https://sputnik-georgia.com/20230123/opozicia-saprotesto-aqciistvis-emzadeba-qartuli-ocnebis-shepaseba-274169369.html
ოპოზიცია საპროტესტო აქციისთვის ემზადება: „ქართული ოცნების" შეფასება
ოპოზიცია საპროტესტო აქციისთვის ემზადება: „ქართული ოცნების" შეფასება
Sputnik საქართველო
ოპოზიციური პარტიები მოსახლეობას 24 თებერვალს თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებენ. 23.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-23T18:14+0400
2023-01-23T18:14+0400
2023-01-23T21:23+0400
საქართველო
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/05/259328712_0:48:3067:1773_1920x0_80_0_0_ae9dfbe77107a79bb8ac1f807d39316c.jpg
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ოპოზიციის ნაწილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს – საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არავის შეუცვლია, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა „დროამ“, „გირჩი - მეტი თავისუფლებამ“ და „სტრატეგია-აღმაშენებელმა“, ასევე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერი აქცია დააანონსეს და მოსახლეობას 24 თებერვალს თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდეს.მათიკაშვილის თქმით, საზოგადოებისთვის სიახლე არ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული ჯგუფები ცდილობენ ქვეყანაში მოაწყონ არეულობები, გამოიწვიონ ქაოსი და შეაფერხონ საქართველოს განვითარების სტაბილური ტემპი.დეპუტატის თქმით, საკონსტიტუციო დონეზე სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ დააფიქსირა, რომ ქვეყნის მთავარი საგარეო პოლიტიკური ვექტორი ევროპაა, ხოლო „ნაცმოძრაობამ“ მხარი არ დაუჭირა ცვლილებებს ქვეყნის ძირითად კანონში.„ამ რადიკალურ პარტიასთან აფილირებული ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს საკუთარი ტყუილები მოახვიოს თავს საზოგადოებას და ამით პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.ოპოზიცია „ცხელ“ გაზაფხულს აანონსებს: როგორ ემზადებიან პარტიები პარლამენტის მუშაობისთვის>>>ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხელისუფლებას ქვეყნის საგარეო პოლიტიკიდან გადახვევაში მუდმივად ადანაშაულებს. თავის მხრივ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ოპოზიცია ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას ახორციელებს.ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.ევროკავშირი საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს, ხოლო ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა შემოდგომაზე იქნება მზად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/05/259328712_198:0:2927:2047_1920x0_80_0_0_48ae1322cc7d562fb7809a605b2cbcf4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
ოპოზიცია საპროტესტო აქციისთვის ემზადება: „ქართული ოცნების" შეფასება
18:14 23.01.2023 (განახლებულია: 21:23 23.01.2023) ოპოზიციური პარტიები მოსახლეობას 24 თებერვალს თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებენ.
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ოპოზიციის ნაწილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს – საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არავის შეუცვლია, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.
ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა „დროამ“, „გირჩი - მეტი თავისუფლებამ“ და „სტრატეგია-აღმაშენებელმა“, ასევე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერი აქცია დააანონსეს და მოსახლეობას 24 თებერვალს თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდეს.
მათიკაშვილის თქმით, საზოგადოებისთვის სიახლე არ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული ჯგუფები ცდილობენ ქვეყანაში მოაწყონ არეულობები, გამოიწვიონ ქაოსი და შეაფერხონ საქართველოს განვითარების სტაბილური ტემპი.
„ასეთი მცდელობა აქამდეც ყოფილა, მაგრამ ყველა ეს მცდელობა ფიასკოსთვის არის განწირული, რადგანაც ელექტორალური მხარდაჭერის კუთხით ამ პარტიების მხარდაჭერა ნულის ტოლია. იდეებიც, რომლებსაც ეს ბატონები აჟღერებენ, საზოგადოების მოტყუების მცდელობაა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
დეპუტატის თქმით, საკონსტიტუციო დონეზე სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ დააფიქსირა, რომ ქვეყნის მთავარი საგარეო პოლიტიკური ვექტორი ევროპაა, ხოლო „ნაცმოძრაობამ“ მხარი არ დაუჭირა ცვლილებებს ქვეყნის ძირითად კანონში.
„ამ რადიკალურ პარტიასთან აფილირებული ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს საკუთარი ტყუილები მოახვიოს თავს საზოგადოებას და ამით პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხელისუფლებას ქვეყნის საგარეო პოლიტიკიდან გადახვევაში მუდმივად ადანაშაულებს. თავის მხრივ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ოპოზიცია ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას ახორციელებს.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
ევროკავშირი საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს, ხოლო ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა შემოდგომაზე იქნება მზად.