ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

© photo: Sputnik / Alex MacNothon / გადასვლა მედიაბანკშილონდონის საფონდო ბირჟა
ლონდონის საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2023
გამოწერა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში გაიზარდა.
თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,47%-ით გაიზარდა და 91,72 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 5,57%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 96,2 პუნქტის ფასით, 9,76% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,69%-ით გაიზარდა.
„საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,11%-ით გაიზარდა, ვაჭრობა დაიხურა 6,62% მოგებით 88,26 პუნქტის ფასით.
აქციებით ვაჭრობა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში 1,32%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 26,95 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 173 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 25,8–26,95 ფუნტის დიაპაზონში.
ამოქმედდა ახალი კანონი: კორპორატიული მართვის კოდექსი ემიტენტებისთვის>>
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში გაიზარდა 2,04%-ით და ერთ აქციაზე 7,5 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 81 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 7,35–7,58 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში შემცირდა 3,64%-ით და 22,8 ფუნტი შეადგინა ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 217 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 21,6–23,0 ფუნტის დიაპაზონში.
ყველა ახალი ამბავი
0