„მოემზადეთ დეოლიგარქიზაციისთვის“ - „ქართული ოცნების“ ლიდერი ოპოზიციას მიმართავს

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2022
გამოწერა
ასეთი კანონი შეეხებოდა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებს, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელს, განაცხადა კობახიძემ.
თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საქართველოში რომ მოქმედებდეს კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, მაშინ პირველ რიგში ოლიგარქებად ოპოზიციური პარტიების ლიდერებს აღიარებდნენ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, კანონი შეეხებოდა პარტიის „ლელო საქართველოსთვის" ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს, ასევე უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ახლა კი ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას" მფლობელს დავით კეზერაშვილს.

„უკრაინაში არის მიღებული კანონი ოლიგარქიზაციის შესახებ და ეს რომ საქართველოში იყოს მოქმედი, ამ კანონის მიხედვით, ორივე პარტიის ლიდერები იქნებოდნენ აღიარებული ოლიგარქებად. ესენი არიან „ლელოში“ ხაზარაძე-ჯაფარიძე და „ნაცმოძრაობაში“ სააკაშვილი-კეზერაშვილი. ასე რომ, ოლიგარქები მოიკითხეთ თქვენკენ და მოემზადეთ დეოლიგარქიზაციისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მანამდე ევროკომისიამ 12 პირობა დაასახელა, რომლის შესრულების შემთხვევაში საქართველოს უნდა მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. პირობებს შორის დასახელდა „დეოლიგარქიზაციის მხრივ ვალდებულებების რეალიზაცია" ანგარებიანი ინტერესების ზედმეტი გავლენის აღმოფხვრის გზით ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში; ბრძოლის გაძლიერება ორგანიზებულ დანაშაულთან; უფრო აქტიური ძალისხმევა მასმედიის თავისუფლების, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი გარემოს უზრუნველსაყოფად.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციაში თავად ჩაწერა ნორმა, რომელიც აძლიერებს ევროპულ პერსპექტივას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

„ჩვენ კონსტიტუციაში ჩაწერილი გვაქვს ნორმა, რომელიც ამყარებს ევროპულ პერსპექტივას და ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივას. ამ ყველაფერს მხარი არ დაუჭირა იმ ოპოზიციამ, რომელიც დღეს ევროპელობას იბრალებს და სინამდვილეში არის ყველაზე ანტიევროპული ძალა საქართველოში“, – განაცხადა კობახიძემ.

ევროკომისიამ გასულ კვირაში უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.
ოპოზიციამ ამას ხელისუფლების ჩავარდნა უწოდა, ხოლო ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია, გაუხსნას საქართველოს „ევროპული პერსპექტივა", უკვე წარმატებაა კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე.
ყველა ახალი ამბავი
0