მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უკრაინა 80 ერთეულ Leopard 2-ს უმოკლეს დროში მიიღებს

© U.S. Army / Gertrud ZachLeopard 2
Leopard 2 - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2023
გამოწერა
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. უკრაინა მალე მიიღებს გერმანული წარმოების ტანკებს Leopard 2 სხვადასხვა ქვეყნიდან, იუწყება გერმანიის მმართველი კოალიციის შემადგენლობაში შემავალი სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) პრეს-სამსახური.
მათი ცნობით, საუბარია 80 ერთეულ „ლეოპარდზე“.

„სხვა სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებთან მჭიდრო კოორდინაციით ჩვენმა ფედერალურმა კანცლერმა ალიანსი ჩამოაყალიბა შემდგომი აუცილებელი და პასუხისმგებლიანი ნაბიჯების გადასადგმელად. როგორც მოსალოდნელია, Leopard 2A6-ის ორი ბატალიონი (ჯამში დაახლოებით 80 საბრძოლო ტანკი) უმოკლეს ვადებში უნდა იყოს მიწოდებული“, — წერს SPD-ს პრეს-სამსახური Twitter-ზე.

გარდა ამისა, მათი ინფორმაციით, თავად გერმანია უკრაინას პირდაპირ გადასცემს 14 ტანკს.
უკრაინისთვის Leopard 2 ტანკების მიწოდების საკითხი რამდენიმე კვირის განმავლობაში განიხილებოდა. 25 იანვარს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინაში ამ ტიპის 14 ტანკის მიწოდება დააანონსა. იმავე დღეს საფრანგეთმა, ნორვეგიამ, სლოვაკეთმა, პორტუგალიამ და სხვა ქვეყნებმა ასევე განაცხადეს უკრაინისთვის მძიმე ტექნიკის მიწოდების შესახებ. გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კიევს 31 ერთეულ ტანკ Abrams-სა და 8 ჯავშანმანქანა M88-ს გადასცემს.
ყველა ახალი ამბავი
0