ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ყოფილ კონგრესმენს უპასუხა

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2023
გამოწერა
ყოფილი კონგრესმენი ცდილობს თავისი პირადი პრობლემები გადაიტანოს საქართველოზე, რაც არ გამოუვა, განაცხადა კობახიძემ
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ყოფილ ამერიკელ კონგრესმენ ადამ კინზინგერს არაერთხელ გაუკეთებია ცრუ ინფორმაციაზე დაფუძნებული განცხადებები, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
კინზინგერი გამოეხმაურა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვმა განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და უსაფრთხოების რეალური რისკების მომატების შემთხვევაში საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვას იმისთვის, რათა განიხილონ დახმარების შესაძლებლობა უკრაინის მოქალაქეების საქართველოდან მასობრივი ევაკუაციის განსახორციელებლად.
კინზინგერმა სოციალურ ქსელში საქართველოს ხელისუფლებას მიმართა კითხვით: ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი ან თუნდაც დაგმეს რუსეთი.
„კინზინგერი არაერთხელ გამოირჩა ისეთი განცხადებებით, რომელიც იყო სიცრუეზე დაფუძნებული, მათ შორის, გვახსოვს მისი აგრესიული განცხადებები, რომლებიც ომის თემასთან იყო დაკავშირებული, ეს ყველაფერი ამ კაცისგან არ გვიკვირს“, - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.
ეს არის ადამიანი, რომელიც გარიცხეს საკუთარი პარტიიდან, აღნიშნა კობახიძემ.
„შესაბამისად აქვს საკუთარი პრობლემები და ბუნებრივია, ცდილობს საქართველოზე გადმოიტანოს თავისი პიროვნული პრობლემები, რაც მას არ გამოუვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ კინზინგერი ადრე ხელმძღვანელობდა „საქართველოს მხარდაჭერის ჯგუფს“ და კარგად უნდა იცნობდეს საქართველოს რეალობას, მათ შორის უნდა იცოდეს, არსებობს თუ არა საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები.
ელისაშვილი: უკრაინელი დიპლომატი ქვეყნებს შორის ურთიერთობებს აფუჭებს >>
„მან ეს არ იცის და ეს, რა თქმა უნდა, ცალკე პრობლემაა, მაგრამ თუ იცის და შეგნებულად ავრცელებს სიცრუეს, ე.წ. ფეიკს, ეს არის კიდევ უფრო დიდი პრობლემა... საზოგადოებამ განსაჯოს, რა დგას ამ ყველაფრის უკან“, - აღნიშნა კობახიძემ.
18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ მალე საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. მმართველი პარტიის ლიდერები აღნიშნულს მიესალმებიან, პრეზიდენტი ზურაბიშვილი კი ამის წინააღმდეგ გამოვიდა.
ოფიციალური კიევი საქართველოში უკრაინელი თანამემამულეების ყოფნაში საფრთხეს ვერ ხედავს>>>
2019 წლის 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალათ საქართველოში საჰაერო გადაზიდვების განხორციელება. იმავე დღეს ძალაში შევიდა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება ქართული ავიახაზების რუსეთში ფრენების შეჩერების შესახებ.
რუსეთის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც 20 ივნისს რამდენიმე ათასმა ადამიანმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან ანტირუსული აქცია გამართა. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტი აღიარა.
ყველა ახალი ამბავი
0