https://sputnik-georgia.com/20230126/eldar-sengelaias-filmebis-retrospeqtiva-274275476.html
თბილისში ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება
თბილისში ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება
Sputnik საქართველო
ელდარ შენგელაიას ყველასთვის საყვარელი ფილმების ნახვას მაყურებელი 1–5 თებერვალს შეძლებს. 26.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-26T13:01+0400
2023-01-26T13:01+0400
2023-01-26T17:30+0400
კულტურა საქართველოში
ქართული კინო
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23844/96/238449669_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_268e8f604b2c4f3fb42323fdfca67388.jpg
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ლეგენდარული ქართველი რეჟისორის ელდარ შენგელაიას 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში მისი ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება.ფილმების ჩვენება 1-დან 5 თებერვლის ჩათვლით გაიმართება და მას „არაჩვეულებრივი გამოფენა“ გახსნის.რეტროსპექტივის დროს წარმოდგენილი იქნება „თეთრი ქარავანი“, „მიქელა“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „სავარძელი“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „შერეკილები“ და ტრილოგია „მრავალჟამიერი“.კინოჩვენების პროგრამა შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე. დასწრება თავისუფალია.ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული არქივი, კულტურის სამინისტრო და ეროვნული კინოცენტრი.გიორგი შენგელაია: ცხოვრება ამაოება არ არის, ის ჩემთვის „ტურფა საბაღნაროა“>>ელდარ შენგელაია 1933 დაიბადა თბილისში. 1958 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1957-1959 წლებში კინოსტუდია „მოსფილმის", ხოლო 1960 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის" კინორეჟისორია.ელდარ შენგელაია არის საქართველოს სახალხო არტისტი (1979), სსრკ სახალხო არტისტი (1988), მიღებული აქვს სსრკ სახელმწიფო პრემია (1985 ფილმისთვის „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (1998), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო წმინდა გიორგის ოქროს ორდენი (2013). იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე (1976-1991), საქართველოს მე-3, მე-4, მე-5, მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (1992-2008).ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23844/96/238449669_99:0:1943:1383_1920x0_80_0_0_246dc3bb50d5e68154926e5e31660168.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, ქართული კინო, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისი დღეს
კულტურა საქართველოში, ქართული კინო, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისი დღეს
თბილისში ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება
13:01 26.01.2023 (განახლებულია: 17:30 26.01.2023) ელდარ შენგელაიას ყველასთვის საყვარელი ფილმების ნახვას მაყურებელი 1–5 თებერვალს შეძლებს.
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ლეგენდარული ქართველი რეჟისორის ელდარ შენგელაიას 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში მისი ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება.
ფილმების ჩვენება 1-დან 5 თებერვლის ჩათვლით გაიმართება და მას „არაჩვეულებრივი გამოფენა“ გახსნის.
რეტროსპექტივის დროს წარმოდგენილი იქნება „თეთრი ქარავანი“, „მიქელა“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „სავარძელი“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „შერეკილები“ და ტრილოგია „მრავალჟამიერი“.
კინოჩვენების პროგრამა შეგიძლიათ ნახოთ
ბმულზე. დასწრება თავისუფალია.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული არქივი, კულტურის სამინისტრო და ეროვნული კინოცენტრი.
ელდარ შენგელაია 1933 დაიბადა თბილისში. 1958 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1957-1959 წლებში კინოსტუდია „მოსფილმის", ხოლო 1960 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის" კინორეჟისორია.
ელდარ შენგელაია არის საქართველოს სახალხო არტისტი (1979), სსრკ სახალხო არტისტი (1988), მიღებული აქვს სსრკ სახელმწიფო პრემია (1985 ფილმისთვის „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (1998), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო წმინდა გიორგის ოქროს ორდენი (2013). იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე (1976-1991), საქართველოს მე-3, მე-4, მე-5, მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (1992-2008).