https://sputnik-georgia.com/20230126/garibashvili-saqartvelo-amakobs-rom-hyavs-eldar-shengelaia-274290932.html
ღარიბაშვილი: საქართველო ამაყობს, რომ ჰყავს ელდარ შენგელაია
ღარიბაშვილი: საქართველო ამაყობს, რომ ჰყავს ელდარ შენგელაია
Sputnik საქართველო
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ელდარ შენგელაიას კინოშედევრების თითოეული პერსონაჟი სიყვარულსა და სიკეთეს ასხივებს. 26.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-26T18:15+0400
2023-01-26T18:15+0400
2023-01-30T13:10+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საქართველოს სიამაყე
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23844/95/238449531_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_9bb9183fb8ed0c935b8b3a4e1a51d4e2.jpg
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეჟისორ ელდარ შენგელაიას 90 წლის იუბილე მიულოცა.როგორც პრემიერმა აღნიშნა, შენგელაიას კინოშედევრების თითოეული პერსონაჟი სიყვარულსა და სიკეთეს ასხივებს და დღემდე ახლობელი და საყვარელია ყველა თაობისთვის.„საქართველო ამაყობს, რომ ჰყავს მსოფლიო კლასის რეჟისორი, რომელმაც ფართოდ გაუთქვა სახელი ქართულ კინოს. ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ ჩვენს დიდ რეჟისორს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.ცნობილი ქართველი მსახიობის ნატო ვაჩნაძისა და კინორეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიას ვაჟი ელდარ შენგელაია 1933 წლის 26 იანვარს დაიბადა.თბილისში ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება>>>შენგელაიამ შემოქმედებითი საქმიანობა დაიწყო ფილმ-ზღაპრებით „ლეგენდა ყინულის გულზე“ და „თოვლის ზღაპარი“ (ორივე სურათი ა. სახაროვთან ერთად გადაიღო). 1963 წელს თანამედროვე ქართული სოფლის ცხოვრების ამსახველი „თეთრი ქარავანი“ გადაიღო.პირველი აღიარება რეჟისორს 1969 წელს გადაღებულმა „არაჩვეულებრივმა გამოფენამ“ მოუტანა. დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი ფილმები „შერეკილები“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, რომლებიც ქართული კინოს შედევრებად არის აღიარებული.შენგელაიას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და წოდება: კიევში ამიერკავკასიის რესპუბლიკებისა და უკრაინის კინოფესტივალზე პრიზი „საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის“ (ფილმი „არაჩვეულებრივი გამოფენა“, 1969), კაიროს საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი („სამანიშვილის დედინაცვალი“, 1978), კინემატოგრაფიაში მიღწევებისთვის ფარაჯანოვის სახელობის პრემია (ერევანი, IX საერთაშორისო კინოფესტივალი „ოქროს ატამი“, 2012), წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენი (2009), შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო პრემია („ექსპრეს-ინფორმაცია“, 1994) და სხვ.1979 წელს ელდარ შენგელაიას მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, ხოლო 1988 წელს — საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23844/95/238449531_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_1823963fb2dd2f1547b8b9b4f9ce2b55.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს სიამაყე, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს სიამაყე, საზოგადოება, ახალი ამბები
ღარიბაშვილი: საქართველო ამაყობს, რომ ჰყავს ელდარ შენგელაია
18:15 26.01.2023 (განახლებულია: 13:10 30.01.2023) როგორც პრემიერმა აღნიშნა, ელდარ შენგელაიას კინოშედევრების თითოეული პერსონაჟი სიყვარულსა და სიკეთეს ასხივებს.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეჟისორ ელდარ შენგელაიას 90 წლის იუბილე მიულოცა.
„ელდარ შენგელაიას ღვაწლი ქართულ კინოხელოვნებაში განუზომელი და ფასდაუდებელია. მის შემოქმედებას, ასე საყვარელსა და საამაყოს ყოველი ჩვენგანისთვის, განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართულ კინემატოგრაფიაში“, – ნათქვამია ღარიბაშვილის მისალოც წერილში.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, შენგელაიას კინოშედევრების თითოეული პერსონაჟი სიყვარულსა და სიკეთეს ასხივებს და დღემდე ახლობელი და საყვარელია ყველა თაობისთვის.
„საქართველო ამაყობს, რომ ჰყავს მსოფლიო კლასის რეჟისორი, რომელმაც ფართოდ გაუთქვა სახელი ქართულ კინოს. ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ ჩვენს დიდ რეჟისორს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობილი ქართველი მსახიობის ნატო ვაჩნაძისა და კინორეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიას ვაჟი ელდარ შენგელაია 1933 წლის 26 იანვარს დაიბადა.
შენგელაიამ შემოქმედებითი საქმიანობა დაიწყო ფილმ-ზღაპრებით „ლეგენდა ყინულის გულზე“ და „თოვლის ზღაპარი“ (ორივე სურათი ა. სახაროვთან ერთად გადაიღო). 1963 წელს თანამედროვე ქართული სოფლის ცხოვრების ამსახველი „თეთრი ქარავანი“ გადაიღო.
პირველი აღიარება რეჟისორს 1969 წელს გადაღებულმა „არაჩვეულებრივმა გამოფენამ“ მოუტანა. დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი ფილმები „შერეკილები“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, რომლებიც ქართული კინოს შედევრებად არის აღიარებული.
შენგელაიას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და წოდება: კიევში ამიერკავკასიის რესპუბლიკებისა და უკრაინის კინოფესტივალზე პრიზი „საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის“ (ფილმი „არაჩვეულებრივი გამოფენა“, 1969), კაიროს საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი („სამანიშვილის დედინაცვალი“, 1978), კინემატოგრაფიაში მიღწევებისთვის ფარაჯანოვის სახელობის პრემია (ერევანი, IX საერთაშორისო კინოფესტივალი „ოქროს ატამი“, 2012), წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენი (2009), შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო პრემია („ექსპრეს-ინფორმაცია“, 1994) და სხვ.
1979 წელს ელდარ შენგელაიას მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, ხოლო 1988 წელს — საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის.