https://sputnik-georgia.com/20230111/qarma-dasavlet-saqartvelosi-problemebi-seqmna-273829195.html
წაქცეული ხეები და ბოძები: ძლიერმა ქარმა დასავლეთ საქართველოში პრობლემები შექმნა
წაქცეული ხეები და ბოძები: ძლიერმა ქარმა დასავლეთ საქართველოში პრობლემები შექმნა
Sputnik საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ქარის გაძლიერება. 11.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-11T13:18+0400
2023-01-11T13:18+0400
2023-01-11T17:53+0400
ამინდი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რეგიონები
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1d/265579740_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_3e0fb1614685b928fc4822fe44bb8e75.jpg
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. ძლიერმა ქარმა დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.ამ დრომდე ძლიერი ქარია იმერეთში. ქუთაისის ცენტრალურ ნაწილსა და რამდენიმე უბანში ასწლოვანი ხეები წაიქცა. დაზიანებულია სახლის სახურავები. ქალაქის მერის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეების დასახმარებლად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მობილიზებულია ჯგუფები, ასევე ამოქმედებულია ცხელი ხაზი. პარალელურად მიმდინარეობს ზარალის აღწერა.სამტრედიაში ქარმა საახალწლო ნაძვის ხე წააქცია. შემთხვევა გვიან საღამოს მოხდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ.ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა სამეგრელოს რეგიონშიც. რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.ძლიერი ქარის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობენ აგრეთვე ფოთის მერიის შესაბამისი სამსახურები, სადაც ქარმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები, ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები, მოგლეჯილია ხეები. მერიის სამსახურების მობილური ჯგუფები ქალაქის მთელ ტერიტორიაზე საკონტროლო მონიტორინგს ახორციელებენ.ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ცაიშსა და ცაცხვში ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.საქართველოში ბოლო რამდენიმე დღეა ტემპერატურამ მკვეთრად დაიკლო. სინოპტიკოსების ცნობით, უამინდობა საქართველოში კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1d/265579740_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_6eab4dbd4148f824e18d97bdeba62ffb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ამინდი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, შემთხვევები საქართველოში
ამინდი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, შემთხვევები საქართველოში
წაქცეული ხეები და ბოძები: ძლიერმა ქარმა დასავლეთ საქართველოში პრობლემები შექმნა
13:18 11.01.2023 (განახლებულია: 17:53 11.01.2023) გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ქარის გაძლიერება.
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. ძლიერმა ქარმა დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
ამ დრომდე ძლიერი ქარია იმერეთში. ქუთაისის ცენტრალურ ნაწილსა და რამდენიმე უბანში ასწლოვანი ხეები წაიქცა. დაზიანებულია სახლის სახურავები. ქალაქის მერის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეების დასახმარებლად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მობილიზებულია ჯგუფები, ასევე ამოქმედებულია ცხელი ხაზი. პარალელურად მიმდინარეობს ზარალის აღწერა.
სამტრედიაში ქარმა საახალწლო ნაძვის ხე წააქცია. შემთხვევა გვიან საღამოს მოხდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ.
ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა სამეგრელოს რეგიონშიც. რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ძლიერი ქარის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობენ აგრეთვე ფოთის მერიის შესაბამისი სამსახურები, სადაც ქარმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები, ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები, მოგლეჯილია ხეები. მერიის სამსახურების მობილური ჯგუფები ქალაქის მთელ ტერიტორიაზე საკონტროლო მონიტორინგს ახორციელებენ.
ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ცაიშსა და ცაცხვში ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.
საქართველოში ბოლო რამდენიმე დღეა ტემპერატურამ მკვეთრად დაიკლო. სინოპტიკოსების ცნობით, უამინდობა საქართველოში კვირის ბოლომდე გაგრძელდება.