები
სამტრედიაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
12:22 25.01.2023 (განახლებულია: 17:20 25.01.2023) იანვრის შუა რიცხვებში ძლიერმა ქარმა დასავლეთ საქართველოს რეგიონებში პრობლემები შექმნა.
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. სამტრედიაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რისთვისაც 1,4 მლნ ლარია გამოყოფილი, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
ამ ეტაპზე სახურავის სრული რეაბილიტაცია უტარდება 15 მრავალსართულიან, ხოლო ნაწილობრივი რეაბილიტაცია - 17 მრავალსართულიან კორპუსს. ამასთან, დაახლოებით 250-მდე ოჯახს გადაეცემა თუნუქი სახურავის შესაკეთებლად.
მთლიანობაში იმერეთში ძლიერმა ქარმა ნაწილობრივ ან მთლიანად დააზიანა 4 ათასზე მეტი კერძო სახლის სახურავი, ასევე 380-მდე მრავალსართულიანი შენობა და 200-მდე სახელმწიფო შენობა-ნაგებობა.
იანვრის შუა რიცხვებში დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი იყო, რომელმაც რეგიონებში ინფრასტრუქტურა დააზიანა. სტიქიის შედეგად რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა, ერთი კი დაიღუპა.
როგორც ადრე საქართველოს მთავრობაში განაცხადეს, საქართველოს სამ რეგიონში – სამეგრელო–ზემო სვანეთში, გურიასა და იმერეთში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 20 მილიონ ლარს მიაღწია.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით 19,695 მლნ ლარი გამოიყო. გარდა ამისა, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე კომპენსაციის გაცემის მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კიდევ 1,470 მლნ ლარი გამოიყო.