კახა ბექაური კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ მესამედ აირჩიეს

© Communication Commission of Georgiaკახა ბექაური
კახა ბექაური - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2023
გამოწერა
ბექაური კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე პირველად 2017 წელს გახდა.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. კახა ბექაური საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე მესამედ გახდა, ნათქვამია კომისიის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ბექაურის კანდიდატურას მხარი კომისიის ყველა წევრმა დაუჭირა. კენჭისყრა 26 იანვარს გაიმართა და კომისიამ თავისი გადაწყვეტილება დაადასტურა. ბექაური კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 2026 წლის დეკემბრამდე უხელმძღვანელებს.
მან აღნიშნული პოსტი პირველად 2017 წლის მაისში დაიკავა, მეორედ კი 2020 წელს.
კახა ბექაური დაიბადა 1969 წელს. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია.
ვირტუალურ მობილურ ოპერატორებს ქართულ ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად ექვსთვიანი ვადა აქვთ>>>
მრავალი წლის განმავლობაში ბექაური პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. 2000-2002 წლებში იყო „საქტელერადიომაუწყებლობის" თავმჯდომარის მოადგილე საფინანსო დარგში.
2004-2005 წლებში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა, 2005-2010 წლებში სადისტრიბუციო კომპანია Other Entertaiment Limited-ის გენერალური დირექტორი იყო.
მოგვიანებით ბექაური „მაესტროს" გენერალური დირექტორი გახდა, სადაც 2011 წლამდე იმუშავა, 2012 წლის მარტიდან დეკემბრის ჩათვლით „მეცხრე არხს" ხელმძღვანელობდა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მუშაობის ძირითადი მიმართულებებია მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მონოპოლიის დაუშვებლობა, კონკურენციის ხელშეწყობა და გამჭვირვალე მარეგულირებელი გარემოს შექმნა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა და ამ მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა.
ყველა ახალი ამბავი
0