https://sputnik-georgia.com/20230125/germania-ukrainas-14-leopard-2-s-gadascems-274256291.html
გერმანია უკრაინას 14 Leopard 2-ს გადასცემს
გერმანია უკრაინას 14 Leopard 2-ს გადასცემს
Sputnik საქართველო
გერმანიის მთავრობამ დაადასტურა თავისი გადაწყვეტილება უკრაინაში Leopard 2 ტანკების გაგზავნის შესახებ. 25.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-25T20:23+0400
2023-01-25T20:23+0400
2023-07-20T15:49+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
გერმანია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/15/274117903_0:0:1352:761_1920x0_80_0_0_dadcdc16bbad4102889fbcb10f7d3743.jpg
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. გერმანიის ხელისუფლება გადასცემს კიევს ტანკებს Leopard 2-ს და დაუშვებს მათ რეექსპორტს სხვა ქვეყნებიდანაც, განაცხადა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფენ ჰებეშტრაიტმა.მანამდე გერმანია, რომელიც უკრაინას მსხვილ შეიარაღებას აწვდიდა, ამ ტანკების მიწოდებისგან დიდხანს თავს იკავებდა.ბერლინი გეგმავს გადასცეს კიევს ჯამში ორი სატანკო ბატალიონი.სტეფენ ჰებეშტრაიტის თქმით, გერმანია ასევე აპირებს სხვა ქვეყნებს მისცეს ნებართვა, განახორციელონ გერმანული წარმოების ტანკების რეექსპორტი უკრაინისთვის გადასაცემად. უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს სამხედრო მოსამსახურეების სწავლას, სისტემების ტექმომსახურებას, ხელშეწყობას ლოგისტიკაში და საბრძოლო მასალის გადაცემას.გერმანიის, პოლონეთისა და ფინეთის გარდა, Leopard-ის ტიპის ტანკები ჰყავთ ესპანეთს, საბერძნეთსა და დანიას.2022 წლის გაზაფხულზე მოსკოვმა ნოტა გაუგზავნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის გადაცემის გამო.საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი ტვირთი, რომელიც შეიცავს სამხედრო ტექნიკას, ლეგიტიმური სამიზნე გახდება რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალებისთვის.
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/15/274117903_152:0:1352:900_1920x0_80_0_0_4929dc852207af68d709cc6285b942fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, გერმანია , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, გერმანია , მსოფლიოს ახალი ამბები
გერმანია უკრაინას 14 Leopard 2-ს გადასცემს
20:23 25.01.2023 (განახლებულია: 15:49 20.07.2023) გერმანიის მთავრობამ დაადასტურა თავისი გადაწყვეტილება უკრაინაში Leopard 2 ტანკების გაგზავნის შესახებ.
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. გერმანიის ხელისუფლება გადასცემს კიევს ტანკებს Leopard 2-ს და დაუშვებს მათ რეექსპორტს სხვა ქვეყნებიდანაც, განაცხადა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფენ ჰებეშტრაიტმა.
მანამდე გერმანია, რომელიც უკრაინას მსხვილ შეიარაღებას აწვდიდა, ამ ტანკების მიწოდებისგან დიდხანს თავს იკავებდა.
„პირველ ეტაპზე გერმანია ბუნდესვერის მარაგებიდან გადასცემს Leopard 2 A6-ის შენაერთს 14 ერთეული ტანკის შემადგენლობით“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა.
ბერლინი გეგმავს გადასცეს კიევს ჯამში ორი სატანკო ბატალიონი.
სტეფენ ჰებეშტრაიტის თქმით, გერმანია ასევე აპირებს სხვა ქვეყნებს მისცეს ნებართვა, განახორციელონ გერმანული წარმოების ტანკების რეექსპორტი უკრაინისთვის გადასაცემად. უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს სამხედრო მოსამსახურეების სწავლას, სისტემების ტექმომსახურებას, ხელშეწყობას ლოგისტიკაში და საბრძოლო მასალის გადაცემას.
გერმანიის, პოლონეთისა და ფინეთის გარდა, Leopard-ის ტიპის ტანკები ჰყავთ ესპანეთს, საბერძნეთსა და დანიას.
2022 წლის გაზაფხულზე მოსკოვმა ნოტა გაუგზავნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის გადაცემის გამო.
საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი ტვირთი, რომელიც შეიცავს სამხედრო ტექნიკას, ლეგიტიმური სამიზნე გახდება რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალებისთვის.