https://sputnik-georgia.com/20230111/opozicia-cxel-gazafxuls-aanonsebs-rogor-emzadebian-partiebi-parlamentis-musaobistvis-273852974.html
ოპოზიცია „ცხელ“ გაზაფხულს აანონსებს: როგორ ემზადებიან პარტიები პარლამენტის მუშაობისთვის
ოპოზიცია „ცხელ“ გაზაფხულს აანონსებს: როგორ ემზადებიან პარტიები პარლამენტის მუშაობისთვის
Sputnik საქართველო
პარლამენტის საგაზაფხულო სესია 7 თებერვალს გაიხსნება და საკმაოდ დატვირთულიც იქნება. 11.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-11T21:10+0400
2023-01-11T21:10+0400
2023-01-11T23:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/02/251043380_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_8520d41b87f40aa66b37288f8fc458de.jpg
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მოლოდინში ოპოზიციური პარტიების ნაწილი საპროტესტო აქციებისთვის ემზადება, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ კი – საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის განახლებისთვის.საგაზაფხულო სესია 7 თებერვალს გაიხსნება. დეპუტატები პირველ რიგში განიხილავენ იმ კანონპროექტებს, რომლებიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა დაამტკიცოს. პროექტებს შორისაა კანონი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ და შესწორებები საქართველოს საარჩევნო კოდექსში; დეპუტატები კიდევ ერთხელ შეეცდებიან აირჩიონ ქვეყნის სახალხო დამცველი.ოპოზიციური პარტიების ზოგიერთი წარმომადგენელი საპარლამენტო მუშაობის პარალელურად საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს.მან ხელისუფლება დაადანაშაულა იმ რეკომენდაციების შეუსრულებლობაში, რომლებიც საჭიროა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. აქციები აუცილებელია სწორედ იმისთვის, რომ ხელისუფლებას ხალხის ნება შეახსენონ.მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის „სტრატეგია აღმაშენებელიც“, არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.„პარლამენტის თავმჯდომარემ გასული წლის ბოლოს შეაჯამა ის შედეგები, რაც წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული ერთი-ორი სუბიექტის მონაწილეობა, ფაქტიურად, ნულოვანი იყო“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ.ოპოზიციის სასარგებლო მოქმედებას ვერ ხედავს „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი.ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე მმართველ პარტიასთან თანამშრომლობენ მცირე ოპოზიციური პარტიები, მათ შორის, „მოქალაქეები“, „გირჩი“ და „რესპუბლიკური პარტია“.ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე კატეგორიულ უარს აცხადებს „ნაციონალური მოძრაობა“. ამ მომენტისთვის პარტიაში უკვე დაუფარავი ბრძოლა მიმდინარეობს ორ ბანაკს შორის. ეს ბრძოლა აჩვენებს, დარჩება თუ არა პარტია პარლამენტში, თუ საგაზაფხულო სესიისთვის პარლამენტში დეპუტატების რაოდენობა გაცილებით შემცირდება.საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, რეკომენდაციების შესასრულებლად კანონპროექტების მიღების გარდა, დეპუტატები მოისმენენ პრეზიდენტისა და მთავრობის, ასევე პარლამენტს დაქვემდებარებული უწყებების ანგარიშებს შესრულებული სამუშაოს შესახებ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/02/251043380_152:0:2883:2048_1920x0_80_0_0_ca0d1d210bc5540ec5692ea645d1b334.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი
ოპოზიცია „ცხელ“ გაზაფხულს აანონსებს: როგორ ემზადებიან პარტიები პარლამენტის მუშაობისთვის
21:10 11.01.2023 (განახლებულია: 23:02 11.01.2023) პარლამენტის საგაზაფხულო სესია 7 თებერვალს გაიხსნება და საკმაოდ დატვირთულიც იქნება.
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მოლოდინში ოპოზიციური პარტიების ნაწილი საპროტესტო აქციებისთვის ემზადება, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ კი – საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის განახლებისთვის.
საგაზაფხულო სესია 7 თებერვალს გაიხსნება. დეპუტატები პირველ რიგში განიხილავენ იმ კანონპროექტებს, რომლებიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა დაამტკიცოს. პროექტებს შორისაა კანონი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ და შესწორებები საქართველოს საარჩევნო კოდექსში; დეპუტატები კიდევ ერთხელ შეეცდებიან აირჩიონ ქვეყნის სახალხო დამცველი.
ოპოზიციური პარტიების ზოგიერთი წარმომადგენელი საპარლამენტო მუშაობის პარალელურად საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ ყველა მიმართულებით აქტიური იქნება, 12-პუნქტიან რეკომენდაციებთან დაკავშირებით ჩვენ საპარლამენტო საქმიანობაში ვმონაწილეობთ. ამის იქით ვფიქრობთ, რომ მხოლოდ პარლამენტი არ არის საკმარისი და აუცილებელია ქუჩის აქციების ორგანიზებაც“, – აღნიშნა პარტიის წარმომადგენელმა პაატა მანჯგალაძემ.
მან ხელისუფლება დაადანაშაულა იმ რეკომენდაციების შეუსრულებლობაში, რომლებიც საჭიროა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. აქციები აუცილებელია სწორედ იმისთვის, რომ ხელისუფლებას ხალხის ნება შეახსენონ.
მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის „სტრატეგია აღმაშენებელიც“, არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
„პარლამენტის თავმჯდომარემ გასული წლის ბოლოს შეაჯამა ის შედეგები, რაც წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული ერთი-ორი სუბიექტის მონაწილეობა, ფაქტიურად, ნულოვანი იყო“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ.
ოპოზიციის სასარგებლო მოქმედებას ვერ ხედავს „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი.
„12 პუნქტი იწყება პოლარიზაციის დაძლევით. ამ პროცესს ორი მხარე უნდა ჰყავდეს – ხელისუფლება და ოპოზიცია. როცა ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს პოლარიზაციის შემცირებისკენ, იქიდან (ოპოზიციის მხრიდან) მოდის მუდმივი მუქარა, მოწოდებები დამხობისკენ“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე მმართველ პარტიასთან თანამშრომლობენ მცირე ოპოზიციური პარტიები, მათ შორის, „მოქალაქეები“, „გირჩი“ და „რესპუბლიკური პარტია“.
ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე კატეგორიულ უარს აცხადებს „ნაციონალური მოძრაობა“. ამ მომენტისთვის პარტიაში უკვე დაუფარავი ბრძოლა მიმდინარეობს ორ ბანაკს შორის. ეს ბრძოლა აჩვენებს, დარჩება თუ არა პარტია პარლამენტში, თუ საგაზაფხულო სესიისთვის პარლამენტში დეპუტატების რაოდენობა გაცილებით შემცირდება.
საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, რეკომენდაციების შესასრულებლად კანონპროექტების მიღების გარდა, დეპუტატები მოისმენენ პრეზიდენტისა და მთავრობის, ასევე პარლამენტს დაქვემდებარებული უწყებების ანგარიშებს შესრულებული სამუშაოს შესახებ.