https://sputnik-georgia.com/20230126/saapelacio-sasamartlom-xazaradze-jafarizis-saqmeze-ganacheni-ucvleli-datova-274292708.html
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციონერი ბანკირების საქმეზე განაჩენი ძალაში დატოვა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციონერი ბანკირების საქმეზე განაჩენი ძალაში დატოვა
Sputnik საქართველო
ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა. 26.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-26T17:29+0400
2023-01-26T17:29+0400
2023-01-26T21:24+0400
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23403/19/234031952_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_0a12f1c37a1e813ebb697a9b15aa2c91.jpg
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები და TBC Bank-ის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ასევე ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი ჯგუფურ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, რითაც საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.საქმე ეხება 17 მლნ დოლარამდე ფულის გათეთრებას.თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის იანვარში ხაზარაძე და ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობაში (სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), ხოლო წერეთელი – თანამონაწილეობაში. სამივე პირს 7–7 წლით პატიმრობა შეეფარდა. თუმცა ისინი, საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდნენ. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს.საქმის დეტალებიხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა. გამოძიების მთელი დროის განმავლობაში (სამი წელი) ბრალდებულები აცხადებდნენ, რომ ფულის გათეთრება არ ყოფილა და მათ პოლიტიკური მოტივებით დევნიან.სასამართლომ „ლელოს“ ლიდერების 30 მლნ ლარის დივიდენდები დააყადაღა>>>საქმის მასალების თანახმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში ავთანდილ წერეთლის მიერ დაფუძნებულმა შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით, „თიბისი ბანკისგან" სესხის სახით მიიღეს 16.664.000 აშშ დოლარი. იმავე დღეს აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე, მიუხედავად იმისა, რომ სესხი თითქოსდა ბიზნესის ბრუნვისთვის იყო მოთხოვნილი.2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს" სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს, სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა" სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე.მილიონების დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში. ამ კომპანიამ მიიღო უფლება, მოეთხოვა ფული ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან.კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს“ კრედიტი ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23403/19/234031952_254:190:2048:1536_1920x0_80_0_0_78604c71aa41422514fa5738ca42772a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციონერი ბანკირების საქმეზე განაჩენი ძალაში დატოვა
17:29 26.01.2023 (განახლებულია: 21:24 26.01.2023) ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები და TBC Bank-ის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ასევე ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი ჯგუფურ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, რითაც საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
საქმე ეხება 17 მლნ დოლარამდე ფულის გათეთრებას.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის იანვარში ხაზარაძე და ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობაში (სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), ხოლო წერეთელი – თანამონაწილეობაში.
სამივე პირს 7–7 წლით პატიმრობა შეეფარდა. თუმცა ისინი, საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდნენ. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს.
ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა. გამოძიების მთელი დროის განმავლობაში (სამი წელი) ბრალდებულები აცხადებდნენ, რომ ფულის გათეთრება არ ყოფილა და მათ პოლიტიკური მოტივებით დევნიან.
საქმის მასალების თანახმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში ავთანდილ წერეთლის მიერ დაფუძნებულმა შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით, „თიბისი ბანკისგან" სესხის სახით მიიღეს 16.664.000 აშშ დოლარი. იმავე დღეს აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე, მიუხედავად იმისა, რომ სესხი თითქოსდა ბიზნესის ბრუნვისთვის იყო მოთხოვნილი.
2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს" სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს, სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა" სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე.
მილიონების დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში. ამ კომპანიამ მიიღო უფლება, მოეთხოვა ფული ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან.
კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს“ კრედიტი ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.