https://sputnik-georgia.com/20230124/stokholmsi-yuranis-pativiscemis-aqcia-274191791.html
თურქეთი სტოკჰოლმში ყურანის პატივისცემის აქციას გამართავს
თურქეთი სტოკჰოლმში ყურანის პატივისცემის აქციას გამართავს
Sputnik საქართველო
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. დღეს სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ „ყურანის პატივისცემის აქცია“ გაიმართება, იუწყება თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu... 24.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-24T12:34+0400
2023-01-24T12:34+0400
2023-07-20T15:49+0400
მსოფლიო დღეს
თურქეთი
შვედეთი
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23347/24/233472429_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_04523d8de82d535b385bca06694b214f.jpg
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. დღეს სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ „ყურანის პატივისცემის აქცია“ გაიმართება, იუწყება თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu ქვეყნის რელიგიის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ალი ერბაშზე დაყრდნობით.მანამდე აღნიშნულ ტერიტორიაზე შვედეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ხისტი კურსის“ ლიდერმა რასმუს პალუდანმა აქცია გამართა, რომელზეც ყურანი საჯაროდ დაწვა.მისი თქმით, აქციის ფარგლებში თურქულ, შვედურ და ინგლისურ ენებზე წაიკითხავენ სურებს მუსლიმთა წმინდა წიგნიდან.რასმუს პალუდანმა ყურანი საჯაროდ შაბათს, 21 იანვარს დაწვა სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოსთან. ამაზე პასუხად ანკარამ შვედეთის თავდაცვის მინისტრის პალ ჯონსონის თურქეთში ვიზიტი გააუქმა.ანკარაში შვედეთის ელჩი სტაფან ჰორსტრომი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც მას მკაცრი პროტესტი გამოუცხადეს იმასთან დაკავშირებით, რომ შვედეთის ხელისუფლებამ სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ ყურანის დაწვის აქციის ჩატარების ნებართვა გასცა. შვედეთის ხელისუფლების ამ ქმედებამ ისლამური ქვეყნების მწვავე უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.
თურქეთი
შვედეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23347/24/233472429_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_7691965bdbe8770a1c1d6bc6d26e42bc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თურქეთი , შვედეთი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თურქეთი , შვედეთი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თურქეთი სტოკჰოლმში ყურანის პატივისცემის აქციას გამართავს
12:34 24.01.2023 (განახლებულია: 15:49 20.07.2023) თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. დღეს სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ „ყურანის პატივისცემის აქცია“ გაიმართება, იუწყება თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu ქვეყნის რელიგიის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ალი ერბაშზე დაყრდნობით.
მანამდე აღნიშნულ ტერიტორიაზე შვედეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ხისტი კურსის“ ლიდერმა რასმუს პალუდანმა აქცია გამართა, რომელზეც ყურანი საჯაროდ დაწვა.
„თურქეთის საელჩოს წინ, იმ ადგილზე, სადაც ყურანის შეურაცხყოფა მოხდა, მისი პატივისცემის აქცია გაიმართება“, — განაცხადა ერბაშმა.
მისი თქმით, აქციის ფარგლებში თურქულ, შვედურ და ინგლისურ ენებზე წაიკითხავენ სურებს მუსლიმთა წმინდა წიგნიდან.
„ჩვენი ამოცანაა ბოროტების აღმოფხვრა და მისი სიკეთედ გარდაქმნა. მუსლიმები ყოველთვის ფხიზლად უნდა იყვნენ, იკითხონ, გაიაზრონ, დაიცვან და პატივი სცენ ჩვენს წმინდა წიგნს. ეს სული უნდა ჩავუნერგოთ ჩვენს ბავშვებსა და ახალგაზრდებს“, — განაცხადა ერბაშმა.
რასმუს პალუდანმა ყურანი საჯაროდ შაბათს, 21 იანვარს დაწვა სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოსთან. ამაზე პასუხად ანკარამ შვედეთის თავდაცვის მინისტრის პალ ჯონსონის თურქეთში ვიზიტი გააუქმა.
ანკარაში შვედეთის ელჩი სტაფან ჰორსტრომი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც მას მკაცრი პროტესტი გამოუცხადეს იმასთან დაკავშირებით, რომ შვედეთის ხელისუფლებამ სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ ყურანის დაწვის აქციის ჩატარების ნებართვა გასცა. შვედეთის ხელისუფლების ამ ქმედებამ ისლამური ქვეყნების მწვავე უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.