მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ფინეთი ნატოში შესაძლოა შვედეთის გარეშე შევიდეს

© photo: Sputnik / Vadim Antsupovიახტა ფინეთიდან
იახტა ფინეთიდან - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2023
გამოწერა
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ფინეთმა შესაძლოა დამოუკიდებლად, შვედეთის გარეშე განაგრძოს ნატოში გაწევრიანების პროცედურა სტოკჰოლმში ყურანის დაწვის გამო დაწყებული სკანდალის ფონზე, განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ.
მისი თქმით, ჰელსინკის ჯერ არ აქვს გარკვეული პოზიცია, თუმცა ამგვარ შესაძლებლობას არ გამორიცხავს, „თუ აღმოჩნდება, რომ შვედეთის განაცხადი დიდი ხნით გაიჭედა“.

„ჩვენ უნდა შევაფასოთ სიტუაცია, ხომ არ მოხდა რაიმე ისეთი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუშლის შვედეთის პროგრესს ნატოში გაწევრიანებაში. ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია", – თქვა ჰაავისტომ ტელეკომპანია YLE-ს ეთერში, უპასუხა რა შეკითხვას, აქვს თუ არა აზრი ფინეთისთვის, განაგრძოს ნატოში გაწევრიანების პროცედურა ძველი ტემპით.

მანამდე მინისტრმა პირობა დადო, რომ ჰელსინკი ალიანსს სტოკჰოლმზე ადრე არ შეუერთდებოდა, ვინაიდან სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთდროულად მოხდეს.
ჰელსინკიმ და სტოკჰოლმმა ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადები ერთდროულად შეიტანეს გასული წლის მაისში. 29 ივნისს მათ ალიანსში გაწევრიანების მიწვევა მიიღეს, თუმცა პროცედურის დასრულებას ნატოს წევრი ყველა ქვეყნის თანხმობა სჭირდება. თურქეთს ასეთი ნებართვა ჯერჯერობით არ გაუცია, მიუხედავად იმისა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონის თქმით, მისმა ქვეყანამ თურქეთის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა – ზოგი შესასრულებლად შეუძლებლის გამოკლებით.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 23 იანვარს განაცხადა, რომ სტოკჰოლმს შეუძლია არ დაელოდოს ანკარის მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს განცხადება პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოსთან ულტრამემარჯვენე რასმუს პალუდანმა ყურანი საჯაროდ დაწვა. ერდოღანმა ამას მუსლიმთა წმინდა წიგნის შეურაცხმყოფელი უწოდა ყველასთვის, „ვინც პატივს სცემს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, განსაკუთრებით მუსლიმებისთვის“.
ყველა ახალი ამბავი
0