„ცხელი გაზაფხული“ არ იქნება - გია ვოლსკი

© photo: Sputnik / Stringerგიორგი ვოლსკი
გიორგი ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2023
გამოწერა
საქართველოს მოსახლეობა არ დაუჭერს მხარს ოპოზიციის ქუჩის პროტესტს, დარწმუნებულია დეპუტატი.
თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. „ცხელი გაზაფხული“, რომელიც ოპოზიციის ნაწილმა დააანონსა, წარუმატებელი იქნება, განაცხადა დეპუტატმა მმართველია პარტია „ქართული ოცნებიდან“, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
ოპოზიციურმა პარტიებმა „დროა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ასევე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდასაჭერად აქცია დააანონსეს და ქვეყნის მოსახლეობას 24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდეს.

„ცხელი გაზაფხულის“ დაანონსება წარუმატებელი იქნება, რადგან ამას საზოგადოება მხარს არ დაუჭერს. მსოფლიოსთვის, რეგიონისთვის, საქართველოსთვის ძალიან რთული პერიოდია და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არის ოპტიმალური, რათა სტაბილურობა შევინარჩუნოთ და მშვიდობა უზრუნველვყოთ. საზოგადოება ხედავს, ვინ არის ამის მომხრე, ვინ წინააღმდეგი, და გულწრფელად ვინ ზრუნავს სერიოზული პრობლემების მოგვარებაზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ აქციის ორგანიზატორების ერთადერთი მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობაა.
„ამის საშუალებას ჩვენ არ მივცემთ მათ, ჩვენ გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რომ არავის მივცეთ სიმშვიდისა და მშვიდობის დარღვევის საშუალება ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიცია საპროტესტო აქციისთვის ემზადება: „ქართული ოცნების" შეფასება>>
ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას მუდმივად ბრალს სდებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კურსიდან გადახვევაში და ამტკიცებს, რომ ეს გახდება იმის მიზეზი, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს არ მისცემენ. „ქართული ოცნება“, თავის მხრივ, ამბობს, რომ ოპოზიცია ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას აწარმოებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0