https://sputnik-georgia.com/20230126/elisashvili-ukraineli-diplomati-qveynebs-shoris-urtiertibebs-apuchebs-274287180.html
ელისაშვილი: უკრაინელი დიპლომატი ქვეყნებს შორის ურთიერთობებს აფუჭებს
ელისაშვილი: უკრაინელი დიპლომატი ქვეყნებს შორის ურთიერთობებს აფუჭებს
Sputnik საქართველო
ალეკო ელისაშვილის თქმით, საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის საკითხი უკრაინის საქმე არ არის. 26.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-26T16:47+0400
2023-01-26T16:47+0400
2023-01-26T21:15+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოპოზიცია
უკრაინა
რუსეთი
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/03/251060821_0:250:2400:1600_1920x0_80_0_0_36785ccedb5853b32043314db77dfd8d.jpg
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობებს აფუჭებს, განაცხადა ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა.საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და უსაფრთხოების რეალური რისკების მომატების შემთხვევაში საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვას იმისთვის, რათა განიხილონ დახმარების შესაძლებლობა უკრაინის მოქალაქეების საქართველოდან მასობრივი ევაკუაციის განსახორციელებლად.კასიანოვი „ცარიელ ადგილზე წყალს ამღვრევს“, დარწმუნებულია ოპოზიციონერი დეპუტატი.„ეს ყველაფერი ცუდი და გულდასაწყვეტია, ისევე, როგორც ის ურთიერთობები, რაც ორი ქვეყნის მთავრობებს აქვთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.ელისაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის საკითხი უკრაინის საქმე არ არის.„რამდენადაც ჩემთვის მიუღებელია რუსეთთან ფრენების აღდგენა, იმდენად გაუგებარია უკრაინის საგარეო სამინისტროს განცხადება, რადგან მათი გადასაწყვეტი არ არის, საქართველოს ვისთან ექნება ფრენა და ვისთან – არა. ასეთი განცხადებები არასწორია“, – განაცხადა ელისაშვილმა.18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ მალე საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. მმართველი პარტიის ლიდერები აღნიშნულს მიესალმებიან, პრეზიდენტი ზურაბიშვილი კი ამის წინააღმდეგ გამოვიდა.ოფიციალური კიევი საქართველოში უკრაინელი თანამემამულეების ყოფნაში საფრთხეს ვერ ხედავს>>>2019 წლის 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალათ საქართველოში საჰაერო გადაზიდვების განხორციელება. იმავე დღეს ძალაში შევიდა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება ქართული ავიახაზების რუსეთში ფრენების შეჩერების შესახებ.რუსეთის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც 20 ივნისს რამდენიმე ათასმა ადამიანმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან ანტირუსული აქცია გამართა. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტი აღიარა.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/03/251060821_134:0:2267:1600_1920x0_80_0_0_1fe2f49e1508caa5ea8be56360e38904.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია, უკრაინა , რუსეთი, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია, უკრაინა , რუსეთი, პოლიტიკა, ახალი ამბები
ელისაშვილი: უკრაინელი დიპლომატი ქვეყნებს შორის ურთიერთობებს აფუჭებს
16:47 26.01.2023 (განახლებულია: 21:15 26.01.2023) ალეკო ელისაშვილის თქმით, საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის საკითხი უკრაინის საქმე არ არის.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობებს აფუჭებს, განაცხადა ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა.
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და უსაფრთხოების რეალური რისკების მომატების შემთხვევაში საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვას იმისთვის, რათა განიხილონ დახმარების შესაძლებლობა უკრაინის მოქალაქეების საქართველოდან მასობრივი ევაკუაციის განსახორციელებლად.
„ეს ადამიანი თავის სოლო-პარტიას თამაშობს და უნდა უკრაინაში ვიღაცას თავი მოაწონოს იმით, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს აფუჭებს. ეს მაშინ, როცა ელჩი თუ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ურთიერთობების ნორმალიზებაზე უნდა ზრუნავდეს“, – განაცხადა ელისაშვილმა.
კასიანოვი „ცარიელ ადგილზე წყალს ამღვრევს“, დარწმუნებულია ოპოზიციონერი დეპუტატი.
„ეს ყველაფერი ცუდი და გულდასაწყვეტია, ისევე, როგორც ის ურთიერთობები, რაც ორი ქვეყნის მთავრობებს აქვთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ელისაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის საკითხი უკრაინის საქმე არ არის.
„რამდენადაც ჩემთვის მიუღებელია რუსეთთან ფრენების აღდგენა, იმდენად გაუგებარია უკრაინის საგარეო სამინისტროს განცხადება, რადგან მათი გადასაწყვეტი არ არის, საქართველოს ვისთან ექნება ფრენა და ვისთან – არა. ასეთი განცხადებები არასწორია“, – განაცხადა ელისაშვილმა.
18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ მალე საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. მმართველი პარტიის ლიდერები აღნიშნულს მიესალმებიან, პრეზიდენტი ზურაბიშვილი კი ამის წინააღმდეგ გამოვიდა.
2019 წლის 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალათ საქართველოში საჰაერო გადაზიდვების განხორციელება. იმავე დღეს ძალაში შევიდა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება ქართული ავიახაზების რუსეთში ფრენების შეჩერების შესახებ.
რუსეთის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც 20 ივნისს რამდენიმე ათასმა ადამიანმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან ანტირუსული აქცია გამართა. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტი აღიარა.