https://sputnik-georgia.com/20230126/rogoria-saakashvilis-mdgomareoba-eqimis-ganmarteba-274285748.html
როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა: ექიმის განმარტება
როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა: ექიმის განმარტება
Sputnik საქართველო
ექიმმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილმა გონება დაკარგა. 26.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-26T16:27+0400
2023-01-26T16:27+0400
2023-01-26T21:04+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273038840_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_b0e8cc3a96fcd17868040b93c69779ec.jpg
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებული მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტი არ საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას, განაცხადა კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ.მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი სამშაბათს, 24 იანვარს დაუდასტურდა. პაციენტს აღენიშნებოდა შესაბამისი სიმპტომატიკა – მაღალი ტემპერატურა, სახსრების ტკივილი.ექიმმა ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილმა გონება დაკარგა.„ექიმის, ექთნის მიერ პაციენტის გონების დაკარგვის ეპიზოდი არ დაფიქსირებულა. მე ვსაუბრობ იმ რეალობაზე, რომელიც არის. ვის როგორი რეალობა აწყობს, ეს ცალკე საკითხია“, – აღნიშნა ჩხაიძემ.რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, ექიმის თქმით, ეპიდემიოლოგიური სამსახური კონტაქტებს ადგენს, მედპერსონალს კი კორონავირუსი არ დაუდასტურდა.რევოლუცია სააკაშვილის გასათავისუფლებად - რეაქციები ხაბეიშვილის განცხადებაზე>>>2021 წლის ნოემბერში სააკაშვილს უკვე ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსზე, როდესაც ის გლდანის ციხის საავადმყოფოში იმყოფებოდა, რადგანაც მაშინ საავადმყოფოს დირექტორს დავით დარასელიას კორონავირუსი დაუდასტურდა. მაშინ ექს-პრეზიდენტს ინფექცია არ გამოუვლინდა.2020 წელს სააკაშვილს, რომელიც მაშინ უკრაინაში იმყოფებოდა, კორონავირუსის ანტისხეულები აღმოაჩნდა.დაკავება და სისხლის სამართლის საქმეებისააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273038840_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_94eff4a9a8b02ba1a8c8a96dd8eb4797.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა: ექიმის განმარტება
16:27 26.01.2023 (განახლებულია: 21:04 26.01.2023) ექიმმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილმა გონება დაკარგა.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებული მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტი არ საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას, განაცხადა კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ.
მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი სამშაბათს, 24 იანვარს დაუდასტურდა. პაციენტს აღენიშნებოდა შესაბამისი სიმპტომატიკა – მაღალი ტემპერატურა, სახსრების ტკივილი.
„მისი პარამეტრები არანაირად არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას, ამიტომაც პაციენტი აგრძელებს მკურნალობას პალატაში. რაც შეეხება კოვიდს, იგი მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით და რესპირატორული მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
ექიმმა ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილმა გონება დაკარგა.
„ექიმის, ექთნის მიერ პაციენტის გონების დაკარგვის ეპიზოდი არ დაფიქსირებულა. მე ვსაუბრობ იმ რეალობაზე, რომელიც არის. ვის როგორი რეალობა აწყობს, ეს ცალკე საკითხია“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, ექიმის თქმით, ეპიდემიოლოგიური სამსახური კონტაქტებს ადგენს, მედპერსონალს კი კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
2021 წლის ნოემბერში სააკაშვილს უკვე ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსზე, როდესაც ის გლდანის ციხის საავადმყოფოში იმყოფებოდა, რადგანაც მაშინ საავადმყოფოს დირექტორს დავით დარასელიას კორონავირუსი დაუდასტურდა. მაშინ ექს-პრეზიდენტს ინფექცია არ გამოუვლინდა.
2020 წელს სააკაშვილს, რომელიც მაშინ უკრაინაში იმყოფებოდა, კორონავირუსის ანტისხეულები აღმოაჩნდა.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.