სასამართლომ „ლელოს“ ლიდერების 30 მლნ ლარის დივიდენდები დააყადაღა

© photo: Sputnikმამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2022
გამოწერა
დავის საგანია „თიბისი ბანკის“ კაპიტალში გაცემული და ჩამოწერილი 16.664.000 დოლარის ოდენობის კრედიტის დაბრუნება.
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყადაღა დაადო „თიბისი ბანკის“ (TBC Bank) 30 მლნ ლარის დივიდენდებს, რომლებიც ბანკის აქციონერებს, ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს უნდა მიეღოთ.
„თიბისი ბანკის“ ბრიტანელი აქციონერის იან მალკოლმ ჰოკის ადვოკატის დიმიტრი ტორაძის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ მოპასუხეები შეზღუდული არიან დივიდენდებთან წვდომაში – მიღებასა და განკარგვაში სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე. ტორაძის განცხადებით, საქმე ეხება ჰოკის სარჩელს ხაზარაძის, ჯაფარიძის, ავთანდილი წერეთლისა და კომპანიების „სამგორი ტრეიდი“ და „სამგორი М“ წინააღმდეგ.

„ბრიტანელი აქციონერი „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ ზემოხსენებული პირებისა და კომპანიების მხრიდან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით, უკვე 50 მლნ დოლარს აჭარბებს. „თიბისი ბანკი“ არ აპირებს ხაზარაძე-ჯაფარიძის თაღლითობაზე რეაგირებას, რის გამოც სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ და 30 მილიონი დავუყადაღეთ“, – განაცხადა ადვოკატმა.

როგორც ადვოკატმა პრესკონფერენციაზე განმარტა, დავის საგანია გაცემული და ჩამოწერილი სესხის – 16.664.000 აშშ დოლარის დაბრუნება „თიბისი ბანკის“ კაპიტალში.
„ეს არის სესხი, რომელიც გაიცა კომპანიებზე „სამგორი M”-სა და „სამგორი თრეიდზე“, ოღონდ ამ კომპანიების ანგარიშზე მოხვედრისთანავე ეს თანხები მაშინვე მოხვდა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშებზე. შემდეგ ეს სესხები ჩამოიწერა ისე, რომ დაბრუნების მცდელობაც კი არ ყოფილა“, – აღნიშნა ადვოკატმა.
ტორაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სრული უფლება აქვს, მოითხოვოს ბანკისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება, რათა მომავალში გაუმჯობესდეს ბანკის იმიჯი და გაიზარდოს აქციონერების შემოსავალი.
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2022
„მოემზადეთ დეოლიგარქიზაციისთვის“ - „ქართული ოცნების“ ლიდერი ოპოზიციას მიმართავს
ამავე დროს, ყოფილი ბანკირების მიერ დაფუძნებულ პარტია „ლელოში“ აცხადებენ, რომ ჰოკი ბანკის აქციონერი მას შემდეგ გახდა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ხაზარაძე და ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო თაღლითობაში.
ეს ერთ-ერთი მიზაზია, რომლის გამოც ჯაფარიძე სასამართლო სარჩელს მორიგ პოლიტიკურ შეტევას უწოდებს. ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ დივიდენდების დაყადაღება „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რადგან მიაჩნია, რომ მათ დააფინანსეს მასშტაბური აქცია ორშაბათს თბილისის ცენტრში.

„ჩემზე და მამუკაზე განაახლეს მორიგი შეტევა, უკვე ჩვენთვის მეტი ქონებრივი ზიანის მოყენების მიზნით... ჩემი დეკლარაცია არის საჯარო. შეუძლიათ მთელი ქონების წართმევა მოინდომონ, პრობლემა არ არის, ამით ჩვენ არ შევცვლით ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

როგორც უფრო ადრე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოში რომ დეოლიგარქიზაციის კანონი მოქმედებდეს, ოლიგარქებად პირველ რიგში ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მათ შორის, ჯაფარიძე და ხაზარაძე იქნებოდნენ აღიარებული.
საქმის დეტალები
ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა. გამოძიების მთელი დროის განმავლობაში (სამი წელი) ბრალდებულები აცხადებდნენ, რომ ფულის გათეთრება არ ყოფილა და მათ პოლიტიკური მოტივებით დევნიან.
საქმის მასალების თანახმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში ავთანდილ წერეთლის მიერ დაფუძნებულმა შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით, „თიბისი ბანკისგან" სესხის სახით მიიღეს 16.664.000 აშშ დოლარი.
იმავე დღეს აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე მიუხედავად იმისა, რომ სესხი თითქოსდა ბიზნესის ბრუნვისთვის იყო მოთხოვნილი.
აზრი ორად გაიყო: საქართველოში კვლავ ვადამდელ არჩევნებზე ალაპარაკნენ>>
2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს" სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა" სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე.
მილიონების დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში. ამ კომპანიამ მიიღო უფლება, მოეთხოვა ფული ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან.
კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს“ კრედიტი ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.
ყველა ახალი ამბავი
0